x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სასწაულმოქმედი ზეთები ძვირადღირებული კრემების ნაცვლად
დრო დაუნდობელია ისეთი მშვენიერი ქმნილებების მიმართაც კი, როგორებიც ქალები არიან. წლები მათ სახეზე ნაოჭების ბადეს ღარავენ და პიგმენტურ ლაქებსაც ხატავენ.

რაც უფრო მშრალი კანი აქვს ქალს, ეს უსიამოვნო მოვლენებიც უფრო ადრე იჩენს თავს. სწორედ ამიტომ გვირჩევენ კოსმეტოლოგები, რომ სახის კანი რეგულარულად დავატენიანოთ. ნატურალური ზეთები ამ დავალებას უფრო კარგად უმკლავდებიან, ვიდრე ძვირადღირებული დამატენიანებელი კრემები.image

საუკეთესო ზეთები სახისთვის

1.ჟოჟობას ზეთი

ჟოჟობა-მარადმწვანე მცენარეა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში ხარობს. მისი ზეთი უნიკალური თვისებებით გამოირჩევა.


ჟოჟობას ზეთი შეიცავს ეიკოზენის მჟავას, რომელიც აუმჯობესებს უჯრედულ ცვლას და უჯრედების რეგენერაციას. სასარგებლოა კანისთვის ასევე ამ ზეთში შემავალი ბეგენოვის, ოლეინის და ნერვონის მჟავები. ჟოჟობას ზეთში შემავალი კოლაგენი კი თითქმის იდენტურია ადამიანის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული კოლაგენისა.

image

2.კასტორის ზეთი

კასტორის ზეთს თმების, წამწამების, წარბების გასაზრდელად და გასაძლიერებლად ხშირად იყენებენ. ეს ზეთი სასარგებლოა სახის კანისთვის, თვალის გარშემო ნაზი კანისთვის. ის შეიცავს ოლეინის, ლინოლინის, რიცინოლის მჟავებს, რომლებიც სწრაფადშსეიწოვებიან კანში. სხვა ზეთებისგან განსხვავებით, გაშრობის შემდეგ, კანზე ცხიმოვან ფენას არ ტოვებს.

image

3.ზეითუნის ზეთი

ეს ზეთი უნივერსალური საშუალებაა.ის შეგიძლიათ როგორც გარეგანი, ისე შინაგანი მოხმარებისთვის გამოიყენოთ. ეს ზეთი შესანიშნავად ატენიანებს და კვებავს სახის კანს. გარდა ამისა, ის შეგიძლიათ სხვა კოსმეტიკურ საშუალებებშიც ჩაუმატოთ, მაგალითად ღამის ან დღის კრემში და ისე იხმაროთ.image

4.ნუშის ზეთი

ნუშს სასარგებლო თვისებების ჩამონათვალის საკმაოდ ვრცელი ნუსხა აქვს. მდიდარია ცილებით და უჯერი ცხიმებით, ვიტამინებით, მაგნიუმით, კალციუმით და სხვა მინერალებით, რომლებიც კანს სიღრმისეულად კვებავენ.

ნუშის ზეთს მსუბუქი მათეთრებელი ეფექტიც აქვს. ის მომჭკნარ კანს აცოცხლებს და ტონს უბრუნებს.

image

5.სელის ზეთი

სხვა ზეთებისგან განსხვავებით, სელის ზეთი პროტეინებს შეიცავს. სწორედ მათი ზემოქმედებით აიხსნება სახის კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. რეგულარული გამოყენების დროს სელის ზეთს ლიფტინგის ეფეტი აქვს. სახის ოვალის გამოკვეთა ოპერაციის გარეშე-ეს ისაა, რაზეც ბევრი ქალი ოცნებობს.

image

6.ასკილის ზეთი

ასკილის ზეთი 15-ზე მეტ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს.ლინოლევის და ლინოლენის მჟავები ეპიდერმისის დამცავ ფუნქციებს აძლიერებენ. ეს ზეთი ასევე მდიდარია A ვიტამინით, რომელიც კანის ასაკობრივ ცვლილებებს ებრძვის, და შეიცავს ასევე С ვიტამინს, რომელიც კანს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს და მას ჟანგბადით ამდიდრებს.

image

7.ქაცვის ზეთი

ეს ზეთი ფოსფოლიპიდებს შეიცავს, რომლებიც კანში ცხიმის გაცვლას აღადგენენ. მისი წასმის შემდეგ კანი არ ცხიმიანდება და არ პრიალებს. შეიცავს ასევე სტერინებს, ანთებისსაწინააღმდეგო ნივთიერებებს, რომელთაც ანტისეპტიკური მოქმედება გააჩნიათ.

ქაცვის ზეთში შემავალ ხილის მჟავებს გამაახალგაზრდავებელი და სამკურნალო ეფექტი აქვთ, ათანაბრებენ კანის ფერს, ხელს უწყობენ ჭრილობის შეხორცებას და ხსნიან გაღიზიანებას.

image

8.ატმის ზეთი

ატმის ზეთში შემავალი А და Е ვიტამინები აუმჯობესებენ კანის ტურგორს( ტურგორი-ქსოვილების ნორმალური ტონუსი მათში სისხლისა და ლიმფის საკმარისი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში). ატენიანებენ და ათანაბრებენ კანს. ვიტამინი В15 აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქსოვილებში. ამ ზეთის გამოყენების შემდეგ კანი ატამივით ხავერდოვანი ხდება.

image

9.ქოქოსის ზეთი

ეს ზეთი მირისტინის და ლაურინის მჟავებს შეიცავს, რომლებიც კანზე გამაახალგაზრდავებელ ზემოქმედებას ახდენენ. ფოლიუმის მჟავა და თიამინი კი გამონაყარს ებრძვიან. ამ ზეთს მარეგენირებელი თვისებები გააჩნია და კანს უჯრედულ დონემდე ანახლებს.

image

ეს საშუალებები ნატურალურია და არავიათარ ზიანს არ მოგაყენებენ. რომელი ზეთი უფრო შეგეფერებათ, თქვენი გადასაწყვეტია: დააკვირდით სახის კანს:ის უფრო მკვრივი, დატენიანებული და შეხებით სასიამოვნო უნდა გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ ზეთის გამოყენების შემდეგ, კანი ცხიმიანი არ გახდეს და ცხიმოვანი ფენა არ წარმოიქმნას სახეზე. ამ შემთხვევაში, ზეთი შეცვალეთ.

0
2078
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2078
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0