x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოსკოვში შეადარეს სტალინის და პუტინის მიღწევები მეტროპოლიტენის მშენებლობაში
image

მოკოვის მეტროპოლიტენის პროფორიენტაციის ცენტრში გამოფინეს ორი პლაკატი სადაც აღწერილია როგორ ვითარდებოდა მოსკოვის მეტროპოლიტენის მიწისქვეშა სტრუქტურა საბჭოთა ლიდერის, იოსებ სტალინის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დროს.


როგორც პლაკატზე გამოკრული ინფორმაციით ირკვევა, სტალინის მმართველობის პერიოდში 18 წლის განმავლობაში(1935-1953) აშენდა 39 მეტროს სადგური, რომლის საერთო სიგრძე 54 კილომეტრი იყო.


პუტინის მმართველობის პერიოდში(2000-2008) და 2012-იდან დღემდე, ანუ იგივე 18 წლის განმავლობაში(ფორმალურად შეცვლილი მედვედევის ჩათვლით) გაიხსნა 33 ახალი სადგური, რომლის საერთო სიგრძე 68, 8 კილომეტრია.ამის გარდა აშენდა 31 სადგური გაყვანილი იქნა 54 კილომეტრი გზა ცენტრალურ წრიულ გზაზე.



მერის მოადგილემ, ქალაქის დაგეგმარების და მშენებლობის პოლიტიკის საკითხში მარატ ხუსლუნილმა განაცხადა, რომ 2019 წლისთვის დაგეგმილია 14 ახალი მეტროს სადგურის გახსნა და ისიც დასძინა, რომ გასული წელი რეკორდული გამოდგა, 2018 წელს 17 ახალი სადგური გაიხსნა.



ამ სტატიის ავტორს და ნებისმიერ თქვენთაგანს უნებურად გაგავახსენდება თბილისის მეტროპოლიტენი, სამწუხაროდ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თბილისის მეტროპოლიტენის 21 სადგურს(16-პირველი ხაზი, 5-საბურთალოს ხაზი) მხოლოდ 2 სადგური შეემატა- ვაჟა ფშაველა(2000 წელი) და სახელმწიფო უნივერსიტეტი(2017 წელი), რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1986 წელს დაიწყო.


80-იანი წლების ბოლოს დაიწყო რუსთაველი 2 - ვაზისუბნის ხაზის მშენებელობა, ხაზზე უნდა ყოფილიყო მინიმუმ 14 სადგური მოსკოვის პროსპექტიდან დიდ დიღმამდე, აქედან 4 გადასაჯდომი სადგური: ვარკეთილი 2, რუსთაველი 2 და დიდუბე 2 პირველ ხაზზე და პოლიტექნიკური 2 საბურთალოს ხაზზე


1993 წელს მშენებელობა დაკონსერვდა, თუმცა გარკვეული თანხები დღემდე გამოიყოფა მისი ცალკეული ობიექტების გამაგრების და წყალსატუმბი სამუშაოების მიზნით.


ასევე დაგაინტერესებთ

20 საინტერესო ფაქტი მეტროპოლიტენის შესახებ

0
577
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
577
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0