x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90136
  • ვიდეო:340051
  • სურათი:452464
რუსეთის ჯავშანტექნიკა უკვე იმდენად ჩამორჩა მოთხოვნებს, რომ რუსებმა იტალიიდან ჯავშანტრანსპორტიორები (Centauro და Freccia) ჩამოიყვანეს ტესტირებისათვის

image
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა იტალიაში 4 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორის შეძენაზე ჯერ კიდევ 2010 წელს მოაწერა ხელი მაშინდელი თავდაცვის მინისტრის სერდიუკოვის და იტალიის თავდაცვის მინისტრის იგნასიო დე რუსის შეხვედრისას.
იტალიელებმა რუსულ მხარეს წარუდგინეს ტესტირებისათვის (კონსორციუმმა CIO - Consorzio Iveco-Oto Melara) ორი ქვემეხიანი ჯავშანტრანსპორტიორი "Centauro", ამათგან ერთი საბაზისო კომპლექტაციის "B1" 105-მილიმეტრიანი ქვემეხით და მეორე "Oto Melara HITFACT"-ის კოშკურით და 120-მილიმეტრიანი ქვემეხით (ამ მოდიფიკაციის ჯავშანტრანსპორტიორები მიყიდა იტალიამ ომანს). ასევე 2 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი "Freccia" -ამათგან ერთი "VBM" ორადგილიანი კოშკურით "Oto Melara HITFFIST 25 Plus" 25 მილიმეტრიანი ქვემეხით და მეორე "Oto Melara HITFFIST-30P" 30-მილიმეტრიანი ქვემეხით.
ჯავშანტრანსპორტიორები საბაზისო კომპლექტაციით რუსეთში ჩამოიყვანეს საზღვაო გზით ნოვოროსიისკში 2012 წლის მაისში, ხოლო მოდერნიზებული ჯავშანტრანსპორტიორები 2012 წლის ივლისში ასევე საზღვაო გზით. ოთხივე ჯავშანტრანსპორტიორი 2 წლის მანძილზე გადიოდა ინტენსიურ ტესტირებას, სხვადასხვა სირთულის პოლიგონებზე, სხვადასხვა დატვირთვით.
ტესტირების შედეგები გადაეგზავნა იტალიურ მხარეს, თავად რუსეთში იტალიური ტექნიკის ტესტირების შედეგები არ გახმაურებულა.






Ит2

იტალიური ჯავშანტრანსპორტიორი "Centauro B1" 105-მილიმეტრიანი ქვემეხით რუსეთის ერთერთ სამხედრო პოლიგონის ანგარში 2013 წელს.



Ит3

ესეც იგივე ტექნიკა 2014 წელს რუსულ პოლიგონზე გამოცდისას.

image




Ит4
იტალიური ჯავშანტრანსპორტიორი "Freccia VBM" 25- მილიმეტრიანი ქვემეხით და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექს "Spike"-ით დაშვებული საბურავებით მოძრაობის ტესტირებისას. 2013 წელს.
უნდა ითქვას, რომ ეს ჯავშანტრანსპორტიორები 8х8 ფორმულითაა ანუ გასაგები ენით, რომ ვთქვა რვავე ბორბალი წამყვანია.
0
289
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0