x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გოგონა გამტაცებელს გაექცა,რის გამოც მის გატაცებაზე დანიშნულ ფულად ჯილდოს თვითონვე მიიღებს
image

კომპანია Hormel Foods Jennie-O Turkey Store-ს ფულადი ჯილდო, რომელიც დაწესებული ჰქონდა ვინც რაიმე ინფორმაციას მიაწვდიდა გატაცებული გოგონაზე, სულ მალე გადაუხდის ჯილდოს- 25 000 დოლარს თავად მოტაცებულ ჯეიმი კლოსს(Jayme Closs), რომელმაც დამოუკიდებლად შეძლო გამტაცებლისგან თავის დახსნა.



დაკარგული გოგონა 10 იანვარს აღმოაჩინეს ქალაქ გორდონში(შტატი ვინსკონსინი), მისი სახლიდან 112 კილომეტრის დაშორებით, სადაც იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ჯეიმი კლოსი იმ დროს გაექცა 21 წლის დამნაშავეს ჯეიკ პეტერსონს(Jake Patterson), როდესაც ის სახლიდან გავიდა და გოგონას უბრძანა საწოლის ქვეშ წოლილიყო მის დაბრუნებამდე.



სამართალდამცავების განცხადებით, 13 წლის გოგონა სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა პეტერსონის ტყვეობაში, გატაცების დროს პეტერსონმა დახოცა გოგონას მშობლები-დენის და ჯეიმს კლოსები.


image

გარდაცვლილები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ კომპანია Jennie-O Turkey Store, რომელმაც ისურვა ჯილდოს დაწესება.



"მთლიანად ჩვენი გუნდი დამწუხრებულები ვართ მომხდარი შემთხვევით, ჯერ კიდევ ვერ მოვსულვართ გონს ჩვენი ოჯახის წევრების-ჯეიმსის და დენისის დაკარგვის გამო-აღნიშნა კომპანიის პრეზიდენტმა სტივ ლიკენმა(Steve Lykken), ამასთავე დასძინა, რომ აღფრთოვანებულია გოგონას სიმამაცით.



თავიდან კომპანიამ გამოაცხადა, რომ გადაიხდის ფულს ნებისმიერი ინფორმაციის სანაცვლოდ, რომელიც გოგონას მოძებნაში დაეხმარებოდათ, მაგრამ რადგან ჯეიმიმ თავად დაიხსნა თავი, ფულიც მას გადაეცემა.



გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯეიკ პეტერსონმა სასკოლო ავტობუსში დაინახა 13 წლის ჯეიმი, მაშინვე მოეწონა და გულში გაიფიქრა, რომ "ეს იყო გოგონა, რომელიც უნდა მოეტაცა".



2018 წლის 15 ოქტომბერს იგი შევარდა კლოსების ოჯახში, შეამტვრია კარი და თოფით დახოცა ჯეიმის მშობლები, 13 წლის გოგონა კი გაიტაცა.

image

პეტერსონმა გოგონა საკუთარ სახლში დამალა ისე, რომ, რომ სტუმრად მოსულ მეგობრებს და ნათესავებს ის არ ენახათ, 13 წლის გოგონას "საცხოვრებელი" საწოლის ქვეშ იყო, რომელიც პეტერსონს მძიმე ჩანთებით და გირებით სავსე ნაგვის ურნებით ჰქონდა ამოვსებული, სტუმრის მოსვლის შემთხვევაში მუსიკას ხმამაღლა რთავდა, რომ მისი ხმა ვინმეს არ გაეგო. სამთვიანი პატიმრობის შემდეგ გოგონამ შეძლო ბარიკადების მოშორება და გაქცევა, მან დახმარება გზაზე ძაღლთან ერთად მოსეირნე ქალს სთხოვა, მოუყვა ყველაფერი და ქალმაც დაუყონებლივ 911-ზე დარეკა.

imageფოტოზე: სახლი სადაც ჯეიმი კლოსი იყო დამწვდეული



პეტერსონის პირველი სასამართლო 14 იანვარს გაიმართა, სადაც გირაოს რაოდენობა 5 მილიონი დოლარით განისაზღვრა.


მეორე სასამართლოს სხდომა 6 თებერვალს არის დანიშნული.

1
618
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
618
  
2019, 25 იანვარი, 9:16
რაოოო, გირაოს თუ გადაიხდის, გაუშვებენ?
0 1 1