x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა რაოდენობის ცოცხალ ძალას და შეიარაღებას ფლობს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო ძალები

image 2010 წლის 17 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და სეპარატისტული აფხაზეთის "პრეზიდენტმა" სერგეი ბაღაფშმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზეთში რუსული ბაზის შექმნის თაობაზე.
გუდაუთაში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც "ბომბორას" აეროდრომზე იყო განლაგებული აქტიურად ეხმარებოდა აფხაზ სეპარატისტებს შეიარაღებით და ცოცხალი ძალით ქართული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობდა აფხაზეთში.
სურათზე სწორედ შეთანხმების დადების მერე გადაღებული კადრია ასახული, რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი და თავდაცვის მინისტრი სერდიუკოვი დგანან რუსული ბაზის ხელმძღვანელობასთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად.
რუსულ-აფხაზური შეთანხმებით გაერთიანებული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შევიდა აეროდრომი "ბომბორა", ყოფილი სამშვიდობო ძალების ობიექტები, რომლებიც განთავსებული იყო გუდაუთაში. ასევე სამხედრო-საზღვაო პორტი ოჩამჩირესთან, რუსულ-აფხაზური ერთობლივი გარნიზონები კოდორის (დალის) ხეობაში და ენგურჰესთან ახლოს დისლოცირებული სამხედრო გარნიზონი.
გარდა ამისა სამხედრო-ადმინისტრაციული და სამხედრო-სამედიცინო ობიექტები (სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები) სოხუმში, ეშერაში, ახალ ათონში, გუდაუთაში და გაგრაში.
თუმცა რუსების მიერ რეკონსტრუქციის გამო სანატორიუმ "სოხუმის" დახურვამ რუსების მიერ, მძაფრი რეაქცია გამოიწვია აფხაზებში.
რუსები აფხაზებს სთავაზობენ სამხედრო პოლიგონების ერთობლივ გამოყენებას, ამისათვის მცირე რეკონსტრუქცია ჩაუტარეს ოკუპანტებმა "ნაგვალოუს" პოლიგონს, ხოლო "ცაბალის" პოლიგონი პრაქტიკულად თავიდან გააკეთეს, რადგან პოლიგონი მიგდებული იყო ათწლეულების მანძილზე.
2015 წლიდან ოკუპანტებმა სწრაფი ტემპებით დაიწყეს ძირითად სამხედრო ბაზასთან ერთად დამატებითი სამხედრო ბაზების მშენებლობები ოკუპირებულ აფხაზეთში.
ასე ააშენეს სამხედრო ბაზები გალის რაიონში და კოდორის ხეობასთან ახლოს.
ოკუპანტებს სამხედრო ბაზა ხელშეკრულებით 49 წლით დაუკანონეს სეპარატისტებმა. აქვე უნდა ითქვას, რომ ოკუპანტები სეპარატისტებს არც მეშვიდე სამხედრო ბაზით სარგებლობაში და არც სხვა ობიექტების გამოყენებაში არაფერს არ უხდიან.
სეპარატისტული აფხაზეთის "არმია" იმდენად მოძველებული ტექნიკითაა შეიარაღებული, რომ ქართულ შეიარაღებულ ძალებთან კონფლიქტის შემთხვევაში მინიმალური შანსიც კი არ აქვთ რაიმე უპირატესობაზე.
რუსულ მეშვიდე ბაზაზე განლაგებულია სატანკო და მოტომსროლელი ქვედანაყოფები.
ოფიციალური ინფორმაციით ოკუპირებულ აფხაზეთში ოკუპანტების სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა 4 000-ია, თუმცა ჩემი ინფორმაციით ეს ციფრი 6 000-ია.
აქ არ იგულისხმება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო ძალების სამხედრო მოსამსახურეები.
და მაინც რა შეიარაღებას ფლობენ ოკუპანტები უშუალოდ მეშვიდე ბაზაზე!
ბაზაზე განლაგებულია Т-90А ; 120 ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80А; 18 თვითმავალი ჰაუბიცა 2С3 «Акация»; 12 ნაღმსატყორცნი 2С12 «Сани»; 18 ზაპლური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-21 «Град»; 24 ბუქსირებადი ჰაუბიცა Д-30; ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300 4 ერთეული გამშვებით.
თუმცა თავადაც მიხვდებით აქ მოცემული ტექნიკა ზღვაში წვეთია რეალურ შეიარაღებასთან შედარებით, რაც ბოლო წლების მანძილზე შეიტანეს რუსებმა ოკუპირებულ აფხაზეთში.
ჩემი მონაცემებით ოჩამჩირის ბაზაზე დისლოცირებულ დანაყოფს 4 ერთეული ზაპლური ცეცხლის სისტემა "სმერჩი" გააჩნია შეიარაღებაში, გალის რაიონში ერთერთ ბაზაზე კი "ბურატინოს" მოდერნიზებული ვერსიის ასევე 4 ერთეული დანადგარია განთავსებული.
ასევე საუბარი იყო (მე ვერ დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ მის რეალურობას) 3 ერთეულ ტაქტიკურ-ოპერატიულ სარაკეტო კომპლექსზე, რომლებიც ჩაიტანეს ასევე მეშვიდე ბაზაზე.

imageimageimageimageimage image







0
238
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0