x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
უკვდავი მედუზა, რომელიც არასოდეს არ ბერდება
დედამიწაზე არსებობენ უკვდავი არსებები, რომლებსაც ხელსაყრელ პირობებში შეუძლიათ, მრავალი მილიონი წელი იცოცხლონ. ერთ-ერთი მათგანია მედუზა, რომელიც 1999 წელს იტალიელმა ზღვის ბიოლოგმა, ფერდინანდ ბოერომ აღმოაჩინა და რომელსაც მეცნიერმა Turritopsis nutricula* უწოდა.


ბოეროს თავდაპირველად ეგონა, რომ აღმოაჩინა ჩვეულებრივი მედუზა. თუმცა დეტალური შესწავლის შემდეგ ზღვის ბიოლოგი გამაოგნებელ დასკვნამდე მივიდა: მის მიერ აღმოჩენილი არსება, არც მეტი და არც ნაკლები... უკვდავი იყო.


დიახ, დიახ, უკვდავი! რადგან როცა Turritopsis dohrnii ბერდება და მისი ვერცერთი უჯრედი ძველებურად კარგად ვეღარ ფუნქციონირებს, ზღვის ბინადარი ფსკერზე ეშვება და იქ იწყებს სხეულის განახლების პროცესს.


ზღვის ფსკერზე მისი ნერვული დაბოლოებები საკუთარ პირველად ფუნქციას კარგავენ და ოდინდელ საწყის სტადიაში გადადიან. მეცნიერები ამ გადასვლას "დიფერენცირებას" უწოდებენ.



როგორც სიცოცხლის ძალიან ადრეულ ეტაპზე, სრული გაჯანსაღების მერეც უკვდავი მედუზას სხეული ახლად წარმოქმნილი და უმწიფარი უჯრედებისგან შედგება, რის შემდეგაც სხეულის კონკრეტულ ორგანოთა უჯრედები ხელახლა იწყებენ ფორმირებას.


შემდეგ დაღუპვის ნაცვლად უკვდავი მედუზა ხელახლა იწყებს ხოლმე ცხოვრებას.


ამგვარად Turritopsis dohrnii-ს პოტენციურად შეუძლია, უსასრულოდ დიდხანს იცოცხლოს. თუმცა ამ არსებას ზღვაში ბევრი მტერი ჰყავს. გარდა ამისა, ზღვის ძლიერი შტორმიც არაერთხელ გამორიყავს ხოლმე წყლის სამყაროს უკვდავ ბინადარს ნაპირზე.


ზღვის კატასტროფები და მტაცებელი ცოცხალი ორგანიზმები რომ არა, ფერდინანდ ბოეროს მიერ აღმოჩენილი გასაოცარი მედუზა უსასრულოდ დიდხანს იცოცხლებდა.


* 1999 წელს Turritopsis dohrnii ჯერ კიდევ არ იყო გამოყოფილი მედუზათა ცალკე სახეობად და Turritopsis nutricula-დ მიიჩნეოდა.

უკვდავი მედუზა

1
407
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
407
  
2019, 26 იანვარი, 19:48
ეს უკვე იყო
0 1 1