x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
ბრიტანეთის პოლიცია მკვლელს ეძებს, რომელიც საქართელოში იმალება,
image

ქართველი და ბრიტანელი პოლიციელები საქართველოში ერთობლივად ეძებენ 31 წლის ჯეკ შეფერდს, რომელსაც 24 წლის შარლოტა ბრაუნის მკვლელობისთვის 6 წლით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი.
ინფორმაცია, რომ ჯეკ შეფერდი საქართელოში ემალება ბრიტანეთის მართლმსაჯულებას, გაავრცელა ბი-ბი-სი-ს ტელევიზიამ.
ბრიტანეთის სასამართლომ ჯეკ შეფერდი დამნაშავედ ცნო 2018 წლის ივლისში, მაგრამ ბი-ბი-სი-ს მონაცემებით, მან დატოვა ქვეყანა სასამართლო გადაწყვეტილებამდე, როდესაც გამოძიების დროს გირაოთი გაათავისუფლეს.


image

"არსებობს აქტიური თანამშრომლობა საქართველოს და ბრიტანეთის სამართალდამცველ ორგანოებს შორის, რათა მოხდეს ამ პირის იდენტიფიცირება საქართველოში და შემდეგ განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი ზომები", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შარლოტა ბრაუნი გარდაიცვალა 2015 წლის 8 დეკემბერს, როცა ჯეკ შეფარდმა გოგონა შეხვედრაზე დაპატიჟა.


საქმის მიხედვით, წყვილი პირველად იმყოფებოდა ლონდონის ერთ-ერთი რესტორანში. შუაღამისას ახალგაზრდებმა მდინარე ტემზაზე გასეირნება გადაწყვიტეს.


image

ამ მიზნით, შეფარდმა ბრაუნი დაპატიჟა საკუთარ ნავზე. სეირნობის დროს ნავი ხიდს შეეჯახა და ორივე მგზავრი წყალში გადაცვივდა.
შეფარდმა მოახერხა ხმელეთზე გამოსვლა, ხოლო, 24 წლის გოგონა მომდევნო დღეს წყალში გარდაცვლილი იპოვეს. მოგვიანებით, გამოკვლევამ დაადგინა, რომ ბრაუნი ცივ წყალში დიდხანს ყოფნის გამო დაიღუპა.

0
253
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0