x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ბავშვთა ფსიქოლოგი მასწავლებლების შემდეგ მშობლებს მიმართავს:''მშობლებო! ნუ მოსთხოვთ სკოლას მხოლოდ ცოდნას, გაუმართეთ დიალოგი...''

ბავშვთა ფსიქოლოგი და ჰუმანური პედაგოგი, შალვა ამონაშვილი მასწავლებლების შემდეგ მშობლებს მიმართავს


image

ალბათ გახსოვთ ფსიქოლოგის ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მასწავლებლებისადმი(დაკლიკეთ სანახავად)


ამჟამად, შალვა ამონაშვილი მშობლებს მიმართავს:


✔ სკოლა დღეს დახურულია. მშობლებს არ გიშვებენ სკოლაში! მიდით და უთხარით მათ, გაგიხსნან სკოლის კარი! დაწერეთ ინტერნეტში, გაზეთებში.


✔ მშობლებო! ნუ მოსთხოვთ სკოლას მხოლოდ ცოდნას, გაუმართეთ დიალოგი. ახლანდელი დედებისა და მამების ცნობიერება ძალიან გაფართოებულია. მათ შეიძლება პედაგოგიკაზე გაცილებით დიდი წარმოდგენა ჰქონდეთ, ვიდრე ზოგიერთ მასწავლებელს.


✔ ჩვენ სკოლიდან ღმერთი გავაძევეთ! მასწავლებელს ვეკითხებით, როგორ სწავლობს ჩვენი შვილი. არადა, უნდა ვეკითხებოდეთ, როგორი ადამიანი იზრდება ჩემი შვილი?



✔ ორიანები და ხუთიანები არ ქმნიან ადამიანს. პირიქით, აუბედურებენ. ხუთიანებზე დამოკიდებული ადამიანი დაღუპულია.


✔ ბავშვები არ არიან მოსიარულე ციფრები 1-დან 10-მდე. ნიშნებს არ მიაქციოთ ყურადღება და არ დაიჩაგროთ გული. არც ხუთოსანი შვილით იტრაბახოთ. გავა დრო და ზოგიერთი ოროსანი უფრო წინ წავა, ვიდრე თქვენი ხუთოსანი შვილი.


✔ რასაც სკოლა ვერ აძლევს და არ აძლევს მოსწავლეს, იქნება თქვენ მაინც მისცეთ შვილებს ოჯახში. სულიერება, კეთილშობილება, სიმშვიდე, სიხარული, მოთმინება და მომავლისკენ სწრაფვა, იქნებ თქვენ მაინც გაუჩინოთ. იმიტომ რომ სკოლა ამაზე არ აზროვნებს. იქ მხოლოდ ცოდნა, ჩვევები და შესაბამისი ნიშნები.


✔ თანამედროვე ბავშვი ვერ ეგუება ძველი ყაიდის მასწავლებელს. ის სულ სხვა გონებრივი და სულიერი განვითარებისაა. მას ცოდნა უდუღს თავში და არ აკმაყოფილებს ჩვენი შეთავაზებული -„აბა, დაფასთან გამოდი!“, „- აბა მაჩვენეთ ასო აააა!“, „-გადავშალოთ საშინაო დავალების რვეულები!“ და ა.შ.


✔ ბავშვს ყველაფერი შეუძლია. უსაზღვროა მისი შესაძლებლობები. თუ რამე შეზღუდავს მას, ჩვენი პედაგოგიკაა. აკრძალვების, ჯიჯგვნის პედაგოგიკა. ვზრდით ამ პირობებში და გვინდა ბავშვი ზრდილი და კეთილი გამოგვივიდეს. უნდა გავხსნათ ჩვენი პედაგოგიკისთვის განვითარების ალაყაფი.


✔ მასწავლებლებთან ურთიერთობაში უნდა იყოთ ფრთხილი, რადგან მასწავლებლები ადამიანები არიან. დაიჩემებს ზოგიერთი მათგანი ან მე ან ეს ბავშვი და შურს იძიებს თქვენს შვილზე. იყავით ფრთხილი, რომ თქვენს კონფლიქტში ბავშვი არ გაიჭყლიტოს. ეცადეთ გააოცოთ მასწავლებელი. უთხარით, როგორ უყვარს ის თქვენს შვილს. სთხოვეთ დაგეხმაროთ ცალკეულ საკითხში. თუ ყურად იღო თქვენი თხოვნა, იმ წუთას მადლობა გადაუხადეთ. მასწავლებელსაც უნდა გაზრდა თქვენთვის. თქვენ უნდა ამოზარდოთ ამ კაცში თუ ამ ქალში თქვენი შვილისთვის მასწავლებელი. უნდა განაწყოთ ეს ადამიანი თქვენი შვილისთვის.


✔ გაუფრთხილდით სიტყვა მასწავლებელს. გაიხსენეთ, ჭკვიანი კაცის ნათქვამი, არავინ შენი მტერი და შენი მეგობარი არ არის, ისინი შენი მასწავლებლები არიან!


✔ ბავშვის თვალში მასწავლებელი არ დაამციროთ, მაგრამ მასწავლებელთან გახსენით ანგარიში.


✔ ბავშვს ცუდი არ ელაპარაკოთ მასწავლებელზე, მაგრამ როცა პედაგოგთან იქნებით, სთხოვეთ, დაგანახოთ ჰუმანური პედაგოგიკა. აუხსენით, რომ ეს თქვენ გჭირდებათ მის შესაქებად. რომ დაწეროთ მასზე. სთხოვეთ, მოგცეთ ამის შესაძლებლობა.


✔ ხშირად უამბეთ შვილს თქვენს მასწავლებელზე, თქვენს ბავშვობაზე, რადგან ის ამ დროს თქვენში თავის თავს ხედავს.


✔ გახსოვდეთ, რომ კლასიკური პედაგოგიკა ჰუმანურია!




<<ასევე საინტერესოა>>

*

''worldatlas''-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა



image


მსოფლიოს 6-მა წამყვანმა ქვეყანამ სკოლაში ტელეფონები საერთოდ აკრძალა



image


''მასწავლებელებს ხელფასი გაეზარდოთ კი არა, ბევრი მათგანი საერთოდ გასაშვებია სკოლიდან'' - მწვავე შეფასება მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდაზე



image


მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი უქმდება – ცვლილება პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემაში



image


სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ



image


გაუქმდება თუ არა საატესტატო(CAT) გამოცდები და რა ცვლილებებია დაგეგმილი განათლების სისტემაში



image


2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები



image


როგორ უნდა ჩატარდეს ინგლისურის გაკვეთილი სასიამოვნოდ?



image

1
1468
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
1468
  
2019, 22 იანვარი, 3:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1