x
image
ვიზა კოხაძე
ემუქრება თუ არა კრიშტიანო რონალდუს საპატიმრო?

imageკრიშტიანო რონალდუს ჯარიმა დაეკისრა საგადასახადო თაღლითობისთვის, რაც ასევე ციხის სასჯელს ითვალისწინებს ესპანური კანონმდებლობით.33 წლის პოტუგალიელი ბომბარდირი, პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი და დღეს "იუვენტუსის" წამყვანი ფეხბურთელი, 16, 5 მილიონი ევროს საგადასახადო ჯარიმას და საგადასახადო თაღლითობისთვის 18, 8 მილიონ ევროს იმსახურებს 23 თვიან ციხის პატიმრობასთან ერთად, მაგრამ იმავე ესპანური კანონმდებლობით, რადგან საქმე გვაქვს პირველ შემთხვევასთან, ის ციხის სასჯელს შეაჩერებს. შავ სამოსში გამოწყობილი რონალდუ საყვარელ ქალთან, ჯორჯიანა როდრიგესთან ერთად მადრიდის სასამართლოში წარდგა ოდნავ გაღიზიანებული და ძალდატანებითი ღიმილით ხვდებოდა პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლებს.imageimageimageპორტუგალიისა და "იუვენტუსის" ვარსკვლავმა მადრიდის სასამართლოს სხდომათა დარბაზში დანაშაული აღიარა და მას ოფიციალურად 18, 8 მილიონი ევრო დაეკისრა ჯარიმის სახით.სასამართლომ მას 23 თვიანი პატიმრობაც შეუფარდა, მაგრამ როგორც პირველადი დამნაშავე არაძალადობრივი დანაშაულისათვის, ის ციხეში არ გაუშვეს. მსოფლიო ვარსკვლავს პრესის გვერდის ავლით უნდოდა შენობაში შესვლა, მაგრამ როგორც წყარო წერს, მის ავტომობილს არ მისცეს უფლება მედიის ყურადღების გარეშე შესულიყო სასამართლოს ეზოში. სასამართლოს პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად ფეხბურთელის "ზეაღმატებული პოპულარობისა", ის არ შეესაბამება "უსაფრთხოების კომპრომისს".imageimage"მანჩესტერ იუნაითედის" ყოფილი ფორვარდის თხოვნა იყო, რომ პრესკონფერენცია ჩაეტარებინა და ისე გაეცა პასუხები ჟურნალისტებისთვის, მაგრამ უარი მიიღო და უფრო მეტიც, მან სასამართლოს შენობა დაათვალიერა და ავტოგრაფებიც დაარიგა. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდუ სამჯერ ზედიზედ ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მფლობელია 2016, 2017 და 2018 წლებში. ის ასევე პორტუგალიის ყველაზე მოქნილი ფეხბურთელია 154 მატჩით და 85 გატანილი გოლით.imageimageმადრიდის სასამართლო ასევე ედავება ხავი ალონსოს ( ფეხბურთელი რონალდუსთან ერთად მადრიდის "რეალში" თამაშობდა და ის "ლივერპულისა" და მიუნხენის "ბაიერნის" ბომბარდირია )გადასახადების დამალვაში და მას რონალდუსგან განსხვავებით, 4 მილიონი ევრო – ჯარიმა და 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება.image imageთავის დროზე დიდი ჯარიმა დაეკისრა ლიონელ მესის, დევიდ ბექჰემს და სხვა ცნობილ ფეხბურთელებს.

0
81
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0