x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
პოლიციელები, მრბოლელები, პორნომსახიობები - რომელ პროფესიას ირჩევენ ფეხბურთელები კარიერის დასრულების შემდეგ
აფსასფ


საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთელების წინაშე დილემა ჩნდება - რით დაკავდნენ და რაში გამოიყენონ უეცრად გაჩენილი უამრავი დრო..

ჩვეულებრივად, მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობიდან ცივილურ ცხოვრებაზე გადასვლა საკმაოდ რთულია - იშვიათია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ამისათვის წინასწარ ემზადება.

საბოლოო ჯამში ვიღაც ბავშვების მწრთვნელად მუშაობს, ზოგიერთები კი - შედარებით ცოტა - უფროსი ასაკის გუნდებთან. არიან ისეთებიც, რომლებიც საფეხბურთო აგენტები ხდებიან, ზოგი არასპორტულ ბიზნესსაც იწყებს ან უბრალოდ, დროს კარგად ატარებს მატჩებით მიღებული შემოსავლებით, სანამ საბანკო ანგარიში არ გაუნულდება, ან "მუთაქა-ლეიბში შენახული ფული" არ გამოელევა. ვიღაცამ შეიძლება მათხოვრობაც დაიწყოს, არის ასეთი ფაქტებიც. მაგრამ ჩვენ ახლა იმ ფეხბურთელებზე გიამბობთ, რომლებმაც კარდინალურად შეიცვალეს საქმიანობა და ცდილობენ წარმატებას ახალ სარბიელზე მიაღწიონ.


პოლიციელები
კლუბ "ვორსკლას" (პოლტავა, უკრაინა) ამჟამინდელი მწვრთნელი ვასილ საჩკო, სანამ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდებოდა, მილიციის უბნის რწმუნებულად მუშაობდა, შემდეგ კი წესრიგის დამცველის სამხრეები ფეხბურთის ბუცებზე გაცვალა.

გერმანელი ფაბიან ბოლს მსოფლიო მასშტაბის ცნობილ სახეს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ მას გერმანელი ფეხბურთის მოყვარულები მაინც კარგად იცნობენ: 2002 წლიდან 2014 წლამდე ფაბიან ბოლმა 300 მატჩი ითამაშა ჰამბურგის "სანკტ-პაულის" კლუბში და გუნდთან ერთად, რომელსაც კაპიტნობდა, გზა რეგიონლიგიდან პირველ ბუნდესლიგამდე გაიარა.

თამაშობდა რა "სანკტ-პაულელ" "მეკობრეებთან" ერთად (მათი გულშემატკივრები მეკობრეთა დროშას აფრიალებენ ხოლმე და ამიტომ მეტსახელად გუნდსაც "მეკობრეები" დაარქვეს), ფაბიან ბოლი შეთავსებით ჰამბურგის საპოლიციო უბანშიც მუშაობდა.

Sportall.Ge

ხდებოდა ხოლმე ისე, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკავების ან დაკითხვის დროს მას კლუბში ეძახდნენ სავარჯიშოდ, შემდეგ კი ისევ წესრიგის დაცვას უბრუნდებოდა (და ეს იმის მიუხედავად, რომ მისი სამუშაო დრო კვირაში 20 საათით იყო განსაზღვრული).

სხვათა შორის, ჰამბურგელი ულტრაგულშემატკივრები ფაბიანს ძალიან მაგარ პატივს სცემდნენ - მათ ფანატურ წრეებში ცნობილ აბრევიატურას «A.C.A.B» ("ყველა პოლიციელი ნაბიჭვარია") ორი ასო დაამატეს («A.C.A.B.AB»), რაც ნიშნავდა "ბოლის გარდა". ფაბიან ბოლმა მოთამაშის კარიერა 34 წლის ასაკში დაასრულა და პოლიციაში სამსახური გააგრძელა, ახლახან ჰამბურგის "კონდორის" გუნდში დაიწყო მუშაობა მწრთვნელის თანაშემწედ.

ასევე ცნობილია უკრაინელი დიმიტრი კუშნიროვის - ევროპის 2009 წლის ჩემპიონის მაგალითიც, რომელმაც ფეხბურთზე უარი ნაადრევად განაცხადა და 2015 წელს პოლიციაში სამსახური დაიწყო.


▪ იხილეთ სტატიის გაგრძელება ამ ბმულზე


ლიზარაზუ

1
192
2-ს მოსწონს
ავტორი:Sportall.ge
Sportall.ge
192
  
2019, 24 იანვარი, 19:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1