x
მეტი
  • 19.02.2019
  • სტატია:86263
  • ვიდეო:336567
  • სურათი:446513
რატომაა აუცილებელი ბავშვისთვის მუსიკალური განათლება

რაში სჭირდება ბავშვს მუსიკის სწავლა, თუ ნიჭი არ აქვს და მუსიკოსი არ გახდება? - სწორედ ასე ფიქრობს მშობლების უმრავლესობა. მართლაც, ისინი უფრო მეტ სარგებელს სპორტსა თუ უცხო ენების სწავლაში ხედავენ, რადგან მათი პლუსები უფრო თვალსაჩინო და ცხადია.

ამ სტატიაში სწორედ იმ უპირატესობას დაგანახვებთ, რაც მუსიკას გააჩნია და მოგიყვებით, თუ რა ზეგავლენას ახდენს მუსიკა ბავშვის განვითარებაზე.

image

საზოგადოების ღირსეული წევრი რომ გაზარდონ, მშობლები პირველ რიგში ორიენტაციას ახდენენ ბავშვში ინტელექტის განვითარებაზე: ეძებენ საუკეთესო სკოლას, ატარებენ კლასგარეშე გაკვეთილებზე, ქირაობენ რეპეტიტორებს, რათა მომავალში მათი შვილი პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდეს. ამ დროს ბევრ მშობელს ავიწყდება ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი - ბავშვის ემოციური განვითარება. შედეგად, ვიღებთ ჭკვიან ბავშვს, რომელიც ვერ გამოხატავს ემოციებს, არ აქვს განვითარელი თანაგრძნობის უნარი და უჭირს ცუდისა და კარგის გარჩევა.

მუსიკალური განათლება არა მარტო მუსიკის ხელოვნებას აცნობს ადამიანს, არამედ მის განვითარებასაც უწყობს ხელს.

იმის შესახებ, რომ მუსიკა ადამიანის ემოციიურ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ჯერ კიდევ პითაგორა საუბრობდა. მისი მიმდევრები მუსიკას უწოდებდნენ ღმერთის საჩუქარს, რომელიც ადამიანის სულს აკეთილშობილებს.

მუსიკის სასწავლად, გულმოდგინე შრომის გარდა, მოგიწევთ ყურადღების კონცენტრირება პატარ დეტალებზე. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მუსიკოსობას არ აპირებთ, მუსიკის გაკვეთილებზე შეძენილი უნარები და ჩვევები ცხოვრების ყველა ეტაპზე, ყველა საქმიანობაში გამოგადგებათ.

imageსიმებიანი და კლავიშებიანი საკრავები შესანიშნავად ავითარებენ წვრილ მოტორიკას და მოძრაობის კოორდინაციას, ხელს უწყობენ სივრცითი აზროვნების განვითარებას.

მუსიკა არა მარტო ბავშვებისთვის, დიდებისთვისაც სასარგებლოა. პრაქტიკულად ვერ შეხვდებით მუსიკოსს, რომელიც ხანდაზმულ ასაკში ალცჰაიმერით ან პარკინსონითაა დაავადებული. გარდა ბავშვის ემოციური განვითარებისა, არსებობს კიდევ 10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ასწავლოთ ბავშვს მუსიკა:

1. ადამიანი, რომელიც მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს, უფრო წარმატებულია საზოგადოებაში და სხვების ინტერესს იწვევს. სოციუმი პატივს სცემს ასეთ ადამიანებს.

2.ბავშვი, რომელიც მუსიკალურ საკრავზე უკრავს, ხშირად ისმენს უფროსებისგან საქებარ სიტყვებს, ეს მეტ სტიმულს აღძრავს მასში და თავდაჯერებას მატებს. მუსიკა შემოქმედებით უნარებს ავითარებს ბავშვში.

3.მუსიკის სწავლა ნებისყოფას, დისციპლინას მოითხოვს. შესაბამისად, ბავშვს, რომელიც მუსიკას წავლობს, ეს უნარები გამოუმუშავდება.

4.მუსიკა ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობასაც გამოუმუშავებს: მისდიოს მკაფიო ინსტრუქციებს და მიიყვანოს დაწყებული ბოლომდე. ბავშვი ერთდროულად სწავლობს სამყაროს კრეატიულ აღქმას და გულმოდგინებას.

5.მუსიკის სწავლის დროს თანაბრად ვითარდება ტვინის ორივე ნახევარსფერო. აიღო ზუსტი ნოტები კლავიატურაზე, დაიმახსოვრო ნოტები, მართო აბსტრაქტული მუსიკალური ფიგურები-ეს შესანიშნავი პრაქტიკაა ინტელექტის სავარჯიშოდ, ლოგიკის და გონებრივი შესაძლებლობების გასავითარებლად.

6.ბავშვები, რომლებიც მუსიკალურ საკრავზე უკრავენ, უფრო კარგი მეტყველებით და წერის უნარებით გამოირჩევიან, კარგად ითვისებენ უცხო ენებს.

7.მუსიკა, თავისი ბუნებით, სტრუქტურულია. ამიტომ, მომავალი პროგრამისტები დიდ გამოცდილებას მიიღებენ, თუ ბავშვობაში მუსიკას ისწავლიან.

8.ბიჭები, რომლებიც მუსიკას სწავლობენ, უფრო მეტი გრძნობებით გამოირჩევიან, გოგონები კი სწავლობენ უფრო გაბედულნი გახდნენ. ბავშვები, რომლებიც მუსიკას სწავლობენ, უფრო გულისხმიერები, ლმობიერნი არიან და ამასთან ერთად - მტკიცენი, მუდამ მზად ნებისმიერი სიძნელეებისთვის.

9.ადამიანები, რომლებიც მუსიკას სწავლობდნენ, არტისტულობით გამოირჩევიან, რადგან ემოციების გამოხატვა უფრო კარგად შეუძლიათ.

10.როცა ბავშვი ინსტრუმენტთანაა, ის ერთდროულად უკრავს, უსმენს, ნოტებს კითხულობს, ითვლის ტაქტს. ეს ყველაფერი ბავშვს მომავალში აუცილებლად დაეხმარება ერთდროულად რამდენიმე საქმე გაუმკლავდეს ხარისხიანად.

image

0
80
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0