x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გიგანტის ეგვიპტური თითი
imageსენსაციური სიახლე გამოაქვეყნა გერმანულმა გამოცემა Bild-მა, თითქოს ეგვიპტეში აღმოაჩინეს ადამიანის მსგავსი არსების ოღონდ გიგანტური მუმიფიცირებული თითი, თუმცა ეს ხუმრობას არ ჰგავს...
ამ თითის სიგრძე 38 სანტიმეტრია (13.8 დიუმი), ზომის განსასხვავებლად სურათზე თითთან ერთად დადებულია ეგვიპტური ფულის კუპიურა, ინფორმაციის თანახმად ფოტოები გადაღებული იქნა ჯერ კიდევ 1988 წელს, მაგრამ ქვეყნდება პირველად და მხოლოდ ამ გაზეთში.
ფოტოს ავტორი გრეგორი სპორი (Gregor Sporri) შვეიცარელი ბიზნესმენია და ამავდროულად დიდი თაყვანისმცემელი უძველესი ეგვიპტური კულტურის.
მისი სიტყვებით 1988 წელს ეგვიპტეში კერძო მიმწოდებელი დაპირდა რომ გააცნობდა საფლავების მძარცველს, კაიროდან ჩრდილო აღმოსავლეთით 100 კილომეტრით მოშორებულ სოფელში, შეხვედრა შედგა და მას ანახეს ნაჭერში გახვეული გიგანტის თითი.
"ეს იყო დიდი ხნის წინ, გაოგნებული ვიყავი, მე უფლება მომცეს რელიქვია ხელში ამეღო და მასთან სურათები გადამეღო, თითი იყო მშრალი და საოცრად მსუბუქი." - ყვება გრეგორი
იმის დასამტკიცებლად რომ თითი ნამდვილი იყო მეპატრონემ გრეგორს აჩვენა თითზე გადაღებული რენდგენის სურათი რომელიც დათარიღებული იყო 60-იან წლებით და სინამდვილის დამადასტურებელი სერთიფიკატი (?) ასევე ამწლებით დათარიღებული. საბოლოოდ მეპატრონემ არ მიჰყიდა ეგვიპტის რელიქვია გრეგორს იმ მიზეზით რომ ეს იყო მისი ოჯახის ძალიან დიდი სიწმინდე.
შემდეგ ის ცდილობდა თავისი ფოტოებით დაეინტერესებინა მუზეომები მაგრამ მას ყურადღებას არავინ აქცევდა რადგან მათი თქმით რელიქვია არ იყო მათი ინტერესის სფერო.
ამის შემდეგ გრეგორიმ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო ეგვიპტეში და ისევ ენახა თითი, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა. მან წაეკითხა ყველა წიგნი უძველეს გიგანტებზე და მიაგნო ტექსტს რომელიც დაწერა რომის ისტორიკოსმა იოსეფ ფლავიი-მ ძვ.წ. 79 წელს. იგი წერდა, რომ ძვ.წ.-ით მე-XIII საუკუნეში ცხოვრობდნენ გიგანტების უკანასკნელი წარმომადგენლები "მათი სხეულები იყო ძალინ დიდი, მათი სახეები განსხვავდებოდა ადამიანის სახისგან, მათი დანახვა იყო საოცარი, მაგრამ მათი ხმის გაგონება იყო საშინელება"...
აღმოჩენამ იმდენად გააოცა და მოხიბლა გრეგორი სპორი, რომ მან 2008 წელს გადაწყვიტა მიეტოვებინა თავისი პროფესია და დაეწერა წიგნი რომელიც მან გამოსცა კიდეც სახელწოდებით („The Lost God. Tag der Verdammnis") წიგნი არსი მისტიკური თრილერი და ეფუძნება ისტორიულ ფანტაზიას...

imageimageimage


4
2324
7-ს მოსწონს
ავტორი:alexa_erk
alexa_erk
2324
  
2013, 20 მაისი, 13:38
ეს შეიძლება ცხოველისაც იყოს, ბევრი არსებაა რომელსაც ადამიანის მსგავსი კიდური აქვს, მაგალითად გორილას...
2013, 15 თებერვალი, 0:10
ფრჩხილები მაინც დაეჭრა ამ შობელგიგანტს:D
2013, 22 იანვარი, 21:01
ინტერესნაააა..... მაგარამ WTF? 0_o
2012, 14 ნოემბერი, 20:13
წაშალე ეს სტატია - სჯობს ასე
0 1 4