x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ნაციონალები თბილისის მერის დანაბარებს ასრულებენ და მთაწმინდიდან გამოექანენ..

image
კვირა დღეა, ვიფიქრე ცოტას გამოვიძინებ-მეთქი, არსად ვარ წასასვლელი, სამსახური მგელი არ არის, კვირაობით ტყეში არ გარბის...
ხახახახახა!
ეს მე მსუბუქად ვიხუმრე, რადგან არ ვმუშაობ და რცხვენოდეს ყველას, ვინც არ მასაქმებს!
მაინც კვირაა, ტრადიციებს არ ვღალატობ და ცოტა ხანგრძლივი ძილი მიყვარს, ასე 12-მდე, პირველამდე.
ზოგჯერ სამამდე-ოთხამდე.
ზოგჯერ შვიდამდე-რვამდე.
ზოგჯერ კი, არც ვიღვიძებ, ორშაბათამდე მძინავს და სიზმარში ვხედავ, როგორ ყვავის და ხარობს ბარაქა საქართველოში.
ეს კვირაც მინდოდა ძილი გამეგრძელებინა, მაგრამ რაღაც ბაგა-ბუგმა შემაწუხა.
შემაწუხა და ჩემი გაღვიძება დაიწყო.
ჯერ ვიფიქრე, საკუთარმა ორგანიზმა ხომ არ მითხრა, ადექი-გადი, სველ წერტილში ნახე რა ხდება.
მაგრამ არა!
სხვა ბაგა-ბუგი იყო.
გავიღვიძე, ყური დავუგდე:
ბაგა-ბუგ ბაგა-ბუგ ბაგა-ბუგ...
"ვააა..." -გავიფიქრე-"იქნებ დინოზავრები დაბრუნდენ, მე კი ასე მოუმზადებელი ვარ, სამალავი ჯერ არ გამითხრია, მარაგი არ მომიმარაგებია"...
ფარდა ნელა გამოვწიე, ცხვირი გავყავი, გავიხედე.
გარეთ +5 გრადუსი იყო ცელსიუსით, ტენიანობა 52%, ქარის სიჩქარე 7 კმ/სთ, წნევა 102, ხილვადობა 16 კმ.
ვერავინ დავინახე. მერე ავიღე მზერა მაღლა, შევხედე მთაწმინდას, რას ვხედავ, შავი მასა ტალღისებურად ჩამოჰქრის მთაწმინდიდან. ჯერ ღვარცობი მეგონა, მაგრამ მერე სუნით მივხვდი, რომ ღვარცოფი არ არის, რადგან ღვარცოფი ასე არ ყარს.
-ააააააა, - ვთქვი მე და გამიხარდა, რადგან მივხვდი, ნაციონალები თბილისის მერის დანაბარებს ასრულებენ და მთაწმინდიდან გამოექანენ.
აი, ასე ყველა თუ პატიოსნად შევასრულებთ, რასაც მთავრობა გვავალებს, მაშინ მხოლოდ სიზმარში კი არა, ცხადშიც გაბრწყინდება ჩვენი ბედკრული ქვეყანა.
გაბრწინდება, გამდიდრდება, გაძლიერდება და ვატიკანსაც შემოვიერთებთ, თავისი პაპათი და მისი თეთრი კვამლით.
ცოტა ხანს ვიდექი ფანჯარასთან, სანამ ტალღამ არ ჩამიქროლა, ტალღა გზად ფეხსაცმელს, კბილის პროტეზებს, ნახმარ კონტრაცეპტივებს, ერთ-ორ ლიფსა და ფოხანს, და ძალად პოეტ სერგი კაკალაშვილის რითმებს კარგავდა, მაგრამ ეს არ უშლიდა მის ბრუნვის აკრეფას და მოძრაობა არ ფერხდებოდა.
ჩამიქროლა და სადღაც გლდანის ნაგავსაყრელის მიმართულებით გაედინა.
შემეცოდა ნაგავსაყრელის თანამშრომლები, რადგან დღეს ბევრი სამუშაო ექნებათ.
მერე დავბრუნდი საწოლში, მაგრამ ძილი უკვე გამიტყდა.
რა ვქნა ახლა, რა ვაკეთო?
ჩაპაევს ვეთამაშები საკუთარ თავს, იქნებ როგორმე ორშაბათამდე დრო მოვკლა..." წერს ბლოგერი დავით კალანდია

1
351
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
351
  
2019, 22 იანვარი, 9:16
რაიო, რა თქვა?))))
0 1 1