x
image
_K_
ბერა მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცებს შორისაა
image

კარგია, როცა ცხოვრება თითქოს ბონუსს გაძლევს და სიმპათიურ მამაკაცად იბადები. თუმცა, კიდევ უფრო დასაფასებელია, როცა დაწესებულ სილამაზის სტანდარტებში არ ჯდები და თავად ქმნი საკუთარ იმიჯს, როგორც სტატიაში მოცემულმა 12 მამაკაცმა გააკეთა. მათ არა მხოლოდ მიიღეს საკუთარი თავები ისეთებად, როგორებიც არიან, არამედ მთელი მსოფლიო დაარწმუნეს თავიანთ მომხიბვლელობაში.


Bright Side- მა სტატიისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 12 ყველაზე სიმპათიური მამაკაცი შეარჩია, რომლებმაც მამაკაცის მომხიბვლელობის შესახებ სტერეოტიპები დაანგრიეს.








1. ქრისტიანო, მსახიობი

ეს ცეცხლოვანი თმის მქონე ბრაზილიელი ბიჭი YouTube-ის ბლოგერი და თეატრის მსახიობია. თავისუფალ დროს ქრისტიანო ვიდეოებს იღებს თავისი არხისთვის და ლაშქრობს ბუნებაში, ლაშქრობის ამსახველ ვიდეოებს კი თავის გამომწერებს უზიარებს.


ქრისტიანოს ინსტაგრამი

imageimage








2. ბერა, მომღერალი

ბერა ივანიშვილი ქართველი მომღერალია, რომელიც საფრანგეთში დაიბადა. ის ერთადერთი ალბინოსი არ არის ოჯახში. ბერას ძმა ცოტნე თითქოს მისი პატარა ასლია. შეიძლება, მომავალში ცოტნეც მუსიკოსი გახდეს.

ბერას ინსტაგრამი

imageimage








3. მუსტაფა, მოდელი

მუსტაფა პროფესიონალი მოდელია სამხრეთ აფრიკიდან, რომელიც ჭრელი კანის ფერით გამოირჩევა. რთულია იმის დაჯერება, რომ მისი გარეგნობა რეალურია. ამის წყალობით მუსტაფამ სამოდელო სააგენტოების დიდი დაინტერესება მოიპოვა და მალე გახდა ვარსკვლავი.

მუსტაფას ინსტაგრამი

imageimage








4. სანელ ჯუნიორ ქსაბა, მოდელი

პოპულარობის ზრდასთან ერთად, სანელი უფრო და უფრო ცდილობს მოდის ინდუსტრიის დაინტერესებას ალბინოსებით. მართალია, ალბინოსებისთვის განსხვავებული გარეგნობის გამო დღეს ბევრი შესაძლებლობა არსებობს, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ უმეტესად პროვოკაციულ და უცნაურ ფოტოსესიებსა და რეკლამებში იღებენ და არა - ჩვეულებრივ სამოდელო კომერციაში.

სანელის ინსტაგრამი

imageimage








5. ნიკოლეი მატანოვი, ათლეტი

ვინ იფიქრებდა, რომ ნიკოლეი მატანოვს, იაკუტიელ მამაკაცს, ასე მოუხდებოდა ინდიელის კოსტუმი? ამ პროფესიონალი ათლეტის უჩვეულო გარეგნობამ ბევრი ფოტოგრაფის ყურადღება მიიქცია. ზოგი მას ანიმაციურ ფილმ "მულანის" მთავარ მამაკაც პერსონაჟსაც ადარებს. თავად ნიკოლაი არ ფიქრობს, რომ სიმპათიურია და ამბობს, რომ მონდომების შედეგად ყველას შეუძლია, მიიღოს სასურველი ტანი.

ნიკოლაის ინსტაგრამი

image









6. ე.წ. უცნაური გრძელთმიანი ბიჭი, ბლოგერი

ამ ბიჭს საკმაოდ უცნაური ჰობი აქვს: თმის გაზრდა იქამდე, სანამდეც შესაძლებელია.

ასეთი თმის მოვლის ყველაზე რთული ნაწილი მისი დაბანა კი არა, მისი გაშრობაა, რადგან უწევს, რამდენიმე საათის განმავლობაში იჯდეს და არაფერი აკეთოს. ფენის გამოყენება კი სახიფათოა და ის ფრთხილობს, რამე არ დაუზიანოს თმას.

უცნაური გრძელთმიაანი ბიჭის Facebook-გვერდი

imageimage








7. სამუელ ფრიბერგი, ბლოგერი

სამუელი ახალგაზრდა ფრანგი ბიჭია, რომელსაც სახეზე დაბადებინვე აქვს ლაქა. მის შესახებ ხალხს განსხვავებული აზრი აქვს, თუმცა, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ლაქა სამუელს სხვებისგან გამოარჩევს და განსაკუთრებულს ხდის.

სამუელის ინსტაგრამი

imageimage








8. კაინ ბუფონჯი, მოდელი

მოდის ინდუსტრიაში შესვლისთანავე თავისი გამორჩეული გარეგნობით კაინ ბუფონჯიმ მალევე დაიპყრო მოდის სამყაროს მწვერვალები. თუმცა, ის ამბობს, რომ ეს მარტივი სულაც არ ყოფილა. კაინს არასდროს უოცნებია მოდელობაზე, სძულდა ფოტოების გადაღებაა და რცხვენოდა საკუთარი გარეგნობის გამო. საბედნიეროდ, მის გარშემო აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც წაახალისეს და საპირისპირო დაუმტკიცეს. როგორც აღმოჩნდა, მას მხოლოდ მეტი თავდაჯერებულობა სჭირდებოდა წარმატების მისაღწევად.

კაინის ინსტაგრამი

imageimage








9. ჟენგიანგ ჟანგი, მოდელი

ჟანგი იმ მოდელებს შორისაა, რომელთა გარეგნობის დავიწყება რთულია. ყურადღება მიაქციეთ მის ტანსაცმელს. ჟენგიანგი თითქმის 10 წელი სწავლობდა ჩინურ ტრადიციულ სამოსს და ხელოვნების დიდი მოყვარულია. ჟანგი ამბობს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე არ იცმევს და ისე არ იქცევა, როგორც სცენაზე.

ჟენგიანგის ინსტაგრამი

image








10. კარიმ მუსო

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან პატარაა, კარიმმა უკვე გამოსცადა მოდელობა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა და კარიერას თავი დაანება. ის ამბობს, რომ შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში ისევ დაუბრუნდეს სამოდელო სფეროს, მაგრამ ამჟამად სხვა პროექტებზე მუშაობს.

კარიმის ინსტაგრამი

imageimage








11. დანილ კუდრიავცევი, მოდელი

ეს მოსკოველი მოდელი უცხოპლანეტელს მოგაგონებთ, რაც ბევრი ფოტოგრაფის ყურადღებას იპყრობს. მიუხედავად ბევრი მოგზაურობისა, დანილი მაინც ახერხებს განათლების მიღებას ელექტროენერგეტიკის სფეროში.

დანილის ინსტაგრამი

imageimage








12. ჯავიერ ბოტეტი, მსახიობი

ჯავიერი იშვიათი გენეტიკური დარღვევით დაიბადა, რასაც მარფანის სინდრომი ეწოდება. ამ სინდრომით დაავადებულ ადამიანებს გრძელი ძვლები, კიდურები და ხელები აქვთ, მაღლები და გამხდრები არიან, მაგრამ ამასთანავე, ძალიან მოქნილებიც არიან. ეს დარღვევა მუდმივ მკურნალობას მოითხოვს.

თუმცა, ჯავიერი სწორედ ამ სინდრომის წყალობით გახდა დიდებული მსახიობი და მშვენივრად ირგებს როლებს საშიშ ფილმებში. ის ზოგი პერსონაჟის განსასახიერებლად განსაკუთრებულ გრიმსაც არ საჭიროებს.

imageimage








ბონუსი: ახალი ამერიკელი ღვთაება

სილამაზის ინდუსტრია ნელ-ნელა აანალიზებს, რომ უამრავი ფულის გადახდა ძვირადღირებულ ფოტოსესიებში და სტანდარტული სილამაზის პიარი არ იძლევა ხალხის სიყვარულის გარანტიას. თუმცა, კრეატიულობამ და კარგმა იუმორის გრძნობამ შესაძლოა, ნამდვილ კერპად გაქციოთ. ჯოშუა ვაროზამ, რომელსაც სულაც არ ახასიათებს იდეალური სილამაზე, სახუმარო ფოტოები გადაიღო კალენდრისთვის, რის გამოც ხალხის სიყვარული დაიმსახურა.

ჯოშუას თქმით, საერთაშორისო სექს-სიმბოლოდ ყოფნა ადვილი სულაც არაა.

imageimage








ასევე დაგაინტერესებთ:


1. არასტანდარტული გარეგნობის მოდელები, რომლებმაც სტერეოტიპები დაამსხვრიეს

image


2. ალბინოსების უნიკალური სილამაზე (სურათები+ფაქტები)

image


3. 8 რამ, რაზეც ინსტაგრამის ვარსკვლავები არ საუბრობენ

image

4. გამოვლინდა 20 ყველაზე სიმპათიური მამაკაცი მსოფლიო მასშტაბით

image

0
357
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0