x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ამოხსენით გამოცანა და გაიგეთ, შეგიძლიათ თუ არა დეტექტივობა (პასუხი აქვს)

ბავშვობაში თითქმის ყველა დეტექტივებით არის გატაცებული, ხოლო უმრავლესობის საყვარელი პერსონაჟი შერლოკ ჰოლმსია და შესაძლებელია, ზოგიერთისთვის, დეტექტივები პროფესიის არჩევის მოტივაცია კი ყოფილიყო...

აქ სწორედ დეტექტიურ ისტორიას გთავაზობთ, რომელშიც ახალგაზრდა კაცი მოკლეს, – ეჭვმიტანილი კი, 3 კაცია. თქვენ შეგიძლიათ არსებული საქმე შეისწავლოთ, დამნაშავე იპოვოთ და პარალელურად, საკუთარი ინტუიცია და დედუქციური აზროვნების დონე შეამოწმოთ.


image


ორშაბათ დილით, ინსპექტორი სვედიშის ბინაში ზარის ხნმა გაისმა. რეკავდა მისი ბავშვობის მეგობარი ბარტონი, რომელმაც ინსპექტორს აცნობა, რომ Barton & Design-ის მამაკაცის სამოსის, მის ელიტურ მაღაზიაში მკვლელობა მოხდა. მოკლული მაღაზიის კონსულტანტი მარკ გრინბერი იყო, რომლის გვამი მაღაზიის დამხმარე სათავსოში არმოაჩონეს. მარკი 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი იყო, მავნე ჩვევების გარეშე, ჰყავდა ძაღლი და მაღაზიაში მუშაობა, დაახლოებით, 1 წელის წინ დაიწყო.

სათვალთვალო კამერებზე არაფერი იყო დაფიქსირებული, რადგან როგორც მაღაზიის დაცვის უფროს თქვა, მკვლელობის მომენტში, შუქი გაითიშა და შესაბამისად, კამერებიც გამორთული იყო.


image


დეტექტივი სასწრაფოდ გაემართა დანაშაულის ადგილზე, სადაც ასეთი სურათი დახვდა:


image


მან ყველაფერი დეტალურად დაათვალიერა. ოთახში ნივთები აქეთ-იქით იყო გადაყრილი. ყველა ყუთი გახსნილი იყო და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს დამნაშავე რაღაცას ეძებდა. ეჭვმიტანილი 3 იყო: მოლარე — არტოში, მამაკაცი ჩემოდნით — გრინჩი და ხელზე სახვევიანი — ბლეკბერი. ისინი მკვლელობის მომენტში, მაღაზიაში იყვნენ და ერთ-ერთი მათგანი უეჭველად დამნაშავე იყო.

მაღაზიის დაცვის უფროსის ჩვენებიდან გაირკვა, რომ როდესაც ელ. ენერგია გაითიშა, უსაფრთხოების სისტემამ კარები დაბლოკა და მაღაზიაში შესვლა ან იქიდან გასვლა შეუძლებელი იყო. ხოლო, როდესაც აღმოაჩინა, რომ მაღაზიაში მკვლელობა მოხდა, სინათლის მოსვლის შემდეგ, გასასვლელები თავად დაბლოკა.


image


დეტექტივმა დანაშაულის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ეჭვმიტანილებიც შეათვალიერა და რამდენიმე დეტალი შენიშნა, რომელიც მკვლელზე მიუთითებდა. მან პოლიცია გამოიძახა. ხოლო, 5 დღის შემდეგ, სასამართლო გაიმართა და ეჭვმიტანილი დამნაშავედ სცნეს.

კითხვა: ვინ არის მკვლელი და რომელი დეტალები დაეხხმარა ინსპექტორს დამნაშავის პოვნაში?




image

პასუხი:


I ნაბიჯი


ინსპექტორმა დედუქციური მეთოდით გამოავლინა, რომ მკვლელი ცაცია იყო.


image


II ნაბიჯი


მამაკაცი სახვევიანი ხელით საეჭვოდ გამოიყურებოდა. ჯერ ერთი, არავინ დადის მოტეხილი ხელით სამოსის შესაძენად? თან, მას ისეთივე მაისური ეცვა, როგორიც დამხმარე სათავსოში ეკიდა.


image


III ნაბიჯი


ეჭვმიტანილის თაბაშირის ფორმა ძალიან ჰგავდა ცეცხლსასროლი იარაღის ფორმას, რაც ბლეკბერის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხილი იყო.


image


ძიების შედეგად დაადგინეს, რომ: I. ბლეკბერი ადრე ამ მაღაზიაში მუშაობდა და მას სწორედ მაღაზიის სამუშაო ფორმა (ზოლიანი მაისური) ეცვა. იგივე სახის მაისური დამხმარე სათავსოშიც ეკიდა. II. ყოფილი თანამშრომელი შეუფერხებლად შევიდა დამხმარე განყოფილებაში, რადგან ის მკვლელობამდე, ცოტა ხნით ადრე, სწორედ ამ მაღაზიაში მუშაობდა და როგორც თავად ფიქრობდა, სამუშაოდან გრინბერგის მიზეზით გაათავისუფლეს. III. სათავსოში მას მარკ გრინბერგი დახვდა. ის სამუშაოზე ახალი მისული იყო და მისი ფორმა ჯერ კიდევ საკიდზე ეკიდა. IV. იარაღი ბლეკბერს მართლაც თაბაშირში ჰქონდა დამალული.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image

5 გამოცანა «ტვინის განძრევის» დიდოსტატებისთვის (პასუხები აქვს)

იპოვეთ ქურდები. კრიმინალური გამოცანები (პასუხები აქვს)

კრიმინალური გამოცანები (პასუხები აქვს)

1
430
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
430
  
2019, 8 თებერვალი, 1:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1