x
image
გემი დალანდი
ეტიკეტის 20 დაუწერელი წესი, რომელსაც გაუცნობიერებლად ხშირად ვარღვევთ
ცნება “კარგი ტონი" ჯერ კიდევ აქტუალურია ჩვენს საზოგადოებაში. როგორც ამბობენ, ტაქტი-ეს ისაა, რასაც ვერავინ ამჩნევს, უტაქტობა კი ყველასთვის თვალშისაცემია.

საყოველთაოდ მიღებული ეტიკეტის გარდა, არსებობს წესები, რომელთაც ხშირად ისე ვარღვევთ, რომ არც კი ვუფიქრდებით თუ როგორ აისახება ეს ჩვენს იმიჯზე.


სახლში და სტუმრად

image1.გავახდევინოთ თუ არა სტუმრებს ფეხზე? ეს ის საკითხია, რომელსაც ისინი დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტენ. ეტიკეტის სპეციალისტების თქმით, თუ არ გსურთ, რომ თქვენმა სტუმრებმა სახლში ფეხსაცმლით იარონ, ამის შესახებ ისინი წინასწარ უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში.

თუ ეს წვეულებაა, სადაც სტუმრები გულდაგულ გამოწყობილები მოდიან, მაშინ ფეხზე გახდას ვერ მოსთხოვთ, ეს ცუდი ტონია.


თუ სტუმრებმა ფეხზე უნდა გაიხადონ, შესთავაზეთ ახალი ერთჯერადი ჩუსტები და არავითარ შემთხვევაში თქვენი ნახმარი -ესეც ცუდი ტონია.

2.სტუმრების წინ თავის მართლება, არეული სახლის თუ რემონტის გამო, საკუთარი თავის უპატივცემულობაა. როცა სტუმარს სახლში უშვებთ, მან ეს მისდამი ნდობის გამოხატვად უნდა აღიქვას და სახლიც ისეთი უნდა მიიღოს, როგორიცაა.


ავტომობილი

image3.თუ მეგობარმა მანქანა გათხოვათ, ჩაასხით ბენზინი და ისე დაუბრუნეთ. რათქმაუნდა, სალონში სისუფთავეც უნდა დაიცვათ.

4.ყველაზე უსაფრთხო ადგილად, მანქანაში. უკანა სავარძლის მარცხენა მხარე ითვლება, მძღოლის უკან. თუმცა, ყველაზე მოსახერხებელ ადგილად უკანა სავარძლის მარჯვენა მხარეა მიჩნეული, ამიტომ, დაუთმეთ ეს ადგილი უფროსებს და ქალებს.

5.ცუდ ტონად ითვლება ტელეფონში ძრომიალი და ძილი, როცა მძღოლის გვერდით ზიხართ. თუმცა, ავტომობილის მართვისას არც ემოციური საუბარია რეკომენდებული და საჭირო დროს გაჩუმებაც უნდა შეგეძლოთ, რომ მძღოლს ხელი არ შეუშალოთ ყურადღების კონცენტრირებაში.


ურთიერთობა

image6.თუ რაიმე მიზეზის გამო შეხვედრა გააუქმეთ, ახალი შეხვედრის ორგანიზება თქვენ უნდა მოახდინოთ.

7.თუ მეგობრების კამპანიაში ხართ და ამ დროს ნაცნობი შეგხვდებათ, ის აუცილებლად უნდა გააცნოთ მეგობრებსაც, ეს კარგ ტონად ითვლება.

8.ბევრი კამათობს იმაზე, თუ რომელი ასაკიდან უნდა მივმართოთ ადამიანს თქვენობით. 12 წლის ზემოთ მოზარდს უკვე შეგიძლიათ თქვენობით და როგორც თანასწორს ისე დაელაპარაკოთ.

გარდა ამისა, არასოდეს მიმართოთ მომსახურე პერსონალს შენობით, ეს მხოლოდ თქვენი ცუდი ტონის მაჩვენებელია.

9.ყველასთვის ცნობილია, რომ თათმანიანი ხელით ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება. თუ სიგარეტს ეწევით, არაა აუცილებელი გადააგდოთ, რომ ადამიანს ხელი ჩამოართვათ, უბრალოდ, მოიბოდიშეთ ამის გამო. ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება იმ შემთხვევაშიც, თუ ნაცნობს საზოგადოებრივ ტუალეტში შეხვდებით.

10. თუ ნაცნობის სახელი დაგავიწყდათ, არ ღირს მისთვის თავის არიდება, უბრალოდ წარმოსთქვით: “უკაცრავად, თქვენს სახელს ვერ ვიხსენებ"-უბრალოდ, თავაზიანად და გულახდილად ჟღერს. თუ გინდათ ახალი ნაცნობის სახელი არ დაგავიწყდეთ, გაცნობის დროს მისი სახელიც გაიმეორეთ: “ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ანა!"


ტელეფონით ურთიერთობა

image11.თუ ადამიანს პირველივე დარეკვაზე ვერ დაუკავშირდით, ნუ გააგრძელებთ მცდელობებს უსასრულოდ. ითვლება, რომ იმ საკითხებისთვის, რომლებიც სასწრაფო არაა, პაუზა 2 საათი უნდა იყოს ზარებს შორის.

12. უპასუხეთ ზარს 2-3 სიგნალის შემდეგ, რომ მას, ვინც გირეკავთ, აზრის ჩამოყალიბების საშუალება ჰქონდეს. თქვენის მხრივ, თუ ადამიანი 5 სიგნალის მერე არ გპასუხობთ, ნუღარ გააგრძელებთ რეკვას.

13.ჩვენს დროში სატელეფონო ზარები დამატებითი სტრესია. თუ საკითხი სასწრაფო არაა და მისი მიწერაც შეიძლება, წერილობითი ფორმა აირჩიეთ. ასე უფრო კარგად ჩამოაყალიბებთ სათქმელს და მოპასუხეც მისთვის ხელსაყრელ დროს გიპასუხებთ. ეს წესი უმეტესწილად საქმიან ურთიერთობებს ეხებათ.


პირადი სივრცე

image14.როცა ადამიანს ყურსასმენები უკეთია, ეს უკვე იმას მიანიშნებს, რომ ლაპარაკი არ სურს. ნუ შეაწუხებთ მას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასწრაფო საქმეა. ეტიკეტი ასევე მოითხოვს, რომ როცა ადამიანთან საუბარს დააპირებთ, ყურსასმენები მოიხსნათ და მუსიკას დაუწიოთ.

15.პირადი სივრცის ცნება საზოგადოებრივ ტუალეტებშიც არსებობს. თუ ამის საშუალებაა, შედით არა უკვე დაკავებული კაბინის გვერდითა კაბინაში, არამედ ერთის გამოტოვებით.

16.თუ ბავშვს საკუთარი ოთახი აქვს, მასში შესვლის წინ აუცილებლად დააკაკუნეთ. თქვენი საქციელი, თავის მხრივ, ბავშვს სხვისი პირადი სივრცის პატივისცემას ჩაუნერგავს.

17.პირად სივრცედ ითვლება ადამიანის სამუშაო ადგილიც, ამიტომ, თანამშრომელთან ჩამოჯდომა, მიპატიჟების გარეშე, ასევე ცუდ ტონად ითვლება. არ შეიძლება ასევე მის კომპიუტერში ძრომიალი და მაგიდიდან ნივთების აღება, ისეთი უმნიშვნელო რამისაც კი, როგორიც კალამი ან ქაღალდის სამაგრია.


დღესასწაულები და უქმეები

image

18.შეიძლება თუ არა მამაკაცისთვის ყვავილების ჩუქება?-რათქმაუნდა, მაგრამ ეს სადღესასწაულო დღე უნდა იყოს-მისი დაბადების დღე ან პროფესიული დაწინაურება. არსებობს “მამაკაცური" თაიგულებიც კი.

19.თეატრში როგორც ქალის, ისე მამაკაცის დაპატიჟება შეიძლება. მაგრამ ბილეთები კონტროლიორს მამაკაცმა უნდა მიაწოდოს და კარიც მან უნდა გაუღოს ქალს.

20.რაც შეეხება საჭმელს ბანკეტსა და სხვა წვეულებებზე, სანამ რაიმე კერძს დაიმატებთ, დარწმუნდით, რომ რაც დარჩება სხვა სტუმრებსაც ეყოფათ.



0
278
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0