x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით ჯარიდან გაშვებული სამხედროები, რომლებსაც შეხება ან წვდომა ჰქონდათ სახელმწიფო საიდუმლოსთან თითქმის 5 წლით ვერ ისარგებლებენ სოციალური ქსელებით

image როგორც რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ შამანოვმა გაზეთ «Известия»-ს განუცხადა: "რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც თადარიგში გადიან ან კონტრაქტის დამთავრების მერე სამოქალაქო ცხოვრებას უბრუნდებიან ხუთ წლამდე აეკრძალებათ სოციალური ქსელით სარგებლობა, თუ აღნიშნული სამხედროები მსახურობდნენ ისეთ დანაყოფებში, სადაც სახელმწიფო საიდუმლოებაზე ჰქონდათ წვდომა.
ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს ხშირად ეკითხებიან თუ სად მსახურობდა, ძალიან ბევრი სამხედრო მოსამსახურე საიდუმლო ობიექტებთან გადაღებულ სურათებს აქვეყნებს სოციალურ ქსელებში, რაც კატეგორიულად მიუღებელია, განსაკუთრებით ეს ეხება რუსეთის ფედერაციის გარეთ მომსახურე სამხედროებს"-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ თავისი არგუმენტების გასამყარებლად.
სამხედრო მოსამსახურეების სტატუსის შესახებ რუსეთის კანონის პირველი ვარიანტი, რომელიც რუსეთის დუმაში 2018 წლის სექტემბერში შეიტანეს, არ ვრცელდებოდა თადარიგში გასულ სამხედროებზე და მოქმედებდა მხოლო თავდაცვის უწყების დაქვემდებარებაში მყოფ სამხედროებზე. სიტუაციის გაანალიზების მერე, საინფორმაციო საფრთხის გათვალისწინებით თავდაცვის სამინისტრომ დუმას მიაწოდა ბევრად გამკაცრებული ვარიანტი დუმის თავდაცვის კომიტეტს.
სწორედ ახალი ვარიანტი იქნა მიღებული დუმაში, შესაბამისად უკვე თადარიგში გასულ სამხედრო მოსამსახურეებსაც დანაყოფების სპეციალიზირების მიხედვით ორიდან ხუთ წლამდე აეკრძალებათ სოციალური ქსელით სარგებლობა.
თან ერთი რამაა საგულისხმო კანონი გავრცელდება არა მხოლოდ ექიმებზე, არამედ ზემდეგებზე, სერჟანტებზე, რიგითებზე, მიჩმანებზე და მატროსებზე.
კანონდამრღვევ სამხედროებზე ადმინისტრაციულთან ერთად სისხლის სამართლის სასჯელიც გათვალისწინებულია.


0
79
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0