x
image
_K_
Mediator image
10 მიზეზი, თუ რატომ ტოვებენ ქალები საყვარელ მამაკაცებს

image

მამაკაცებმა იციან, რომ ქალები იდუმალებითა და მოულოდნელობებით სავსეები შეიძლება იყვნენ, მაგრამ ეს მათთვის მხოლოდ მანამდეა მოსაწონი, სანამ ქალები ჩანთებს ჩაალაგებენ და მიატოვებენ. შეიძლება მაშინ, როცა სამსახურში ხართ, თქვენმა საყვარელმა ქალმა, უბრალოდ, კარები მიიხუროს და სამუდამოდ დაგტოვოთ.


სტატიაში წარმოგიდგენთ 10 სიტუაციას, რის გამოც ქალს შეუძლია მიატოვოს მამაკაცი, რომელიც უყვარს.








10. ვერ გრძნობს, რომ შეუძლია, თქვენი იმედი ჰქონდეს.

იმ ქალსაც კი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, უნდა, რომ შეეძლოს, საყვარელ ადამიანს დაეყრდნოს. ქალის ცხოვრებაში არის პერიოდები (მაგალითად ორსულობა ან მშობიარობის შემდეგი პერიოდი), როცა გვერდით მამაკაცი ყველაზე მეტად სჭირდება. მხოლოდ საიმედო ადამიანს შეუძლია, ამ დროს ქალს თავი კომფორტულად აგრძნობინოს.

image








9. თქვენი მოთხოვნებით დაიღალა.

ყოველთვის კარგ ფორმაში და კარგ ხასიათზე ყოფნა, გემრიელი საჭმლის მომზადება, წიგნების კითხვა და მეგობრებთან კომუნიკაცია - მოთხოვნების საკმაოდ დიდი სიაა, არა? ქალისთვის ნამდვილად დამღლელია, ყოველთვის სხვისი მოთხოვნების შესაბამისად იცხოვროს.

image








8. თავს ერთადერთად არ გრძნობს.

საქმე მარტო ღალატში არაა. ქალისთვის მნიშვნელოვანია, გამოხატავდეთ, რომ გიყვართ და არ უყურებდეთ სხვა ქალებს.

image








7. დაიღალა თქვენი უნდობლობით და მუდმივი კონტროლით.

მეგობრების ნახვის ნებართვის ასაღებად მთელი კვირის ხვეწნა და შემდეგ ყოველ წუთას თქვენს ზარებზე და წერილებზე პასუხი სრულიად სასაცილოა. გამუდმებით თქვენს ეჭვებზე საუბარი და Facebook-ზე ყოველი "ლაიქის" ახსნის მოთხოვნა ჯანსაღი ურთიერთობა არ არის. ასეთი გადამეტებული კონტროლი ძალიან ცოტა ქალს თუ მოსწონს.


და თუ ნამდვილად გაქვთ იმის რეალური მიზეზი, რომ არ ენდობოდეთ თქვენს შეყვარებულს, მაშინ პირველი რატომ არ მიატოვებთ მას?

image








6. ყოველთვის ნეგატიურ ემოციებს გამოხატავთ.

ასეთი ხართ, თუ მუდამ უბედურად აჩვენებთ თავს, უარს ამბობთ სიახლეებზე და გამუდმებით დასცინით თქვენი შეყვარებულის ახალ იდეებს. რაღაც ეტაპზე მას აუცილებლად მოუნდება თქვენგან შორს ყოფნა, რათა თავისი ცხოვრება უფრო საინტერესო გახადოს.

image








5. აცნობიერებს, რომ სრულიად სხვადასხვა სამყაროდან ხართ.

ურთიერთობის საწყის ეტაპზე, როცა ყველაფერს ვარდისფერი სათვალეებით ვუყურებთ, ცივი გონებით არ ვაზროვნებთ და ბევრ რამეს ვაიგნორებთ, მაგალითად პარტნიორის ოჯახს ან სამეგობრო წრეს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეიფორია ჩაივლის, შეიძლება გავიაზროთ, რომ საყვარელი ადამიანის მეგობრები ის ადამიანები არიან, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ დაველაპარაკებოდით, ან მისი ოჯახი აბსოლუტურად აუტანელია.

image









4. ძალიან ბავშვური ხართ.

ქალებს მოსწონთ მამაკაცები, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ ბავშვებთან, მაგრამ ძალიან ცოტას თუ მოუნდება შვილის გაჩენა თავად ბავშვურ, მოუმწიფებელ მამაკაცთან, რომელთანაც თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს.

image








3. დაიღალა თქვენი უყურადღებობით.

მარტო გაცემა და სანაცვლოდ არაფრის მიღება? ჯანსაღი ურთიერთობა ასეთი არ უნდა იყოს. თუ 2 ზრდასრული ადამიანი ერთად ყოფნას გადაწყვეტს, ორივე მათგანს უნდა შეეძლოს პასუხისმგებლობის აღება, გრძნობების გამოხატვა და ამ გრძნობების ქმედებებით დამტკიცება.

image









2. დარწმუნებული არ არის, რომ იცით, რა სჭირდება.

არავის უნდა იმ ადამიანთან ყოფნა, რომლის გეგმებიც თითქოს ჰაერშია გამოკიდებული. იმ მამაკაცთან ერთად, რომელიც წამდაუწუმ იცვლის აზრებს, შეუძლებელია რაიმე სერიოზულის მიღწევა.

image









1. თქვენი სამომავლო გეგმები ძალიან განსხვავებულია.

თქვენ იცით, რა გსურთ. მანაც იცის, რა სურს. პრობლემა ისაა, რომ თქვენი სამომავლო გეგმები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია. მაგალითად, თქვენმა შეყვარებულმა ახლახან დაამთავრა დიზაინის კურსები, ისწავლა ენა და სამსახურს ეძებს საზღვარგარეთ, თქვენ კი არ აპირებთ ქალაქიდან ან ქვეყნიდან გასვლას და გინდათ, პატარა სახლი ააშენოთ ლამაზი ბაღით, რომელიც ახლოს იქნება თქვენს მშობლებთან. ასეთი განსხვავებული გეგმების გამო, თქვენდამი ძლიერი სიყვარულის მიუხედავადაც კი, ქალს შეუძლია მიგატოვოთ და სამუდამოდ გაქრეს თქვენი ცხოვრებიდან.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. რა სურთ ქალებს სინამდვილეში?

image


2. სასიყვარულო ურთიერთობების 4 მთავარი წესი

image



3. როგორ შევინარჩუნოთ ურთიერთობა - 9 რჩევა ფსიქოლოგებისგან

image


0
552
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
552
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0