x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"ტო­ტა­ლუ­რი უსი­ნათ­ლო არ ვი­ყა­ვი, 3%-ს ვხე­დავ­დი..." - უსინათლო კონკურსანტი, რომელსაც "საქართველოს ვარსკვლავში" ოცნება აუხდა
image


მუ­სი­კა­ლუ­რი მე­გა­შო­უს „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე შშმ პირი გე­დე­ვან კევ­ლიშ­ვი­ლი პრო­ექ­ტის თა­ნა­წამ­ყვა­ნი გახ­და. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­და­ცე­მა­ში "პირ­ვე­ლი არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ და ჟი­უ­რის ერთ-ერ­თმა წევ­რმა თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა მი­ი­ღო და კონ­კურ­სანტს თა­ვად აც­ნო­ბა: „გე­დე­ვან, შენ ხარ ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, რაც ალ­ბათ იცი. ვფიქ­რობ, ეს არ უნდა დარ­ჩეს მა­ყუ­რებ­ლი­სა და ეთერს მიღ­მა, ამი­ტომ, სხვა­ნა­ირ გაგ­რძე­ლე­ბას გთა­ვა­ზობთ. "პირ­ველ­მა არ­ხმა" და "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­მა" გა­და­წყვი­ტა, რომ გახ­დე პრო­ექ­ტის ერთ-ერთი თა­ნა­წამ­ყვა­ნი", – გა­ნა­ცხა­და თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.


გე­დე­ვან კევ­ლიშ­ვი­ლი „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში“ წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში უკვე ლა­ივ­კონ­ცერ­ტის დროს გა­მოჩ­ნდე­ბა. მა­ნამ­დე Intermedia.ge კონ­კურ­სანტს ახ­ლოს გა­გაც­ნობთ.


გე­დე­ვა­ნი 33 წლის არის, ცხოვ­რობს თბი­ლის­ში მა­მას­თან და ბე­ბი­ას­თან ერ­თად. 14-15 წლის იყო, როცა გა­და­წყვი­ტა, სპორ­ტით აქ­ტი­უ­რად და­კა­ვე­ბუ­ლი­ყო, "შტან­გის­ტო­ბა" უნ­დო­და და გა­და­მე­ტე­ბულ­მა ვარ­ჯიშ­მა ტრამ­ვამ­დე მი­იყ­ვა­ნა, მხედ­ვე­ლო­ბა და­კარ­გა.


"მინ­დო­და, სპორ­ტს გავ­ყო­ლო­დი, ეს ჩემი თვა­ლე­ბის­თვის არ შე­იძ­ლე­ბო­და, პრე­სის კე­თე­ბის დროს მარ­ჯვე­ნა თვალ­ში ბა­დუ­რა ჩა­მო­მე­შა­ლა. ვე­რა­ფე­რი მიშ­ვე­ლეს, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი უსი­ნათ­ლო ადა­მი­ა­ნებ­საც კი ბევ­რი რა­ღა­ცის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. შეგ­ვიძ­ლია "ფე­ის­ბუ­ქით, " "სკა­ი­პით" კონ­ტაქ­ტი, თით­ქმის ისე­ვე, რო­გორც მხედ­ველ ადა­მი­ა­ნებს. არა­ნა­ი­რი ბა­რი­ე­რი არ არის, ერ­თა­დერ­თი, პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას მქონ­დეს. ბე­ბი­ა­ჩე­მი ქუ­ჩა­ში დღემ­დე დამ­ყვე­ბა, 85 წლის ქალი ერ­თგუ­ლად მეხ­მა­რე­ბა. რომ არა ის, არც არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ბავ­შვო­ბი­დან გამ­ზარ­და და დღემ­დე სულ ჩემ­თა­ნაა, არ მახ­სოვს, სად­მე მინ­დო­დეს წას­ვლა და არ წა­მომ­ყვეს. თხოვ­ნას მის­რუ­ლებს. თუკი რა­მეს შე­იძ­ლე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის უმაღ­ლე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბა და­ვარ­ქვათ, ეს არის. ამი­ტომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რაც კი კარ­გი მომ­ხდა­რა, ბე­ბი­ა­ჩემს უკავ­შირ­დე­ბა.


რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი, რა­ღა­ცას კარ­გავ, რა­ღა­ცას იძენ, შე­იძ­ლე­ბა უც­ნა­უ­რად ჟღერს, მაგ­რამ ახლა უფრო და­ვი­წყე სამ­ყა­როს აღ­ქმა, ვიდ­რე მა­ნამ­დე, როცა ვხე­დავ­დი. ეს პრო­ექ­ტი კი ვგრძნობ, ახალ სი­ცო­ცხლეს მომ­ცემს, მომ­ცემს იმის შეგ­რძნე­ბას, რომ ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბიც წარ­მა­ტე­ბულ­ნი და რე­ა­ლი­ზე­ბულ­ნი უნდა იყ­ვნენ, - გვე­უბ­ნე­ბა გე­დე­ვა­ნი და აგ­რძე­ლებს, - თა­ვი­დან რო­დე­საც მხედ­ვე­ლო­ბა­ზე ტრავ­მის გამო პრობ­ლე­მე­ბი გა­მიჩ­ნდა, ბო­ლომ­დე ჯერ კი­დევ არ მქონ­და მხედ­ვე­ლო­ბა და­კარ­გუ­ლი, ტო­ტა­ლუ­რი უსი­ნათ­ლო არ ვი­ყა­ვი, 3%-ს ვხე­დავ­დი, - წიგ­ნის კი­თხვა, ღამე სი­ა­რუ­ლი არა, მაგ­რამ სი­ლუ­ე­ტე­ბის და­ნახ­ვა შე­მეძ­ლო... ამ პრობ­ლე­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი სტრე­სის გამო, და­ლე­ვა, მო­წე­ვა და­ვი­წყე, რაც ასე­ვე არ შე­იძ­ლე­ბო­და, ხელი არ შე­ვუ­წყე ჩემს და­ა­ვა­დე­ბას და მხედ­ვე­ლო­ბა სა­ბო­ლო­ოდ დავ­კარ­გე.


- ახლა მისი დაბ­რუ­ნე­ბის შან­სი აღარ არის?

- ბა­დუ­რის ჩა­მოშ­ლა მაქვს 2-ივე თვალ­ზე, ალ­ბათ არის რა­ღაც გზე­ბი, რაც მე ზუს­ტად არ ვიცი და ალ­ბათ, დიდ ფი­ნან­სებ­საც მო­ი­თხოვს.


- ბე­ბოს გარ­და კი­დევ ვინ გყავს?

- მშობ­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყუ­რა­დღე­ბა არას­დროს მომ­კლე­ბია. ბე­ბი­ას­თან და მა­მას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ, დედა სა­ბერ­ძნეთ­შია, ემიგ­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნა არ არის ად­ვი­ლი, მაგ­რამ რო­გორც შე­უძ­ლია, მეხ­მა­რე­ბა. ზოგ­ჯერ ჩა­მო­დის და ვნა­ხუ­ლობ. ვცდი­ლობ, ზედ­მე­ტად არა­ვინ შე­ვა­წუ­ხო, ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მით გა­ვა­კე­თო ისე, რომ მშობ­ლე­ბის ხარ­ჯზე ცხოვ­რე­ბამ არ მო­მი­წი­ოს. მა­მა­ჩემს კოქ­სართრო­ზი აქვს და ისე ხში­რად ვერ მეხ­მა­რე­ბა ფი­ზი­კუ­რად, თუმ­ცა გვერ­დში მიდ­გას. ძი­რი­თა­დად ბე­ბია და მა­მი­დაა ჩემ გვერ­დით, ძმაც სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს.


image


- პრო­ფე­სია თუ გაქვს?

- კლა­სი­კუ­რი გი­ტა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩემი მი­ზა­ნი იყო და არის, ხალ­ხს მი­ვა­ნი­ჭო სი­ა­მოვ­ნე­ბა. შე­სარ­ჩევ ტურ­ზეც კო­მე­დი­უ­რი ჟან­რით გა­ვე­დი, ჩემი სა­ხუ­მა­რო სიმ­ღე­რა "ბე­ბოს აჯი­კა" წარ­მო­ვად­გი­ნე. ეს იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის კარ­გი გან­წყო­ბა შე­მექ­მნა და და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე ცოტა გან­მე­მუხ­ტა ისი­ნი. ამას­თან, თვით­რე­ა­ლი­ზე­ბაც მინ­დო­და, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს.


- კონ­კურ­სში სიმ­ღე­რა­ში არ გა­გი­მარ­თლა, თუმ­ცა წამ­ყვა­ნი კი გახ­დი...


- ვერ ვი­ტყვი, რომ სიმ­ღე­რა­ში არ გა­მი­მარ­თლა, რად­გან მაგ სიმ­ღე­რით მი­ვაღ­წიე ზუს­ტად წარ­მა­ტე­ბას. თუმ­ცა ჟი­უ­რის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხმე­ბი, მე ვერ გავ­ქა­ჩავ­დი არა იმი­ტომ, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მაქვს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს მა­ღალ დო­ნე­ზე ავი­დეს, თუნ­დაც ადაპ­ტი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გა­დად უნი­ჭი­ე­რე­სი ხალ­ხი ცხოვ­რობს და ყო­ვე­ლი მე­ო­რე მაგ­რად მღე­რის. ჩემი მი­ზა­ნი იყო, თუნ­დაც სი­უ­ჟე­ტი გა­სუ­ლი­ყო ჩემ­ზე, რომ კი­დევ ერთხელ მო­მეხ­სნა ჩემი მარ­ტო­ო­ბის შეგ­რძნე­ბა. უსი­ნათ­ლო ადა­მი­ა­ნი მარ­ტოა, თუ ფი­ზი­კუ­რად გვერ­დში ადა­მი­ა­ნი არ ჰყავს და რა­ღაც სი­ა­ხე­ლე­ე­ბიც მინ­დო­და ცხოვ­რე­ბა­ში. თუმ­ცა კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მოს­ვლა არ მაკ­ლდა, მაგ­რამ ჩემი ერთ-ერთი ოც­ნე­ბა შო­უ­მე­ნო­ბა, წამ­ყვა­ნო­ბა იყო, რა­დი­ო­ში, ან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. კი, ეს ჩემი ერთ-ერთი ოც­ნე­ბა იყო, რო­მე­ლიც ამიხ­და. ამი­ტომ ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა ამ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებს. შე­ვეც­დე­ბი ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო ლა­ი­ვებ­ზე, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.


გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნია, "ნოვა ფრო­დაქ­შენ­ზის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დი­უ­სე­რი:


- ჩვე­ნი გუნ­დი პირ­ვე­ლია, ვინც სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში, გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა და­ნერ­გა. მათ ისე­ვე უნდა ჰქო­ნო­დათ წვდო­მა, რო­გორც სხვებს. ეს პრე­ცე­დენ­ტი ჩვენ ჯერ კი­დევ 2000 წელს შევ­ქმე­ნით, როცა "ვის უნდა 20 ათას­ში" სრუ­ლი პრო­ექ­ტის ადაპ­ტი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნეთ სა­ი­მი­სოდ, რომ მას­ში შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირს შეძ­ლე­ბო­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მერე იყო რე­ა­ლი­თი თუ სხვა შო­უ­ე­ბი. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო გა­სარ­თო­ბი შო­უ­ე­ბის ინ­კლუ­ზი­უ­რო­ბა და შშმ პი­რე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა. ამის პიკი იყო სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტი "ნი­ჭი­ე­რი", სა­დაც ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დით, რომ შშმ პი­რებს თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად ყვე­ლა პი­რო­ბა ჰქო­ნო­დათ. პრო­ექ­ტში თით­ქმის ყო­ველ სე­ზონ­ზე, რო­გორც სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, წარ­მოდ­გე­ნი­ლი გვყავ­და ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა ფი­ზი­კუ­რი შე­ზღუდ­ვით. პირ­ვე­ლად ჩვენს მე­გა­შო­უ­ში სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან თა­ნა­წამ­ყვა­ნად ავიყ­ვა­ნეთ და პრო­ფე­სი­უ­ლი კონ­ტრაქ­ტი გა­ვუ­ფორ­მეთ გიგო ში­უ­კაშ­ვილს, რო­მელ­საც აქვს და­უ­ნის სინ­დრო­მი. სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცის ადაპ­ტი­რე­ბამ გი­გოს­თვის კი­დევ ერთი ახა­ლი გზა გახ­სნა და დამ­კვიდ­რდა, რო­გორც "ნიუ ნორ­მალ". ჩვენ შშმ პი­რებს მი­ვა­ნი­ჭეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ემუ­შა­ვათ პრა­იმ­თა­იმ­ში. ამან გა­ა­მარ­თლა. ახლა კი, რა­ხან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ჩვე­ნი ხედ­ვა კი და­ემ­თხვა მა­უ­წყებ­ლის მე­ნე­ჯმენ­ტის ხედ­ვას, აქაც ვა­პი­რებთ შშმ ადა­მი­ა­ნე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ინ­ტეგ­რი­რე­ბას. ჩვენ გვჯე­რა, რომ ეს არის ნორ­მა, რო­მელ­საც მო­მა­ვალ­შიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებთ.


image

0
60
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0