x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
გენერალი ზამთარი

image

"გენერალი ზამთარი" ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რუსეთის თავდაცვაში. მან დიდი მონაწილეობა მიიღო ნაპოლეონის დამარცხებაში, მეორე მსოფლიო ომის დროს კი გერმანელებსაც ისევე მოექცა, როგორც ნაპოლეონის ჯარისკაცებს. ვერმახტის ჯარისკაცებში ამ თემაზე ანეკდოტიც კი გავრცელდა:

ზამთრის საშინლად ცივი ღამეა, მოსკოვის მისადგომებთან მიდის გააფთრებული ბრძოლა. შეტევაზე გადასულ გერმანულ ტანკს ჭურვი ხვდება და ცეცხლის ალში ეხვევა. ტანკისტი გადარჩა და აალებული ტანკიდან თოვლში ხტება. ერთი წუთის შემდეგ ის კანკალით დგება და აალებულ ტანკში ბრუნდება.

0
497
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
497
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0