x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
უდუმბარა-ზეციური ყვავილი, რომელიც 3000 წელიწადში ერთხელ ყვავის
image



აქამდე უახლოეს წარსულში არავის უნახავს ეს ლეგენდარული ყვავილი. ზოგიერთი უძველესი ნაწერების თანახმად, ის 3000 წელიწადში ერთხელ ყვავის.

მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, მისტიკური უდუმბარას ყვავილები გვხვდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში . ისინი იმდენად პატარაა, რომ ძნელია შეამჩნიო გამადიდებელი შუშის გარეშე. როცა უდუმბარა ყვავის, გარშემო ყველაფერს ავსებს არომატით.


image


უდუმბარა ითარგმნება უძველესი ინდური ენიდან და ნიშნავს ზეცის დიდებულ ყვავილს. ის იზრდება ნებისმიერი ობიექტის ზედაპირზე: მცენარეების, ფანჯრების, ღობეების, ფარდების, ფოთლების.

ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინციაში ერთერთმა ფერმერმა უდუმბარას 39 ყვავილი 2007 წელს ბაღში ლითონის მილებში აღმოაჩინა.image


იმავე წელს უდუმბარას ყვავილები ნახეს ტაივანში. ადგილობრივებმა ეს ყვავილები აღიქვეს, როგორც სასწაულის ნიშანი.



image


მაგრამ ყველაზე საინტერესო მოხდა 20 წლის წინ ტიბეტის ტაძარში, როდესაც უდუმბარა ყვავილობდა ბუდის ძეგლის სახეზე.


image

უდუმბარას ლეგენდა


ბუდისტური ხელნაწერებში წერია, რომ ყოველ 3000 წელიწადში ერთხელ აყვავებული უდუმბარა გვამცნობს ადამიანთა სამყაროში განმანათლებელი ბუდის ანუ წმინდა მეფის მოსვლაზე, რომელიც მორალური კანონების საჭეს მართავს.

ხელნაწერებში ნათქვამია, რომ ეს მეფე კეთილგანწყობილად მიიღებს ნებისმიერ ადამიანს გადასარჩენად, მიუხედავად მისი ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.

ამ ბოლო დროს უდუმბარას ყვავილები მთელს პლანეტაზე ყვავის.


image

ბევრი ადამიანი გახდა ამ იშვიათი შემთხვევის მომსწრე, მაგრამ არსებობენ სკეპტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ უდუმბარას ყვავილები მწერის ოქროსფერი კვერცხებია. თუმცა, მათ შორის განსხვავება მნიშვნელოვანია.

ცნობილია, რომ მწერის კვერცხები მალე შრება. მაგრამ მისტიკური ყვავილები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყვავის, რომელთაც უნიკალური სურნელიც აქვთ. ზოგიერთი უდუმბარას ყვავილი ყვავის მთელი წლის განმავლობაში.


image

ბუდისტური ტექსტების მერვე ტომში წერია: -"უდუმბარა არის სასწაულთმოქმედი და ზებუნებრივი ფენომენების შექმნილი, ეს არის ზეციური ყვავილი და არ იზრდება ადამიანების სამყაროში. თუ თათხაგატა ანუ ოქროს საჭეების მეფე მოვა ადამიანის სამყაროში, ეს ყვავილები აყვავდება მისი დიადი სათნოებისა და კურთხევის წყალობით. "

0
243
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0