x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩინელებმა შექმნეს აპლიკაცია,რომელიც მევალეს პოულობს
image

ჩინეთში ამოქმედდა აპლიკაცია, რომელიც აჩვენებს მევალის ადგილმდებარობას 500 მეტრის რადიუსში. ბარათი" არგადამხდელების მაცნე" უკვე ხელმისაწვდომია ხებეის პროვინციაში, იუწყება China Daily.


აპლიკაცია ხელმისაწვდომია WeChat–ის მესენჯერით, რომელიც აფრთხილებს მომხმარებელს, თუ 500 მეტრის რადიუსში იმყოფება მევალე, რაც დაეხმარება სუბიექტს "გამოაშკარაოს ადამიანი, რომელიც ვალის გადახდას თავს არიდებს, არა და შეუძლია ვალის დაფარვა".

პროგრამა ასევე ზუსტად აჩვენებს მევალის ადგილმდებარობას.


image

"არგადმახდელების მაცნე" არის სოციალური რეიტინგის სისტემის ნაწილი, რომლის მიზანიცაა მოქალაქეების სანდოობის დონის შემოწმება მათი ქცევის საფუძველზე. სისტემა შეისწავლის მოქალაქეთა ქცევებს, რა დროსაც ყოველ სამართალდარღვევაზე ან მასთან ასოცირებული საქციელზე დაერიცხება ქულები. რაც უფრო მაღალი იქნება ქულათა მაჩვენებელი, მით უფრო დაბალი იქნება "სოციალური რეიტინგი".


ჩინელები მოქალაქეთა ამ რეიტინგს გამოიყენებენ მომსახურების სფეროში, ტრანპორტში, საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს და სამუშაო ადგილებზე.


2020 წლისთვის დაგეგმილია "სოციალური რეიტინგის" სრულად ამოქმედება, ამჟამად რეიტინგი მუშაობს სატესტო რეჟიმში ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში.

0
79
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0