x
image
_K_
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ საყვარელ ადამიანთან ხელის ჩაკიდება ტკივილს ამსუბუქებს
image

სიყვარულითა და მზრუნველობით სავსე შეხება იმის გარდა, რომ საყვარელ ადამიანს აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, რთულ დროს თქვენც კომფორტულადაც გაგრძნობინებთ თავს. როგორც აღმოჩნდა, ამას მეცნიერული ახსნა მოეძებნება. ბოლოდროინდელი კვლევები პასუხობს კითხვაზე, თუ რატომ მოქმედებს ჩვენზე საყვარელი ადამიანის შეხება წამალივით.

image

რაც არ უნდა უცნაურად და თან, დამაიმედებლად ჟღერდეს, სიმართლეა, რომ რომანტიკული პარტნიორის გვერდით ყოფნა და მისი შეხება ტკივილს გიმსუბუქებთ და ნაკლებ დისკომფორტს გაგრძნობინებთ. ამას "სიყვარულის მედიცინა" ჰქვია და ტკივილის განკურნებაც შეუძლია.



მოდით, გავიგოთ, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი, რადგან მეცნიერებმა ამ პროცესის, როგორც ფაქტის არსებობა კი არ დაამტკიცეს, არამედ მისი მუშაობის პრინციპი ახსნეს.

image

ყველა ადამიანს სჭირდება სიყვარული და თბილი შეხება. გოლდსტეინმა, ფსიქოლოგმა, რომელიც ადამიანის შეხების სიძლიერეს სწავლობდა, აღმოაჩინა, რომ კიდევ ერთი განსხვავებული სახის სიყვარული არსებობდა და გადაწყვიტა, თავის ცოლზე ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, როცა ის მათ ქალიშვილზე მშობიარობდა. ამის შემდეგ, ლაბორატორიაში ერთი წლის განმავლობაში ოცზე მეტმა წყვილმა მიიღო ექსპერიმენტში მონაწილეობა.


როგორც აღმოჩნდა, პარტნიორების ერთად ყოფნისას, მაშინაც კი, როცა ერთმანეთს არ ეხებიან, ტვინის სინქრონული ტალღები იზრდება, რაც კიდევ უფრო ძლიერია მაშინ, როცა ისინი ხელს ჰკიდებენ ერთმანეთს. ფსიქოლოგს ელექტროენცეფალოგრაფია დაეხმარა ტვინის ტალღების აქტივობის უფრო ზუსტად გაზომვაში.

image

ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მეცნიერებმა კიდევ ერთი საინტერესო რამ აღმოაჩინეს: გაირკვა, რომ საყვარელ ადამიანებს შორის ამ სინქრონულ კავშირს ტკივილი ხელს უშლის, შეხება კი - ხელს უწყობს, აღადგენს.


ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ, ხელი ჩაჰკიდოთ საყვარელ ადამიანს, როცა სტკივა. თქვენს ნაზ შეხებას შეუძლია, მას ტკივილი შეუმსუბუქოს, დაიცვას და ამასთანავე, გააძლიეროს კავშირი თქვენ ორს შორის.

image


თუ რამე გტკივათ, ახლავე შეგიძლიათ, თავად ჩაატაროთ ექსპერიმენტი. უბრალოდ, აიღეთ თქვენი პარტნიორის ხელი და ცოტა ხნის განმავლობაში გეჭიროთ. შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თქვენი გულისცემა და სუნთქვა სინქრონული გახდება. შეიძლება ვერ შეამჩნიოთ, მაგრამ ეს ნამდვილად ხდება! და მხოლოდ გულისცემა და სუნთქვა კი არა, თქვენი ტვინის ტალღებიც სინქრონულად იწყებენ მუშაობას.


ეფექტის გაორმაგება შეგიძლიათ, თუ ხელის ჩაკიდებასთან ერთად გრძნობებსაც გამოხატავთ ცუდად მყოფი პარტნიორის მიმართ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, აჩვენეთ მას თქვენი ყურადღება, სითბო და სიყვარული. რაც უფრო "სინქრონულები" იქნებით ერთმანეთის მიმართ, სიყვარულის მედიცინაც უკეთესად იმუშავებს.

image




ასევე დაგაინტერესებთ:


1. შესაძლებელია თუ არა, ვინმეს განზრახ შეაყვაროთ თავი? - მეცნიერება ამბობს, რომ კი

image


2. პირველი კოცნით იმაზე მეტის გაგება შეგიძლიათ პარტნიორზე, ვიდრე გეგონათ

image


3. ფსიქოლოგებმა გამოავლინეს ფლირტის 10 სტრატეგია, რომელიც ყველას სასურველს გახდის

image

0
137
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0