x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები ზურაბ ხაბაძის მიერ
"ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები ზურაბ ხაბაძის მიერ

"სიყვარულის გრძნობაა, რითაც იზომება სიდიადე ერისა. რაც უფრო დიდია ძალა სიყვარულისა, რომელიც ერმა ჩადო თავისი მგოსნის სულში, მით უფრო კეთილშობილია, მით უფრო ამაღლებულია ხალხი. ქართველები ცოტანი არიან, მაგრამ კაცობრიობისთვის რუსთაველის მიცემით შეიქნენ დიდებულ ერად". კ. ბალმონტი.

XII საუკუნის ქართველი გენიოსის - შოთა რუსთაველის მიერ შექმნილი უკვდავი პოემა - "ვეფხისტყაოსანი" მისი ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ქმნილებაა. დღემდე მოღწეულია ვეფხისტყაოსნის 160-ზე მეტი ხელნაწერი წიგნი. ბეჭდურად იგი პირველად 1712 წელს ვახტანგ VI-ს მიერ გამოიცა. ვეფხისტყაოსნის ზოგიერთი ხელნაწერი ნუსხა გაფორმებულია ორნამენტებით და მინიატურებით. სხვადასხვა მხატვრის მიერ შექმნილია ილუსტრაციები. პოემა თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბევრად უფრო მეტად პოპულარიზაცია. ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, რომელიც ამ ყოველივეს სათავეში უდგას გახლავთ მწერალი ლევან რამიშვილი, ქართულ ენაზე ბჰაგავატ გიტას მთარგმნელი, ინდური კულტურის შესანიშნავად მცოდნე და "საბას" პრემიის ლაურეატი. მისი უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი არის წიგნი სახელად "დაფარული ვეფხისტყაოსანი".

"ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები ზურაბ ხაბაძის მიერ

ის აცხადებს, რომ "ინდოეთში რამაიანა ისეთივე რანგის წიგნია, როგორც ჩვენთან ვეფხისტყაოსანი, მაგრამ ისინი ამით ცხოვრობენ, გამოდის ნებისმიერი ასაკისთვის ადაპტირებული კომიქსები, ფილმები, სერიალები, მულტფილმები", ხდება ეროვნული საგანძურის პოპულარიზაცია ყოველი გზით, ჩვენ კი გვეშინია მას შევეხოთ და ვაქციოთ ფილმებად, კომიქსებად და ა.შ. - ეს ძალიან არასწორი დაოკიდებულებაა საკუთარი კულტურული საგანძურის მიმართ, თუ ფილმი ან თეატრალური დადგმა ან სხვა სახის პოპულარიზაციისთვის მიმართული ქმედება გამოვა დაბალი ხარისხის და ცუდი გემოვნების, ამით ვეფხისტყაოსანს არაფერი დააკლდება, პირიქით, ეს მისცემს სტიმულს არტისტებს, რომ შემდგომი და კიდევ შემდგომი ცდები უფრო და უფრო გაუმჯობესებული იყოს. ასე რომ ქართველებს არ უნდა შეგვეშინდეს ამ უკვდავ პოემაზე, მაგალითად ფილმების ან სერიალების გადაღება და მსოფლიოში ყოველი გზით პოპულარიზაცია.

"ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები ზურაბ ხაბაძის მიერ

შუა საუკუნეებშიც და შემდგომ პერიოდშიც "ვეფხისტყაოსანი" დიდ როლს ასრულებდა ქართველი ერის, ქართული ლიტერატურის თვითმყოფადობის საკითხებში, მიუხედავად ამისა შუა საუკუნეებში იყო გარკვეული პერიოდები, როდესაც ეს უმაღლესი დონის ნაწარმოები, რომელიც შესაძლოა მსოფლიოს უდიდესი ნაწარმოებების ათეულში თამამად შევიყვანოთ, იდევნებოდა ეკლესიის მიერ, რადგან იგი ანტიქრისტიანულ "სუფიურ" ნაწარმოებად ითვლებოდა და ის არის კიდეც სუფიური ნაწარმოები, რომელიც გადმოგვცემს უმაღლეს ზოგადსაკაცობრიო იდეალებს და სიბრძნეს. პოემის დევნამ ვერ შეასუსტა მისი მნიშვნელობა, პირიქით, მისი გავლენა უფრო მეტად გაიზარდა, დღესდღეობით კი ეს ნაწარმოები მსოფლიო ლიტერატურის შედევრად ითვლება.

აქვე მინდა შემოგთავაზოთ შესანიშნავი ქართველი მხატვრის, აჭარის დამსახურებული ხელოვანის, მემედ აბაშიძის პრემიის ლაურეატის და ღირსების ორდენის კავალერის, ბატონ ზურაბ ხაბაძის მიერ შექმნილი ვეფხისტყაოსნის შესანიშნავი ილუსტრაციები. ამ ილუსტრაციებზე ბატონი ზურაბ ხაბაძე 1971 წლიდან, სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდგომ დღემდე მუშაობდა:

შოთა რუსთაველი. მხატვარი ზურაბ ხაბაძე

შოთა რუსთაველი. მხატვარი ზურაბ ხაბაძე

შოთა რუსთაველი. მხატვარი ზურაბ ხაბაძე

"ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები. მხატვარი ზურაბ ხაბაძე

ასევე დაგაინტერესებთ:

1. საქართველო - ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ)

2. პირველი ევრაზიელი ადამიანები საქართველოში ცხოვრობდნენ

3. საქართველო - მეფუტკრეობის სამშობლო

4. საქართველო - კერვის და ქსოვის ტექნოლოგიის სამშობლო

5. საქართველოში გავრცელებული დინოზავრები

6. საქართველო - ოქროს მოპოვების სამშობლო

7. ერექტუსები, ნეანდერტალელები და საპიენსები საქართველოში

8. არუხლო - დიდი აღმოჩენა საქართველოში

9. კავკასიური იოგა

10. ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები

11. როსტოვში პროტოქართველთა სამარხი აღმოაჩინეს

12. დავით აღმაშენებელი და ჯვაროსნები

13. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

14. ქართული მითოლოგია - დობილნი

15. ქართული მითოლოგია - ყურშა

16. ქართული წარმართული კოსმოგონია

17. 100 ათასი მოწამე - მითი თუ რეალობა?

18. ფშავ-ხევსურული მითი სამყაროს შექმნის შესახებ

19. ქართული მითოლოგია - ადგილის დედა

20. უძველესი მეგალითები საქართველოში - საოცარი ციკლოპური ნაგებობები

21. ილია ჭავჭავაძის აზრები და გამონათქვამები

22. ვეფხისტყაოსნის პროტოტიპები მიხაი ზიჩის ილუსტრაციებში

23. 40 საუკუნის წინანდელი შუმერული ხელნაწერი გვიამბობს მათი კავკასიური წარმოშობის შესახებ

24. ცნობილი ქართველები რელიგიის შესახებ

25. დუტუ მეგრელის ლექსი - "მე პატარა ქართველი ვარ", რომელსაც შემოკლებით ასწავლიდნენ სკოლებში

26. თვეებისა და კვირის დღეების სახელწოდებები კოლხეთში

27. ჰიბერნია - ბრიტანეთის უძველესი ისტორია

28. მთავარი სიმართლეა და არა იდეოლოგიები - ილია ჭავჭავაძე

29. მარიამ ბაგრატიონი - ბიზანტიის დედოფალი და დავით აღმაშენებლის მამიდა

30. გიორგი ანწუხელიძისთვის მიძღვნილი ლექსი

31. ასპინძის ბრძოლა - 8000 თურქი 3000 ქართველის წინააღმდეგ

32. გენეტიკური კვლევები ცხადყოფს, რომ ყველა თეთრკანიანი კავკასიიდან წასულმა მოსახლეობამ ჩამოაყალიბა

33. კავკასიელები - გენეტიკურად ერთიანი ხალხი

34. ქობაირის ქართული მონასტერი სომხეთში

35. თბილისელი ჩინელი მხატვარი, რომელმაც საქართველოს მილიონი $-ის ნახატები უსასყიდლოდ გადასცა

36. ჯანსაღი ნაციონალიზმი - მსოფლიო მშვიდობის გარანტი - ვაჟა-ფშაველა

37. "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები ნ.ი. მალცევის მიერ

ავტორი: თორნიკე ფხალაძე

0
3603
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
3603
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0