x
image
პროფესორი
ვინ იყო ჰანიბალ ბარკა,რომელიც რომაელებს შიშის ზარს სცემდა

image

ჰანიბალ ბარკა - ისტორიისთვის ცნობილი ჰანიბალი ალბათ მსოფლიო ისტორიაში უდიდესი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე დიადი და ძლევამოსილი ტაქტიკოსი იყო.


ბარკიდების გამოჩენილი მხედართმთავარი დაიბადა ძვ.წ. 247 ან ძვ. წ. 246 წელს. მამამისი ჰამილკარ ბარკა გამორჩეული იყოო რომაელთა ზიზღით და ყველაზე მკვეთრად სწორედ ჰანიბალში გამოვლინდა ეს თვისება.


ჰანიბალი, ჰამილკარ ბარკას პირველი და ყველაზე გამორჩეული შვილი იყო ალბათ, ჰამილკარს ჰანიბალის გარდა ორი ძე ჰყავდა ჰასდრუბალი, მაგონი და ერთი ასული – სალამბო. ამ ადმიანებმა ჰანიბალთან ერთად დიდი კვალი დატოვეს კართაგენის ისტორიაში. ჰანიბალი დიდად გამოირჩეოდა მისი თანამედროვე სარდლებისგან, რომელნიც გატკეპნილი გზით მიდიოდნენ დიდებისკენ. გამორჩეულად განათლებული იყო ჰანიბალი, ცნობილია რომ ფლობდა 4 ენას. ცნობილი ფაქტია ის როომ ჰანიბალს ზედმეტადაც კი სძულდა რომაელები და მთელი სიცოცხლის განმავლობაში იყო იმ ფიცის ერთგული, რომლითაც რომაელები მისთვის დაუძინებელი მტრები იყვნენ.


ჰანიბალმა ძვ. წ. 218 წამოიწყო II პუნიკური ომი, ყველასათვის მოულოდნელად, გადალახა ალპები ძლიერ და მრავალრიცხოვან ჯართან ერთად, დიდი დაბრკოლებების მიუხედავათ შეიჭრა იტალიაში განახევრებული ჯარით, მაგრამ იქ მოახერხა ჯარის შევსება ანტი რომაულად განწყობილი იტალიელების ხარჯზე, კართაგენელთა ლაშქარმა, ჰანიბალის მეთაურობით მოიპოვა გამარჯვებები ძვ. წ. 218, 217 წლებში მდ. ტიცინოსთან და ტრაზიმენის ტბასთან, ხოლო ყველაზე დიდი გამარჯვება ჰანიბალის მთელი ცხოვრების განმავლობაში მოხდა სამხრეთ იტალიაში, აპულიაში ქალაქ კანეს მახლობლად. ეს ბრძოლა იყო ყველაზე დიდი ბრძოლა მეორე პუნიკურ ომის მსვლელობის განმავლობაში. ამ ბრძოლაში ყველაზე უკეთ გამოვლინდა ჰანიბალის სამხედრო ტალანტი.


კანეს ბრძოლა სტრატეგიული თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესოა ისტორიაში. კართაგენელების არმიამ ჰანიბალის მეთაურობით, რომაელების რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად გაანადგურა მათი ჯარი კონსულების ლუციუს ემილიუს პაულუსის და გაიუსტერენციუს ვარონის მეთაურობით, ამ ბრძოლაში ყველაზე უკეთ გამოვლინდა ჰანიბალის სამხედრო სტრატეგიული ტალანტი. გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებამ და სწორმა სტრატეგიულმა გეგმამ უდიდესი გამარჯვება მოუტანა ჰანიბალს, რის შემდეგაც რომის აღება ჰანიბალისთვის ერთი შეხედვით თითქოს აღარ უნდა ყოფილიყო ძნელი, თუმცა ჰანიბალმა არ ისურვაა რომის აღება, გაჩერდა აპენინის ნახერკუნძულზე და გააგრძელა რომაელების გაოცება, ის აოხრებდა მთელ ნახევარკუნძულს, მანამ სანამ რომაელებმა, ჰანიბალის მათ ტერიტორიაზე ყოფნის მიუხედავად სამხედრო მოქმედებები კართაგენში არ გადაიტანეს, რომაელეთა ლაშქარი სციპიონ აფრიკელის მეთაურობით კართაგენისკენ გაეშურა. კართაგენიდან ჰანიბალის დაბრუნება მოითხოვეს, რაზეც ჰანიბალმაც არ დააყოვნა და თავის ლაშქართან ერთად 14 წლის განშორების შემდეგ სამშობლოსკენ გაეშურა. საბოლოოდ რომაელთა და კართაგენელთა სამხედრო ძალები ერთმანეთს ზამასთან დაუპირისპირდნენ, ძვ.წ. 202 წელს, სადაც საბოლოოდ დამარცხდა უდიდესი სტრატეგი, ჰანიბალი.


ამის შემდეგ ჰანიბალი ცოტა ხნით კართაგენს მართავდა რომთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, თუმცა შემდეგ რომაელებმა ითხოვეს ჰანიბალის მათთვის გადაცემა. ჰანიბალი გაიქცა კართაგენიდან ჯერ სირიაში, სირიიდან კუნძულ კრეტაზე, კრეტადან კი საბოლოოდ ბითინიაში, სადაც საბოლოოდ რომაელთა ტყვეობას სიცოცხლის დასრულება ამჯობინა და საწამლავით თავი მოიკლა, აღსანიშნავია რომ არსებობს ცნობა რომლის მიხედვითაც, ჰანიბალს მთელი ცხოვრება ბეჭდით დაჰქონდა ეს საწამლავი. დაკრძალულია ლიბისაში (ბოსფორის ევროპის სანაპიროზე), ქვის სარკოფაგში, რომელსაც აწერია: “აქ მარხია ჰანიბალი”.


image

1
271
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
271
  
8 თებერვალი, 1:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1