x
image
_K_
რატომ ამჯობინებენ თანამედროვე ქალები მარტო ყოფნას და არ ჩქარობენ გათხოვებას
შეიძლება თქვენთვის უკითხავთ, ან თავად დაინტერესებულხართ, რატომ შეიძლება იყოს მომხიბვლელი ქალი მარტო და არ ჩქარობდეს ოჯახის შექმნას. როგორც წესი, რესპონდენტი პასუხის გაცემისას ხუმრობს ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში ეს საკითხი ბევრად უფრო ღრმაა. უფრო და უფრო მეტი ლამაზი და ჭკვიანი გოგონა ამჯობინებს, თავი შეიკავოს ურთიერთობებისგან. ამერიკელი ქალების ნახევარზე მეტი (50.2%) მარტოა, რაც 124.6 მილიონი ადამიანია. ამ ქვეყანაში მარტოხელები დაოჯახებულებზე მეტი არიან.


სტატიაში გაგაცნობთ, რატომ ამჯობინებენ თანამედროვე ჭკვიანი და ლამაზი ქალები მარტო ყოფნას.








1. თანამედროვე ქალები დამოუკიდებლები არიან.

ქალები თავიანთი უფლებებისთვის დღემდე იბრძვიან. უკვე უფრო და უფრო მეტი ქალი იღებს მამაკაცის თანასწორ ან უკეთეს სამსახურს და ხდება დამოუკიდებელი. თანამედროვე ქალს აღარ სჭირდება, ფიზიკური დახმარებისთვის მიმართოს კაცს, რადგან შეუძლია დარეკოს, კონკრეტული სერვისი გამოიძახოს და უბრალოდ, ფული გადაიხადოს ამაში.

image







2. დღეს ქალები პატივს სცემენ საკუთარ თავისუფალ დროს და თავისუფლებას.


ოფისში მუშაობის შემდეგ სახლში სხვებისთვის საჭმლის მომზადების ნაცვლად თანამედროვე ქალები ამჯობინებენ, თავისუფალი დრო საკუთარ თავს დაუთმონ. ქალები დადიან სილამაზის სალონში, სპასა და შოპინგზე.

image








3. ქალები ემოციურად მეტად გაწონასწორებულები გახდნენ.

როცა ძლიერ დამოუკიდებელ ქალებზე ხუმრობენ, რომლებიც კატებთან ერთად ცხოვრობენ, სინამდვილეში ეს ხუმრობა სულაც არაა. ქალები უფრო ძლიერები, ემოციურად გაწონასწორებულები და განათლებულები გახდნენ. თანამედროვე სამყარო მათ იმავე შესაძლებლობებს აძლევს, რასაც მამაკაცებს. თანამედროვე ქალს აღარ ეშინია მარტო დარჩენის და აღარ აინტერესებს ხალხის აზრი ამაზე. ურჩევნია, შესაფერის ადამიანს დაელოდოს, ვიდრე იმ მამაკაცთან გაიზიაროს საწოლი, რომელიც არ უყვარს.

image








4. თანამედროვე ქალები ალტერნატიულ ურთიერთობაზეც არ ამბობენ უარს.

დღეს ხალხს აღარ ეშინია, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი თავი ურთიერთობაში; იმავე სქესის წარმომადგენელთან თავისუფალი ურთიერთობაც ჩვეულებრივი რამ გახდა. დღეს უკვე ნორმალურად მიიჩნევა პარტნიორების ერთად ცხოვრება ქორწინების გარეშე.

image








5. თანამედროვე ქალებს მაღალი სტანდარტები აქვთ.

როცა ქალს უნივერსიტეტის დიპლომი და საკუთარი შემოსავალი აქვს, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავს და ამასთანავე, სხვადასხვა სფეროში ავითარებს თავის თავს, ისეთ კაცს ელის, რომელიც ცხოვრებაში უკან არ დაახევინებს და იმედს არ გაუცრუებს. თანამედროვე ქალი ვერ იქნება მამაკაცთან, რომელიც მას და მის საქმეს არ აფასებს. ამას ურჩევნია, მარტო იყოს და დატკბეს თავისუფლებით.

image








6. კაცებს უფრო და უფრო მეტად ეშინიათ ჭკვიან და ლამაზ ქალებთან შეხვედრის.

როცა კაცი ლამაზ, დამოუკიდებელ, ძლიერ ქალს ხედავს, ხშირად ერიდება პირველი ნაბიჯის გადადგმას, რადგან ფიქრობს, რომ ასეთი ქალი მარტო არ იქნება. გარდა ამისა, ეშინია, ქალმა უარი არ უთხრას. თანამედროვე ქალების უმეტესობა კი ძალიან იშვიათად დგამს პირველ ნაბიჯს და არც დარდობს ამაზე.

image








7. თანამედროვე ქალებს ზღაპრების აღარ სჯერათ.

დიახ, 21-ე საუკუნის თანამედროვე სტანდარტების გამო ქალის ნდობის დონე მამაკაცის მიმართ გაცილებით მცირეა, ვიდრე ადრე იყო. არავის უნდა, გული ეტკინოს და იმის გამო, რომ გარშემო უამრავი ღალატის ისტორიაა, თანამედროვე ქალი ამჯობინებს, მარტო დარჩეს, სანამ დარწმუნებული არ იქნება, რომ ესა თუ ის მამაკაცი სანდო და მისი შესაფერისია.

image

image

ასევე დაგაინტერესებთ:


1. 6 მითი სიყვარულზე, რომლისაც ხალხს დღესაც სჯერა

image

2. წარმატებული მამაკაცები, რომლებიც ერთ დროს ქალები იყვნენ

image


3. ეს წყვილები ამტკიცებენ, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს

image


6
1740
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1740
  
2019, 31 იანვარი, 22:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 31 იანვარი, 13:50
აჰა ქალიშვილობა მოძალადეობა ყოფილა, ვთქვათ არ უნდა კაცს სხვისი "ნაშმუთი" ქალი ეს დანაშაულია?
მე არ ვამბობ ის ვინც ქალიშვილი არაა აუცილებლად ცუდი ადამიანია ან მსუბუქი ყოფაქცევისაა მეთქი-კარგად გაიგეთ. თუ გიყვარს შვილიან ქალსაც მოიყვან ცოლად.
ტირანი არც ქმარი ვარგა, არც მამა და არც ძმა, მაგრამ ტერმინი "ქმრის ატანა" ჩემთვის გაუგებარია.
ოჯახი არის ორი სიყვარულით დაკავშირებული ადამიანის ერთობა ჩემი ხედვით, სადაც დომინანტი უნდა იყოს ქმარი, რომლის ვალდებულებაა მეუღლეს და შვილებსაც შეუქმნას ნორმალური პირობები.
ოჯახი მაშინაა შემდგარი როცა წყვილი ერთმანეთის აზრებს პატივს სცემს და გადაწყვეტილებას ურთიერთ თანხმობით იღებს ამა თუ იმ საკითხზე.
ლესბოსელობა მე ქალის თავისუფლების გამომხატველ ფორმად არ მიმაჩნია, თუმცა ამის გამო ქუჩაში ლესბოსელს არ ვლანძღავ და არც მასზე ვსაუბრობ-ყველა თავად ირჩევს თავის გზას და თავად აკეთებს თავის არჩევანს.
2019, 31 იანვარი, 7:12
ყველაფერი 100% - ით მართალია.
განათლებამ და ფინანსურმა დამოუკიდებლობამ ქალებს თავისუფლება მოუტანა. წინა საუკუნეებში კი ირიბად მოძალადე ქალიშვილობის ტრადიცია აიძლებდათ გა–"თხოვილიყვნენ" ადრეულ ასკაში როცა შუმდგარები იყვნენ და არაფერი გააჩნდათ. არც მშობლებისგან რჩებოდათ მემკვიდრეობა, ანუ "შიშვლები" იყვნენ ყველაფრის გარეშე და ამიტომ ქმარზე დამოკიდებული ხდებოდნენ და იძლებული იყვნენ შეუთავსებელი ქმრები აეტანათ რადგან წასასვლელი არ ქონდათ. კაცებს კი მშობლებისგან დატოვებული მემკვიდრეობა დიდ ზურგს და პრივილეგიას აძლევდა. ადრე არ შეეძლო ქალს თავისით ყველაფრის შექმნა, ამ საუკუნეში კი ამის საშუალება მიეცა და შესაბამისად თავისუფლება და ბედნიერება მოიპოვა, იძულებული აღარ არის ქმარი აიტანოს.
2019, 29 იანვარი, 22:08
ერთსქესიანთა ურთიერთობა ამორალური ქმედებაა და ჭკვიანი ქალი მათთან მიმართებაში არ ვიცი როგორი მისაღებია, თავისუფლება ხეზე გასვლას არ უნდა ნიშნავდეს ჩემი აზრით.
ჭკვიანი ქალი, თან სიყვარულით გათხოვილი ჩვენს რეალობაში იშვიათია.
დააკვირდით ჩვენს "პროდვინუტ" ბომონდს და ნახავთ რა შემადგენლობისაა...
2019, 29 იანვარი, 17:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 29 იანვარი, 14:08
ყველა არგუმენტი მცდარია.
ქალის დამოუკიდებლობა–არ დამოუკიდებლობა გარეშე ძალისგან არ იყო შეზღუდული ეს თავად ქალის ან იგივე ქალური ფენომენია, ის რომ სანათა დამოუკიდებელია იმას არ ნიშნავს რომ ქეთიც დამოუკიდებელია...
და დამოუკიდებელი ქალი მეტად დამოკიდებულია დღევანდელ მათ ეგრედწოდებულ დამოუკიდებლობას რომ ვაკვირდებით, უფრო უიღბლოა, უფრო შეუმდგარია სოციალური კავშირის თვალსაზრისით და მთელი ფაქტორები კიდევ აღარ გავაგრძელებ - გაქვთ ერთი არგუმენტი - "ტვინს არავინ გვიჭამს"? <<< კი ბატონო, თუ ესაა თქვენი თვითმიზანი მაშინ გისურვებთ არავის შეეჭამოს თქვენთის ტვინი არასდროს.
0 1 6