x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რატომ გახშირდა უბედური შემთხვევები და ტრაგედიები 2019 წლის დადგომისთანავე

image
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, დედამიწა ახლა ნეგატიურ ენერგოველშია და სწორედ ამიტომ გახშირდა უბედური შემთხვევები. დღეს განსაკუთრებით მძიმე და ემოციური დღეა, რადგან 21 იანვარს, ერთად მოხდა სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება. რა გავლენას მოახდენს ეს დედამიწაზე და ზოდიაქოს რომელ ნიშნებს სჭირდებათ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, ამის თაობაზე მიხეილ ცაგარელი „რეიტინგს“ ესაუბრა.

- დღეს 9 საათსა და 14 წუთზე იყო პიკი, როდესაც მოხდა სავსემთავრეობა და მთვარის დაბნელება ერთად. ეს არის სამმაგი მთვარის დაბნელება, რომელიც ზეგავლენას ახდენს ყველაზე.

მთვარის დაბნელებას ყოველთის წინ უსწრებს მზის დაბნელება. მზის დაბნელება ჩვენ გვქონდა 6 იანვარს და შესაბამისად, კოსმიური დაბნელებების რთული დერეფანი გავიარეთ, თუმცა სირთულეები ჯერ არ დამთავრებულა.

მთვარის დაბნელების დროს, დედამიწა ხვდება მზეს და მთვარეს შორის, მათი ანტაგონიზმი კი დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. იწვევს დაძაბულობას, ტრავმებს, კონფლიქტებს, ეკონომიურ ავარიებს და ა.შ. შეიძლება ადამიანი არაადეკვატური იყოს ამ დროს და ვერ ახსნას, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი.
განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა საჭიროა დღეს და ხვალ, მაქსიმუმ 25 იანვრამდე გატანს ეს ურთულესი პერიოდი. თუმცა მძიმე პერიოდი ამით არ სრულდება და 5 თვე გაგრძელდება რთული პერიოდი. ამ პერიოდის მანძილზე ნუ მიიღებთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და იოცნებეთ, მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ.

მდგომარეობას სხვა გარემოებებიც ართულებს, 6 იანვრიდან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ამიტომ მისი გეომანტია დაძაბულია. ამავე დროს ომის მმართველი პლანეტა მარსი, ყველაზე აგრესიულ ნიშანში ვერძში შევიდა, რაც ზრდის აგრესიას გარშემო. ავარიები, აფეთქებები, ტრაგედიები... ამასთან არის დაკავშირებული.

მოვუწოდებ პოლიტიკოსებს ეს დღეები თავი შეიკავონ სერიოზული განცხადებებისგან და მნიშვნელოვანი წამოწყებებისგან. არაფერი გამოუვათ და იმედგაცრუება იქნება.
დღეს გავიგე, რომ ჩვენი პრეზიდენტი ევროპაში გაემგზავრა, ეს არის დანაშაული. ეს იცით რას მახსენებს? სააკაშვილმა ორჯერ არ დამიჯერა და მთვარის დაბნელებისას შეხვდა პუტინს. ამან რაც მოუტანა ჩვენს ქვეყანას კარგად იცით!

დღეს მთვარის დაბნელებაზე გაემგზავრა ჩვენი პრეზიდენტი უცხოეთში, თავიდან იქნება დიდი დაპირებები და აღფრთოვანება, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არ იმუშავებს, ან ჩვენს საწინააღმდეგოდ იმუშავებს.
რთულად იგრძნობენ ამას კირჩხიბები, დაღლილობას იგრძნობენ თევზები, მერწყულებს კი ვურჩევ მეტი კონტროლი გამოიჩინონ მეგობრული ღალატის მიმართ. რაც შეეხება ლომებს, მათ ამბიციები გაეზრდებათ, რაც კონფლიქტების საწინდარი გახდება. ამ ნიშნებს სჭირდებათ პირველ რიგში ყურადღება.






0
394
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0