x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მეორე ბავშვს როდის აპირებთ?", "ცოლი არ მოგყავს?" - 6 კითხვა, რომელთაც ზრდილობიანი ადამიანები უბრალოდ არ სვამენ!

ისეთი ნიჭის ქონა, რომელიც გეხმარებათ თავისუფლად გააბათ პატარა საუბრები სამსახურსა თუ სამსახურის გარეთ ძალიან საჭიროა. მაგრამ ხშირად ზრდილობიან ადამიანებსაც უჩნდებათ ისეთი კითხვები, რომლებმაც შეიძლება საუბარში უხეხულობა გამოიწვიოს და მეტიც, სრულიად გააქროს საუბრის გაგრძელების სურვილიც.


გთავაზობთ 6 კთხვას, რომელიც ხშირად ყველაზე მეტად ხდება უხერხულობის მიზეზი, ამიტომ შემდეგში შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, მაშ ასე, დავიწყოთ:


1. ეს დედაშენია?

image

თუ არ იცით, რა ურთიერთობა აქვთ თქვენ წინ მდგომ ადამიანებს, უმჯობესია, არ ეცადოთ გამოცნობა და არ დაასახელოთ ვარიანტები. თქვენმა დასკვნებმა შესაძლოა უხერხულობა გამოიწვიოს.

შენი დაა/ძმა/ქალიშვილი/ვაჟი?


რა ურთიერთობა გაქვთ?

რა ხდება ამ კითხვების შემდეგ: შესაძლოა და დედად გამოიყვანოთ, ან უარესი, შეყვარებული ვაჟიშვილად და ა.შ. ამიტომ ეცადეთ მოითმინოთ იქამდე, სანამ ყველაფერი თავად არ გახდება ცხადი.


2. რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ?

image

ადამიანებს მოსწონთ ილაპარაკონ საკუთარსა და სხვების ურთიერთობებზე, თუმცა მიუხედავად ამისა, თუ თქვენთან მოსაუბრეები არ ლაპარაკობენ რამდენ ხანს არიან ერთად ან არიან თუ არა ქორწინებაში, უმჯობესია, ამის შესახებ არც თქვენ ჰკითხოთ. განსაკუთრებით, კითხვა ქორწინების შესახებ, შესაძლოა არასაიამოვნო იყოს წყვილისთვის, რომლებიც ამ საკითხზე ვერ თანხმდება.


3. როდის აპირებთ ბავშვის ყოლას?

image

აქვეა რამდენიმე მსგავსი შეკითხვა:

მეორეს როდის აპირებთ?

გოგო გინდა თუ ბიჭი?

ორსულად არ ხართ?


ყველა ეს შეკითხვა უხერხულობას იწვევს, თუ თქვენი მოსაუბრე ბავშვებთან ეთადაა, სჯობს მათ ინტერესებზე ჰკითხოთ, თუ ბავშვების გარეშე, რამე უფრო ბუნებრვი თემა შეარჩიეთ.


4. ეს სამუდამოა?

image

მტკივნეული იყო?

ნამდვილია?


როდესაც მოსაუბრეს კარგად არ იცნობთ, სჯობს ასეთი კითხვები არ დაუსვათ. კოსმეტიკა, გარეგნობა, ამასთან დაკავშირებული შეკითხვები არ არის ზრდილოიანი ახლადგაცნობილ ადამიანთან საუბრისას.

5. რატომ გჭირდება?

image

ჰობი ძალიან კარგი სასაუბრო თემაა, როცა საუბრსთვის მცირე დრო გაქვთ, მაგრამ მაგალითად, შეკითხვა, რატომ არის საჭირო 5 ძაღლის ყოლა, ანდა რატომ აქვს თქვენთან მოსაუბრეს ასეთი ძვირადღირებული გატაცებები, ნამდვილად არ არის სასიამოვნოდ საპასუხო. ასეთი კითხვები იგივდება იმასთან, რომ თქვენ მოსაუბრეს სულელად მიიჩნევთ.


6. რამდენი დაგიჯდა?

image

ადამიანები ნაკლებად ეკითხებიან მოსაუბრეს, თუ თვეში რამდენს გამოიმუშვებენ, თუმცა არანაკლებ აინტერესებთ. ამიტომ ასეთი ირიბად დასმული შეკითხვებიც უხერხული და არაზრდილობიანია.

რჩევები, როგორ ავარიდოთ თავი უხერხულ კითხვებს:

1. შეცვალეთ თემა

2. უპასუხეთ მოკლედ

3. საერთოდ არ უპასუოთ კითხვას




0
295
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0