x
image
ღიმილიანი
მეცნიერულად დადგენილი 7 მოულოდნელი ფაქტი სიყვარულის შესახებ - გაითვალისწინეთ!
image

მეცნიერები, რომლებიც იკვლევენ მეცნიერულად ყველანაირ ფენომენს სიყვარულის შესახებ, მივიდნენ გარკვეულ დასკვნებამდე, ჩვეული მითები კი ნელ-ნელა წარსულს ბარდება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ახალი ინფორმაცია, რომელსაც გამოვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირად სწორედ ასეთი კვლევები გვეხმარება შევინარჩუნოთ ურთიერთობა ან ვიპოვოთ ნამდვილი სიყვარული.

გთავაზობთ 7 საინტერესო ფაქტს, რომელიც უკეთ გაგაგებინებთ, თუ ფენომენია სიყვარული.

ყველაფერი პირველ კოცნაზეა დამოკიდებული


image


ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, დადგინდა, რომ პირველ კოცნას ბევრი რამის განსაზღვრა შეუძლია, მაგალითად, იმის თუ რამდენად შეიძლება შეეწყვნენ წყვილები ერთმანეთს. კოცნა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ისაა ხანგრძლივი ურთიერთობის განმსაზღვრელი.


წყვილები, რომლებიც ერთად 25 წელზე მეტს ცხოვრობენ, ერთმანეთს ემსგავსებიან

მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევები წყვილების ფიზიკურ მსგავსებას სწავლობს, კვლევების თანახმად, წყვილების მსგავსება თანაცხოვრების შემდეგ აშკარა ხდება. აღნიშნული განაცხადი უკავშირდება ერთი და იმავე ემოციური კავშირის მიერ გამომუშავებულ საერთო გარეგნობას, როგორც კვლევა ამტკიცებს, წყვილების სახეზე აისახება საერთო დარდი და ბედნიერება, რაც ერთმანეთს ამსგავებს მათ.

წლებისგან მიღებული სექსუალური გამოცდილება ურთიერთობას რომანტიკულს ხდის

ტეხასის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებმაც სექსუალური ცხოვრება 19 წლის ასაკიდან დაიწყეს, მომავალში რომანტიკული ურთიერთობისთვის მზად არიან, მაგრამ ეს არ ეხება ქორწინებას, რადგან წყვილები არ არიან დაცული დროებითი გატაცებების ქარცეცხლისგან, სჯობს თავისუფალი ურთიერთობით იჯერონ გული და შემდეგ, როდესაც ჩამოყალიბდებიან თავიანთი ცხოვრება ერთ პარტნიიორს დაუკავშირონ. კვლევებმა აჩვენა, რომ 30-35 წლის შემდეგ მამაკაც პარტნიორებს უჩნდებათ რომანტიკის სურვილი, როცა ამის მოთხოვნილება ქალებში ყველა ასაკში ჭარბადაა.


რომანტიკული ფილმები პარტნიორებს ეხმარებათ ქორწინების გადარჩენაში


image

სამწლიანი კვლევის თანახმად, რომანტიკული ფილმების ნახვა და განხილვა წყვილებს ეხმარებათ გაანლიზონ საკუთარი შეცდომები, ამიტომ ინტენსიურად რომანტიკული ფილმების ყურება ნიშნავს - ნაკლებ კონფლიქტსა და გაუგებრობას.

საყვარელი ადამიანის სურათის ყურება ამცირებს ტკივილის შეგრძნებას

ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ საყვარელი ადამიანის სურათის ყურება ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. გამოკითხული ქალებიდან, რომელთაც 6-თვიანი, სტაბილური ურთიერთობა ჰქონდათ თავიანთ შეყვარებულებთან, მათი ფოტოების ყურებისას უმცირდებოდათ ტკივილი.


თანამედროვე ქორწინება მოითხოვს თვითრეალიზაციას


ელი ჯ. ფინკელი სწავლობდა ამ თემას და დაადგინა, რომ გაყრების უმეტეს შემთხვევაში მიზეზი იყო თვითრეალიზაციის სურვილი. ადრე ქორწინების მოთხოვნილებებიდან ქალებისთვის მნიშვნელოვანი იყო დაცულობა, ხოლო თანამედროვე ქორწინებაში შეიცვალა ეს მოთხოვნილება ფსიქოლოგიური კმაყოფილების სურვილით.

ზოგადად, ადამიანები ოჯახის შექმნისას ფიქრობენ, რომ ქორწინება აუმაღლებთ თვითდაჯერებულობას და დაეხმარებათ თვითრეალიზებაში, ამისთვის კი საჭიროა დრო და ორივე პარტნიორის მზაობა, ერთად გაუმკლავდნენ დაბრკოლებებს და როცა ერთ-ერთი პარტნიორი არ იხარჯება საერთო მიზნებისათვის, მეორე პარტნიორს უჩნდება პროტესტის განცდა, ამიტომ თავიდანვე წყვილებმა კარგად უნდა შეაფასონ თავიანთი შესაძლებლობები და გადახედონ საერთო გეგმებს.


მაღალი აიქიუს მქონდე კაცები ნააკლებად ღალატობენ და იწყებენ ფლირტს სხვებთან

image

კვლევის მიხედვით, კაცები დაბალი აიქიუთი იწყებენ ფლირტს სხვა ქალებთან, კაცები, რომლებსაც მაღალი აიქიუ აქვთ საერთოდ არ ინტერესდებიან გართობის მიზნით, ერთჯერადი ურთიერთობით.

0
4847
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
4847
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0