x
image
პროფესორი
საინტერესო ფრაზები 99ფრანკიდან
image

>>ყველა ადამიანის გულში მთვლემარე სასიყვარულო სევდაა ჩაბუდებული. გული, რომელც სიყვარულს არ უტკენია, გული არ არის.


>>ქალებთან ყოველთვის ერთი ბაზარია. ან უნდა დაიკიდო, ან უნდა გეშინოდეს რომ დაიკიდო


>>სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდაიმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი.



>>რაც უფრო მეტად ვეთამაშები თქვენს ქვეცნობიერს, მით უფრო ადვილად მემორჩილებით


>>საერთოდ, ქალები ეგრე ხართ: ან ძალიან გვიან ამბობთ ჰოს, როცა კაცი უკვე შეგეშვებათ, ან ძალიან ადრე, სანამ რამეს გთხოვენ



>> როდესაც ტყუილი მთავრდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლე იწყება. ფრთხილად იყავით: ერთი ტყუილი თავის თავში შეიძლება მეორე ტყუილსაც შეიცავდეს.



>> ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ.



>>შენთან ყოფნაზე უარესი მხოლოდ ერთი რამაა: ყოფნა უშენოდ.



>>ყოველი ადამიანი ვინც თავის თავში სიყვარულს ახშობს არარაობად იქცევა და ავად ხდება.



>>მორალი შეიძლება ძალიან მოსაწყენი რამეა, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე უკეთესი საშუალება სიკეთის და ბოროტების გასარჩევად არ გამოუგონებიათ.


>>მირჩევნია, ვიყო უკანასკნელი ახვარი, მაგრამ თავისუფალი ახვარი, გაიგე? თა–ვი–სუ–ფა–ლი! და არა ვიღაც საცოდავი, მაგრამ პატიოსანი და კეთილშობილი მონა



>>ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში-კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება - ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი.



>>მოკვდე - ეს ნიშნავს გახდე ისეთივე თავისუფალი, როგორიც დაბადებამდე იყავი.


>>მე მეგონა, რომ სიკვდილის მეშინოდა, სინამდვილეში თურმე სიცოცხლის მშინებია


>>იცით, რა არის განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის? ღარიბებიყიდიან ნარკოტიკებს, რომ ''ნაიკები'' იყიდონ, ხოლო მდიდრები ყიდიან ''ნაიკებს'', რომ ნარკოტიკები იყიდონ.




0
45
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0