x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უძველესი მეგალითები საქართველოში - საოცარი ციკლოპური ნაგებობები
უძველესი მეგალითები საქართველოში - საოცარი ციკლოპური ნაგებობები


მეგალითები არის დიდი და ზოგჯერ წარმოუდგენლად უზარმაზარი ლოდებით ნაშენები შენობები. მათი აგება მთელ მსოფლიოში ერთდროულად დაიწყეს ადამიანებმა, როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ერთი სიტყვით ყველა დასახლებულ კონტინენტზე, გარდა ავსტრალიისა. მეცნიერები გაკვირვებულები არიან რა მოხდა ისეთი, რომ ყველა კონტინენტზე მესამე ათაწლეულის დასაწყისში ხალხს აზრად მოუვიდა ის, რომ მოეჭრათ კლდეებიდან უზარმაზარი ლოდები, ბევრი მათგანი არც კი დაექუცმაცებინათ, არამედ უბრალოდ დაემუშავებინათ, ფორმა მიეცათ და ზოგჯერ ძალიან მოშორებულ ადგილამდე რაღაც საოცარი ტექნოლოგიით ან უდიდესი გაჭირვებით მიეტანათ და მათით კედლები ამოეყვანათ იმ შენობებისთვის, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულებაც დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება და ბოლომდე გაურკვეველია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მეგალითური ნაგებობების მშენებლობა დაიწყო ძვ.წ. მე-3 ათასწლეულში, მაგალითად ძვ.წ. 31-ე საუკუნეშია აგებული მეგალითებიდან მსოფლიოში ყველაზე ცნობილი (მაგრამ არა ყველაზე შთამბეჭდავი) სტოუნჰენჯი. მეგალითების აგება მთელ მსოფლიოში სწორედ ამ პერიოდიდან საკმაოდ იკიდებს ფეხს და გრძელდება ძვ.წ. მე-2 ათასწლეულშიც კი.

კავკასია ერთ-ერთი ის რეგიონი იყო, სადაც ამგვარი მეგალითები ძალიან დიდი მასშტაბებით შენდებოდა. პროტოქართველები გადააადგილებდნენ უზარმაზარ ლოდებს და ერთმანეთზე აწყობდნენ, რისთვის და როგორ ეს დღემდე გაურკვეველი რჩება, მიუხედავად ამ საკითხების ინტერდიციპლინური კვლევისა არა მხოლოდ საქართველოში და საერთოდ კავკასიაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

იმ ტერიტორიებზე, სადაც პროტოქართველები სახლობდნენ იმ პერიოდში, ეს იყო სამხრეთ კავკასიის უდიდესი ნაწილი, ისტორიული ტაო-კლარჯეთის (დიაოხის), ლაზეთის, და მცირე აზიის დიდ ტერიტორიებზე ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს ციკლოპური ნაგებობების მშენებლობა ძვ.წ. III ათასწლეულში, დაახლოებით ძვ.წ. 30-ე საუკუნიდან და გააგრძელეს ასეთი ნაგებობების შექმნა დაახლოებით ძვ.წ. მე-15 საუკუნემდე.






საქართველოს მეგალითები დაუმუშავებელი ლოდებით, მშრალად, დუღაბის გარეშეა ნაშენი. არის სიმაგრეები, საცხოვრებელი კომპლექსები, საკულტო ნაგებობები, სამარხები, ობსერვატორიები და სხვ. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მეგალითები ძალიან ჰგავს სარდინიასა და ესპანეთში გავრცელებულ მეგალითებს. შემოგთავაზებთ დღევანდელი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე გავრცელებული მეგალითების არასრულ სიას, რომლებიც ძვ.წ. მე-3 - მე-2 ათასწლეულით თარიღდება:



თრიალეთის მეგალითები


1. გოხნარის მეგალითები

2. ავრანლოს მეგალითები

3. ჩხიკვთას მეგალითები

4. ბეშთაშენის ციხე

5. ნარდევანის ციკლოპური ციხე

6. სანთას მეგალითური ციხე

7. გუმბათის მეგალითური ციხე - გალავნის ნანგრევები

8. ოზნის მეგალითური ციხე

9. წყურვეთის (საღირეთი) მეგალითები

10. თეჯისის (ჩოლაყის) მეგალითები

11. მამულო-პანტიანის მეგალითები



ჯავახეთის მეგალითები


1. აბულის მეგალითური ციხე

2. შაორის მეგალითური ციხე

3. ტაბაწყურის მეგალითი

4. ფოკას მეგალითები

5. ყაურმას "ყალა"

6. ბუღდაშენის ნაციხარი

7. ხანჩალის (ხვანჩალის მეგალითები)

8. მადატაფას მეგალითები

9. საროს მეგალითები



ბაკურიანი-თორის მეგალითები


1. ბაკურიანის მეგალითები

2. ციხისჯვარის მეგალითი

3. საკოჭავის მეგალითები





როგორც ხედავთ, აქ მოცემულია მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის სია და ისიც არასრული. შესასწავლია საქართველოს ყველა რეგიონი, ასევე ლაზეთი, ტაო-კლარჯეთი, დიდი ალბათობით მცირე აზიის კიდევ უფრო დიდი ნაწილი, დღევანდელი სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიები. ეს მთლიანად პროტოქართველთა მემკვიდრეობა და ჩვენი ისტორიაა. აღსადგენია თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი თავდაპირველად აშენებისას, ანუ ჩასატარებელია რეკონსტრუქცია როგორც მინიმუმ ქაღალდზე მაინც. საწარმოებელია არქეოლოგიური სამუშაოები რომ გაირკვეს როგორმა ხალხმა ააშენა ისინი და რა ტექნოლოგიით. რა გენეტიკის მატარებლები იყვნენ ისინი, რომელი ჰაპლოჯგუფები ჰქონდათ მამაკაცის და ქალის მხრიდან, როგორ გამოიყურებოდნენ, რას მიირთმევდნენ ყოველდღიურად, რას აწარმოებდნენ, რამდენად დიდი დასახლებები ჰქონდათ და ვინ ჰყავდათ ისეთი მტრები, რომ ამდენად ძლიერად გამაგრებული ნაგებობების შექმნა სჭირდებოდათ, რაღაც წარმოუდგენლად დიდი შრომის ფასად. ჩასატარებელია უამრავი ინტერდისციპლინური კვლევა, რომ ყველა მთავარ კითხვას პასუხი გაეცეს და აღდგეს საქართველოს დაკარგული და მივიწყებული ისტორია.

შემოგთავაზებთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარე რამდენიმე მეგალითური ნაგებობის ფოტოს:


საროს მეგალითი. სამცხესაროს მეგალითი. სამცხესაროს მეგალითი. სამცხესაროს მეგალითი. ქვეუბნის ციხე. სამცხე. საროს მეგალითი. სამცხეავრანლო - მეგალითი საქართველოშიავრანლო - მეგალითური ნაგებობა საქართველოშიგოხნარი. ლოდოვანი. ციკლოპური ნაგებობა - ძვ.წ. III-II ათასწლეულებიგოხნარი. ლოდოვანი. ციკლოპური ნაგებობა - ძვ.წ. III-II ათასწლეულებილაბირინთში ჩასასვლელი. გოხნარი. ლოდოვანი. ციკლოპური ნაგებობა - ძვ.წ. III-II ათასწლეულებიწარმოუდგენლად დიდი ძალისხმევაა საჭირო მათ დასაძრავადაც კი,  არათუ გადასატანად. გოხნარი. ლოდოვანი. ციკყაურმას მეგალითური (ციკლოპური) ნაციხარიყაურმას მეგალითური (ციკლოპური) ნაციხარიჩხიკვთას მეგალითიჩხიკვთას მეგალითიჩხიკვთას მეგალითიჩხიკვთას მეგალითიშაორის მეგალითი. სამცხე ჯავახეთი. საქართველოშაორის მეგალითი. სამცხე ჯავახეთი. საქართველოშაორის მეგალითი. სამცხე ჯავახეთი. საქართველოაბულის ციხის ნახაზი. ზედხედითაბულის ციხის კედლით ერთ-ერთი მონაკვეთი



ასევე დაგაინტერესებთ:


1. საქართველო - ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ)

2. პირველი ევრაზიელი ადამიანები საქართველოში ცხოვრობდნენ

3. საქართველო - მეფუტკრეობის სამშობლო

4. საქართველო - კერვის და ქსოვის ტექნოლოგიის სამშობლო

5. საქართველოში გავრცელებული დინოზავრები

6. საქართველო - ოქროს მოპოვების სამშობლო

7. ერექტუსები, ნეანდერტალელები და საპიენსები საქართველოში

8. არუხლო - დიდი აღმოჩენა საქართველოში

9. კავკასიური იოგა

10. ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები

11. როსტოვში პროტოქართველთა სამარხი აღმოაჩინეს

12. დავით აღმაშენებელი და ჯვაროსნები

13. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

14. ქართული მითოლოგია - დობილნი

15. ქართული მითოლოგია - ყურშა

16. ქართული წარმართული კოსმოგონია

17. 100 ათასი მოწამე - მითი თუ რეალობა?

18. ფშავ-ხევსურული მითი სამყაროს შექმნის შესახებ

19. ქართული მითოლოგია - ადგილის დედა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
1683
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1683
  
2019, 25 იანვარი, 18:57
არაა ცუდი აზრი...
2019, 25 იანვარი, 17:54
გადაუღე ფოტოები და დაწერე სტატიაც მერე. გაგვაცანი :)
2019, 25 იანვარი, 16:55
მაგარია. ვფიქრობ საზაფხულოდ დრო გამოინახება და ერთი ცნობილი ციხის შემოგარენში ჯერჯერობით მხოლოდ ჩემთვის ცნობილი გვირაბი მოვინახულოთ.
0 1 3