x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთის ფედერაციის ძალოვანი უწყებები მიიღებენ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს

image რუსეთის ფედერაციის ძალოვანი სტრუქტურები წელს, პირველ ორ კვარტალში მიიღებენ 200 ერთეულ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებას «Пищаль» და მრავალფუნქციურ კომპლექსებს «Ратник», იუწყება " РИА Новости, კორპორაცია «Ростех»-ზე დაყრდნობით.
კორპორაციის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექტებს აწარმოებს კორპორაციაში შემავალი კონცერნი «Автоматика».
გასული წლის ბოლოს "Ростех"-ის გენერალურმა დირექტორმა სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფმა კორპორაციამ დაიწყო რუსეთის ძალოვანი უწყებებისათვის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების მიწოდება, საუბარია «Пищаль»-ზე და მრავალფუნქციურ კომპლექსზე «Ратник».
წელს გაკეთებულ განცახებაში კი ჩემეზოვმა განაცხადა: "გასული წლის მერე საწარმოო სიმძლავრეები გავზარდეთ და წელს პირველ და მეორე კვარტალში, ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებს მივაწვდით აღნიშნული რადიოელექტრონული ბრძოლის 200 ერთეულ საშუალებას".
მანამდე კი ზემოთხსენებული წყარო იუწყებოდა, რომ «Пищаль»-ი რეალურ საბრძოლო მოქმედებებში იქნა გამოცდილი და მან ბრწყინვალე შედეგები აჩვენა.
«Пищаль»-ი წარმოადგენს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებას და მისი წონა 3 კილოგრამს არ აღემატება. მისი დანიშნულებაა ცალკეული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ მოქმედება, მას შეუძლია აღმოაჩინოს და ჩაახშოს უპილოტო საფრენი აპარატის კავშირი ოპერატორთან და ასევე ჩაახშოს მისი სანავიგაციო სიხშირეები (საუბარია ყველა დასაშვებ სიხშირეზე, რომელიც გამოიყენება საფრენ აპარატებზე).
უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების შექმნის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გააუვნებელყო შვიდი დაჯგუფება რუსეთში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში, ეს დაჯგუფებები რუსული სპეცსამსახურების თქმით აპირებდნენ ტერაქტებს რუსეთის ქალაქებში უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით.

1
203
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
203
  
2019, 3 აპრილი, 4:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1