x
image
Yoona
Mediator image
იცინის თუ არა მონა ლიზა? ყველაფერი თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული
image


მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ ხედავენ ადამიანები სხვადასხვა დროს ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას სახის სხვადასხვა განწყობას.

საუკუნეები ხელოვნების მოყვარულები და კრიტიკოსები ცნობილი ნახატით შეპყრობილნი იყვნენ და მონა ლიზას სახის გამომეტყველება ხშირად სადაო საკითხი ხდებოდა. ერთი მხარე თვლიდა, რომ ის იღიმებოდა, მეორე მხარე კი მასზე დამანჭულ სახეს ხედავდა.

თუმცა, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალ კვლევაში იმის ახსნა სცადეს, თუ მონა ლიზას სახის გამომეტყველება რატომ „იცვლება“.



image


ვიზუალური აღქმის და ნევროლოგიის სფეროში ჩატარებული კვლევის წყალობით მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვენ ემოციებს შეუძლია გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ ნეიტრალურ სახეზე რას დავინახავთ.

ადამიანები მთელი მსოფლიოდან ლუვრს სტუმრობს და ხშირად იმიტომ, რომ და ვინჩის ცნობილი სურათი ნახონ.

ჯერ კიდევ 2005 წელს მეცნიერებმა ამსტერდამიდან მონა ლიზას ნახატი სახეზე ემოციების გამომცნობი პროგრამის დახმარებით გაანალიზეს.

ალგორითმების მიხედვით, მისი სახე 83%-ით ბედნიერებას ასახავს, 9%-ით ზიზღს, 6%-ით შიშს და 2%-ით ბრაზს.

მაგრამ ადამიანის გონების მიერ გამოხატულების აღქმა ბევრად უფრო რთულია და ის მუდმივად იცვლება.



მონა ლიზას პორტრეტი

ახლა მეცნიერებმა დაამტკიცეს ის, რაც ჟურნალისტმა და ბიოგრაფმა უოლტერ ისააკსონმა სურათის შესახებ თქვა: „მონა ლიზა, ჩემთვის - დიდებული ემოციური სურათი, რომელიც ოდესმე შექმნილა. მისი ღიმილი ციმციმებს, რაც ამ სურათს როგორც ხელოვნების, ასევე მეცნიერების შედევრად აქცევს“.


image


ეს ღიმილი მონა ლიზას გარკვეულ ნეიტრალობას ანიჭებს, ხოლო კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს, თუ ადამიანები ნეიტრალურ სახეს როგორ აღიქვამენ.

ექიმი ერიკ ზიგელი და მისი თანამშრომლები სწავლობენ, თუ ემოციები ჩვენ მიერ სამყაროს აღქმას როგორ ცვლის - მაშინაც კი, როცა ვერ ვაცნობიერებთ, რომ რაღაცამ ჩვენ გრძნობაზე გავლენა იქონია.

ეს სამეცნიერო კვლევა თანამედროვე თეორიებზე არის დაფუძნებული, რომლის თანახმად ადამიანი თავის გამოცდილებას იყენებს იმისთვის, რომ განსაზღვროს, რას უნდა ელოდოს მომავალში.

„შემოსული ინფორმაცია ფაქტიურად პროგნოზის გამოსასწორებლად გამოიყენება, თუ ის მცდარი აღმოჩნდება“ - ხსნის ექიმი ზიგელი.

მეცნიერები თვლიან, რომ უცნობი სახის ჩვენეული აღქმა ჩვენს გრძნობებსა და განცდებთან მჭიდროდაა დაკავშირებული.



მონა ლიზას სილამაზე

image

მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. ცნობილია, რომ ყველა ადამიანს ერთი დომინანტი თვალი აქვს, რომელიც ბინოკულარულ ხედვაში დომინირებს.

თუ თითოეული თვალი საკუთარ ინფორმაციის მიიღებს, ჩვენ გაცნობიერებულად აღვიქვამთ მხოლოდ იმას, რაც დომინირებს. არა დომინირებული თვალი ხედავს მხოლოდ იმას, რაც ქვეცნობიერში ხვდება. ამ ცოდნის გამოყენებით, მეცნიერებმა კვლევის მონაწილეებს ამა თუ იმ გრძნობის განცდა აიძულეს.

მათ 43 მონაწილეს ორი ერთდროულად ციმციმა გამოსახულება აჩვენეს. დომინანტი თვალი მხოლოდ ნეტრალურ გამოსახულებას ამჩნევდა, ხოლო არა დომინანტი თვალი „ხედავდა“ ნეიტრალურ, გრიმასირებული ან მომღიმარი სახის ციმციმებს, რაც მონაწილეებს მხოლოდ ქვეცნობიერის დონეზე შეიძლება გაეგოთ.

მოციმციმე სურათების ნახვის შემდეგ მკვლევარებმა მონაწილეებს სახის რამდენიმე ვარიანტი აჩვენეს და სთხოვეს იმ სურათის ამორჩევა, რომელსაც ადრე ხედავდნენ.


image


როცა მათმა არა დომინანტმა თვალმა ბედნიერი სახე დაინახა, მონაწილეების უმეტესობა დაფიქრდა იმაზე, რომ ნეიტრალური სახე იღიმოდა. იგივე დაფიქსირდა დამანჭული სახის დროს, ასევე ნეიტრალური სახის შემთხვევაში.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმესთან ძლიერი ჩხუბის შემდეგ მონა ლიზას ნახატს დაინახავთ, მასზე ღიმილის დანახვა გაგიჭირდებათ.

მაგრამ, თუ ლუვრში ყოფნით სიამოვნებას განიცდით, თქვენ იდუმალებით მოცულ ღიმილს დაინახავთ.

„ჩვენ საკუთარი გამოცდილების არქიტექტორები ვართ, ამ სამყაროში მოვდივართ და მიღებული ინფორმაციის უბრალოდ დამტკიცებას ან უარყოფას ველოდებით“ - ამბობს ექიმი ზიგელი.



ასევე დაგაინტერესებთ:


სექსი IQ დონეზე გავლენას ახდენს: მეცნიერების კვლევა


რატომ ხედავენ ადამიანები მოჩვენებებს - 5 მეცნიერული მიზეზი


მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რა ზომის მკერდი აბედნიერებს ქალებს


მეცნიერებმა დაამტკიცეს: ლოცვას ნამდვილად ყველა დაავადების განკურნების ძალა აქვს


რატომ გვესიზმრება გარდაცვლილები


მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ


6 ნიშანი, რომ თქვენ შავი მაგიის გავლენის ქვეშ იმყოფებით


თქვენ ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ ხართ, ამბობენ მეცნიერები


როგორც იქნა მედიცინამ ეს აღიარა: დაავადების განკურნება მედიკამენტის გარეშე შესაძლებელია!


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
352
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0