x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
WhatsApp-მა მესიჯის გაგზავნის წესები გაამკაცრა

image


WhatsApp-მა ცრუ ამბების გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში მომხმარებლებს ჩატში ერთი და იმავე მესიჯის 5-ჯერზე მეტად გადაგზავნის უფლება შეუზღუდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამ შეზღუდვამდე მომხმარებელს ერთი შინაარსის მესიჯის 20-ჯერ გაგზავნის უფლება ჰქონდათ. კომპანიამ ეს სიახლე ჯერ კიდევ ინდოეთის ბაზრისთვის 6 თვის წინ წარადგინა.

როგორც WhatsApp-ში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ახლო კონტაქტებს შორის პრივატული მესიჯების დაცულობას.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ WhatsApp-ი პიროვნების ნამდვილობის დასადგენად Android-ზე თითის ანაბეჭდს გამოიყენებს.



0
58
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0