x
მეტი
  • 23.04.2019
  • სტატია:89001
  • ვიდეო:339415
  • სურათი:451480
დელფო-ძველი ბერძნების სასულიერო ცენტრი-მსოფლიოს საოცრებები

დელფო ძველი ბერძნული სამყაროს სასულიერო ცენტრი იყო.

უძველესი ხალხი დელფოს კურთხეულად მიიჩნევდა.მთა პარანსის კალთებზე აგებული უძველესი ტაძრებიდამ, ძეგლებიდან და ქანდაკებებიდან.

image


ცენტრალური საბერძნეთის დაბლობებზე გაშენებული დელფო ანტიკური საბერძნეთის მნიშვნელოვანი რელიკვიების საცავია.ბერძნებს სწამდათ, რომ დელფო მსოფლიოს ჭიპი იყო, ადგილი სადაც მიწისა და ზეცის ზედაპირი ერთმანეთს ეხებოდა.

ლეგენდის თანახმად ზევსმა დედამიწის ბოლოდან 2 არწივი გამოუშვა და გამოაცხადა, სადაც ისინი შეხვდებიან დედამიწის შუაგულიც ის იქნებაო.არწივები დელფოში შეხვედრიან ერთმანეთს.იმ ადგილას კარგა ხანს ჩუქურთმებიანი ქვა "ომფალოსი" იდგა.დელფო წმინდა და მაგიური ქალაქი იყო.მისი შემორჩენილი ნანგრევებიდან ყველაზე ცნობილი აპოლონის ტაძარია, რომელშიც ქურუმი ქალი მისანი პითია იჯდა.ტრანსში ჩავარდნილი პითია შეკითხვებს პასუხობდა და მომავალს წინასწარმეტყველებდა.ამ მისანს სტუმრობდა ალექსანდრეს მამა ფელიპე მეორე, რომელსაც პითიასგან გაუგია თავისი მკვლელობის შესახებ.ამ ტაძრის ადგილას დღეს მხოლოდ ნანგრვებიღა შემორჩა.

imageდელფოში სხვა საოცრების ხილვაც შეგვიძლია.ეს არის ათენას ტაძრის თოლოსი.პატარა სვეტებიანი წრიული ფორმის შენობა ძვ.წ 370 წლით თარიღდება და დღეს ის ნაწილობრი რესტავრირებულია.დელფოში 4წელიწადში ერთხელ ოლიმპიური თამაშების წინამორბედი პითიური თამაშები იმართებოდა.ტურისტებს დღესაც შეუძლიათ ანტიკური ათლეტების ქანდაკებების და მათ შორის "დელფოელი მეეტლის" ხილვა.

image

დელფო ასევე მსოფლიოს ულამაზესი თეატრითაც იწონებს თავს.აპოლონის ტაძრის ზემოთ, მთის ფერდობზე აშენებულ თეატრში მაყურებლის თვალწინ არა მხოლოდ სცენა ჩანდა, არამედ სატაძრო კომპლექსი და ულამაზესი ხეობა.


იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ დელფოს მშვენიერ ნანგრევებში სტუმრების თვალწინ საბერძნეთის მითიური წარსული ცოცხლდება.

0
39
6-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0