x
მეტი
  • 19.05.2019
  • სტატია:90116
  • ვიდეო:340046
  • სურათი:452458
შოკოლადის ძეხვი-ადვილი და გემრიელი

შოკოლადის ძეხვი-უგემრიელესი დესერტია, რომლის მომზადებასაც რამდენიმე ინგრედიენტი და 20 წუთი სჭირდება. შესაძლოა, ბევრს გახსოვთ და ამზადებთ “ძეხვს" ძველი რეცეპტით, მაგრამ ამ რეცეპტში ცხიმის რაოდენობა შემცირებულია და ნიგოზიც ქოქოსითაა ჩანაცვლებული.

image

მასალა:

200 გრ. დაფხვნილი “პეჩენია"

80 გრ. კარაქი

2 ს.კ. კაკაო

1/2 ჩ.ჭ.შაქარი

1/2 ჩ.ჭ. წყალი

80გრ. ქოქოსის ფანტელი

80გრ. შაქრის პუდრა


მომზადება

1.“პეჩენია" დააქუცმაცეთ ბლენდერში, ან ცელოფანში ჩაყარეთ და ცომის საბრტყელებელი გადაატარეთ.

image

2.ჩაყარეთ დაფხნილი “პეჩენია" ჭურჭელში, დაამატეთ კაკაო და კარგად აურიეთ.

image

3.პატარა ქვაბში შეურიეთ წყალი და შაქარი, წამოადუღეთ 1-2 წთ-ით და მომზადებული სიროფი მაშინვე დაუმატეთ კაკაოს და “პეჩენიის" ნარევს. აურიეთ ერთგვაროვანი, პლასტიკური მასის მიღებამდე.image

4.მოვამზადოთ ქოქოსის გულსართი. დარბილებულ კარაქს შევურიოთ შაქრის პუდრა და დავამატოთ ქოქოსის ფანტელი. კარგად ავურიოთ.

image

5.მაგიდაზე გავშალოთ ცელოფანი. გადავიტანოთ კაკაოიანი მასა და გავაბრტყელოთ, მივცეთ ოთხკუთხედის ფორმა.image

6.ზემოდან დავიტანოთ ქოქოსის გულსართი და ისიც მთელ ფართობზე გადავანაწილოთ.image

7.გადავახვიოთ ცელოფნის დახმარებით, რულეტივით. გავახვიოთ ისევ ამ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 2-3 საათით.image

8.მაცივრიდან გამოღების შემდეგ დაჭერით რგოლებად. გემრიელად მიირთვით!

image

0
97
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0