x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
გაუფრთხილდით მხედველობას! მხოლოდ 10 წუთი დღეში და დაივიწყეთ თვალების დაღლა
image

ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა, როცა თვალი იღლება. წვა, ქავილი, თვალების მოსრესის სურვილი... თვალების დაღლას კი მხედველობის გაუარესება სდევს თან. იმისთვის, რომ ეს თავიდან ავიცილოთ, საჭიროა თვალის კუნთები ვავარჯიშოთ. თუმცა, ეს სავარჯიშო მათთვისაც კარგია, ვინც უკვე უჩივის მხედველობის გაუარესებას. სულ 10 სავარჯიშოა, თქვენ შეგიძლიათ ის 5 ამოარჩიოთ, რომელიც უფრო მოგეწონებათ. სამკურნალო ეფექტისთვის ეს სრულიად საკმარისია, მაგრამ ნურც იმას დაივიწყებთ, რომ როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება-იქ სიზარმაცე დაუშვებელია.

თვალის სავარჯიშოები

1.ორი წუთის განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად ახამხამეთ თვალები. ეს თვალში სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ახდენს.

2.ისე, რომ თავი არ მიატრიალოთ, გაიხედეთ მარჯვნივ და შემდეგ მზერა წინ გადაიტანეთ. გააკეთეთ იგივე მარცხენა მიმართულებით.


3.იყავით სიბნელეში. ითვლება, რომ სიბნელეში ყოფნისას როდოფსინი გამომუშავდება-ნივთიერება, რომელიც კარგი მხედველობისთვისაა აუცილებელი.

4.გააკეთეთ წრიული მოძრაობები თავით, მარჯვნივ-მარცხნივ, ზემოთ-ქვემოთ. ამ დროს სისხლის მიმოქცევა აქტიურდება და თვალსაც საკმარისი რაოდენობით მიეწოდება სისხლი.

5.გადაიტანეთ მზერა სხვადასხვა მხარეს: მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვევით, წრიულად, მოხაზეთ მზერით რვიანი.

image

6.თვალები მაგრად დახუჭეთ 3-5 წამით და შემდეგ გაახილეთ.გაიმეორეთ 7-ჯერ. ამ დროს თვალის კუნტთბი კარგად დუნდებიან.

7.დახუჭეთ თვალები და დააწექით ქუთუთოებს თითებით, მაგრამ ძალიან არა და 2 წამის შემდეგ აუშვით. გააკეთეთ 4-5-ჯერ.ეს სავარჯიშო თვალის შიდა სითხის დენას აუმჯობესებს.

8.დადექით ფანჯარასთან. ამოირჩიეთ ახლოსმდებარე საგანი და მზერა მასზე შეაჩერეთ, შემედეგ კი მზერა უფრო მოშორებით მყოფ საგანზე გადაიტანეთ. გაიმეორეთ ეს სავარჯიშო 10-ჯერ.

9.დახუჭეთ თვალები და ნელა ატრიალეთ ასეთ მდგომარეობაში თვალი ზევით-ქვევით. გაიმეორეთ ეს სავარჯიშო 5-10-ჯერ.

10.მზერით მოხაზეთ სივრცეში უბრალო გეომეტრიული ფიგურები, შემდეგ კი უფრო რთული ობიექტები და კომპოზიციები.


ეს მარტივი სავარჯიშოები ნამდვილი ხსნაა თქვენი თვალებისთვის. თუ კომპიუტერის ეკრანთან დიდ დროს ატარებთ, აუცილებლად ავარჯიშეთ თვალები. მოუფრთხილდით მხედველობას, რომ შემდეგ დაკარგულ დროზე არ ინანოთ.

0
1176
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0