x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ეშმაკის ცოლი" - ვინ იყო ნინო ბერია?
image

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას საყვარლების შესახებ მრავალი ლეგენდა ვრცელდებოდა, მისი ერთადერთი ცოლი 30 წლის განმავლობაში იყო ერთი ქალი - ნინო გეგეჭკორი. მას ბოლო ამოსუნთქვამდე არ სჯეროდა იმ საშინელი ამბების, რაც ვრცედლებოდა მის ქმარზე. ასე რომ, რა იყო ეს სიმართლე და თუ ლეგენდა?
ნინო თავის მომავალ მეუღლეს 16 წლის ასაკში შეხვდა. ლავრენტი 22 წლის იყო. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს წყვილი დაქორწინდა.

"არავისთვის არცერთი სიტყვა არ მითქვია, ისე დავქორწინდით. ამის შემდეგ, ქალაქში გავრცელდა ჭორები, რომ ლავრენტიმ მომიტაცა. მსგავსი არაფერი ყოფილა. მე საკუთარი სურვილით დავქორწინდი " - განუცხადა ნინომ ჟურნალისტებს.


image

ბერიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნინომ მოახერხა, რომ არ გაეზიარებინა საბჭოთა პოლიტიკოსების მრავალი ცოლის ბედი. თუმცა, მისი დაპატიმრების შემდეგ, ის და მისი შვილი დააპატიმრეს, ციხეში მათ წელიწადზე მეტი გაატარეს.
ყოველდღიური დაკითხვების დროს მას აიძულებდნენ მეუღლის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, მაგრამ მას არც ეჭვი ჰქონდა და არც სჯეროდა ბერიაზე გავრცელებული ამბების. ის ვერ აიძულეს მიეცა ქმრის საწინააღმდეგო ჩვენება .
image
"მე აბსოლუტურად სერიოზულად მადანაშაულებდნენ თითქოს ვმონაწილეობდი რუსეთიდან წითელი ნიადაგის ჩამოტანაში. ფაქტია, რომ მე ვმუშაობდი სოფლის მეურნეობის აკადემიაში და ვატარებდი ნიადაგის კვლევას. სინამდვილეში, ერთხელ ჩემი თხოვნით, თვითმფრინავით წითელი ნიადაგის გრუნტი ჩამოიტანეს. რადგან თვითმფრინავი სახელმწიფო საკუთრებაში იყო, აღმოჩნდა, რომ ვითომ სახელმწიფო ტრანსპორტს პირადი მიზნებისთვის ვიყენებდი."- განაცხადა ნინომ.
image
16 თვის პატიმრობის შემდეგ, ბერიას მეუღლე სვერდლოვსკში გადააგზავნეს და გადასახლების ვადის ამოწურვის შემდეგ ნინო კიევში გადავიდა საცხოვრებლად.

გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ნინომ თავის გულწრფელ ინტერვიუში, ქმარზე ბევრი რამ მოყვა.
image
მე არასოდეს არ ჩავრეულვარ ჩემი ქმარის სამსახურის საქმეებში. მაშინდელი ლიდერები თავიანთ ცოლებს არ უყვებოდნენ თავიანთი საქმეების შესახებ, ამიტომ ვერ გეტყვით ამის შესახებ. ის ფაქტი, რომ ის ღალატში დაადანაშაულეს, რა თქმა უნდა, დემაგოგიური იყო. 53 წელს გადატრიალება მოხდა. ეშინოდათ რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ბერიას არ დაეკავებინა მისი ადგილი. ჩემ ქმარს ვიცნობდი: ის იყო პრაქტიკული აზრის ადამიანი და მიხვდა, რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, შეუძლებელი იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ადგილი დაეკავებინა ქართველს. ამიტომ, ის ალბათ წავიდა ისეთ საჭირო კაცთან, როგორიც მალენკოვი იყო." - ყვებოდა ბერიას მეუღლე.
image
როგორც ჩანს, ნინო არც კი ეჭვობდა იმ ასობით ქალბატონზე, რომელთანაც მის მეუღლეს კავშირი ჰქონდა. მან უარი თქვა ამის დასაბუთებაზე და როდესაც წერილობითი მტკიცებულება მიიღო, ნინო აღნიშნავდა შემდეგს.
image
"ლავრენტი დღე და ღამე დაკავებული იყო სამუშაოთი, როდისღა შეძლებდა ქონოდა სასიყვარულო კავშირი ქალების ლეგიონთან? სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ომის დროს და მოგვიანებით ის ხელმძღვანელობდა დაზვერვას და კონტრდაზვერვას. ეს ქალები იყვნენ მისი თანამშრომლები, ინფორმატორები და მასთან ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი. მაშინ, როდესაც მათ ჰკითხეს მათი ურთიერთობის შესახებ შეფთან, ბუნებრივია, ყველამ განაცხადა, რომ ისინი მისი საყვარლები იყვნენ."





0
1370
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0