x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
,, დიდი თამარი"

ვაჟა ფშაველა

image

დიდი თამარი

ქალო, ქართველთა სულისდგმავ,

ქალო, ქართველთა დედაო!

ტყუილად ვამბობთ შენ სიკვდილს,

თამარს ცოცალსა გხედაო.

რუსთველის ქებას ჩვეულო,

მეც ქებას გაგიბედაო.

როს ვგრძნობ, იმისებრ ვერ ვმღერი,

რად არ ვჩუმდები ნეტაო?!

არ მოგეწონოს , იქნება,

სთქვა: “ რისთვის ითავხედაო,

მონად აღზრდილმა მოლექსემ

სალამი გამიბედაო?! "

გულში გვინთიხარ ლამპრადა,

ნათობს და არა ქრებაო.

შენს და შოთაის მარჯვენას ვემთხვიე ზედიზედაო.

შენა ხარ ერის სიცოცხლე,

თავი არ მომიკვდებაო!

მოწყალედ გვექმენ ქართველთა,

ჩემო ლამაზო დედაო!

დიდი თამარი

1
156
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
156
  
2019, 22 იანვარი, 3:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1