x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
აზბესტის მავნებლობის შესახებ
აზბესტი არის ძალიან საშიში მინერალი, რომელსაც ფილტვის, საკვერცხეების და ხორხის კიბოს და მეზოთელიუმიდან განვითარებული იშვიათი ავთვისებიანი სიმსივნის – მეზოთელიომას გამოწვევა შეუძლია. ეს რაც დადასტურებულია. დანარჩენი ავთვისებიანი სიმსივნეების კვალადაც არსებობს ნიშნები, რის მიხედვითაც აზბესტზე შეგვიძლია მივიტანოთ ეჭვი. თუმცა, ეს ეჭვი ჯერ კიდევ ბოლომდე დადასტურებული არ არის.


აზბესტის ზემოქმედება ასევე წარმოადგენს ისეთი საშიში დაავადებების მიზეზს, როგორებიცაა ფილტვის აზბესტური ფიბროზი, პლევრის ბალთა, გასქელება და ემფუზია, რასაც სუნთქვის გაძნელება და ადამიანის ცხოვრების ხარისხის მკვეთრი დაქვეითება შეუძლია.


1993 წლიდან აზბესტი აკრძალულია გერმანიაში, ხოლო 2005 წლიდან – მთელ ევროკავშირში.


საქართველოში 20 წელზე მეტია, რაც აზბესტის წარმოება შეწყდა, თუმცა მისი იმპორტი დღემდე ხორციელდება.



ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია აზბესტის იმ ბოჭკოს იმპორტ-ექსპორტი, რომელიც შეიცავს კროციდოლიტს, ამოზიტს, ანტოფილტს, აქტინოლიტს და ტრემოლიტს. თუმცა აზბესტი – ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველი მინერალი ჩვენს ქვეყანაში დღემდე უპრობლემოდ გამოიყენება მშენებლობასა და ხანძარსაწინააღმდეგო იზოლაციის საშუალებებში, ასევე შენობა-ნაგებობების გადასახურად; ელექტროობაში, როგორც საიზოლაციო საშუალება და მანქანის სამუხრუჭე სისტემაში.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად აზბესტის ზემოქმედებას სამუშაო ადგილზე 127 მილიონი ადამიანი განიცდის მთელ პლანეტაზე.


იმავე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად აზბესტის ზემოქმედების შედეგად დედამიწაზე ყოველწლიურად 107 000 ადამიანი იღუპება (ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკით, ხოლო არაოფიციალურად გაცილებით უფრო მეტი).


აზბესტი ფილტვის ქსოვილებსა და ხორხში ნემსიკავივით ჯდება და იქ მერე წლობით და ათწლეულობით იბუდებს. ამიტომ კიბო აზბესტის მეშვეობით შეიძლება გაჩნდეს ამ საშიშ მინერალთან კონტაქტიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგაც კი.


უკვე 70 წლის წინათ იყო ცნობილი, რომ აზბესტი ფილტვის კიბოს იწვევდა. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მეზოთელიომასაც აზბესტი იწვევს.


განსაკუთრებით საშიში აზბესტი მისი იმ თვისების გამოა, რომ ბოჭკოების გაკეთება შეუძლია. აზბესტის ბოჭკომ ფილტვიდან კუჭამდეც კი შეიძლება ჩააღწიოს და ეს ბოჭკო უძლებს მჟავებს და ტუტეებს, ასევე ძალიან მაღალ ტემპერატურას. ამიტომ ორგანიზმს მისი არც გადამუშავება შეუძლია, არც გამოდევნა. ამგვარად ხდება ორგანიზმში დაბუდებული აზბესტი ქრონიკული ინფექციების წყარო.


ორგანიზმი ამ ინფექციებს ქსოვილების გასქელებით პასუხობს, რაც ავთვისებიანი სიმსივნის წინაპირობაა.


აზბესტი განსაკუთრებით სახიფათოა მაშინ, თუ ადამიანი სიგარეტს ეწევა და ალკოჰოლს ბოროტად მოიხმარს. ქრონიკული დაავადებები და სუსტი იმუნიტეტი, ასევე ყველანაირი ბაქტერიული ინფექციები და ვირუსებიც აზბესტთან კომბინაციაში კიბოს გამომწვევ ძალიან სახიფათო "კოქტეილს" ქმნიან.


აზბესტის სახურავი და შეშის უამრავი ღუმლის მიერ დაყენებული სმოგი ერთად ხშირად ხდება კიბოს და ფილტვის მძიმე ქრონიკული დაავადებების გამომწვევი იმ ადამიანებში, რომლებიც თამბაქოს არ მოიხმარენ და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ.


როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ეჭვი გაქვთ, რომ ოდესმე ცხოვრების მანძილზე აზბესტის ბოჭკო შეისუნთქეთ?


უპირველეს ყოვლისა, უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს. ოჯახის ექიმი შემდეგ გადაგამისამართებთ პულმოლოგთან. უნდა დაინიშნოს რენტგენოლოგიური კვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია. მაგრამ სისტემატიური კომპიუტერული ტომოგრაფია და რენტგენიც ზრდიან თავის მხრივ კიბოს წარმოშობის რისკებს. ამიტომ თქვენ და ექიმმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტოთ, გიღირთ თუ არა მთელი ცხოვრება სხეულის დატვირთვა საკვლევი აპარატების დასხივებით და დროის გარკვეული ინტერვალებით პროფილაქტიკაზე სიარული.

აზბესტი

0
490
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
490
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0