x
მეტი
  • 17.09.2019
  • სტატია:94851
  • ვიდეო:342592
  • სურათი:456867
ქართული მითოლოგია - ფშავ-ხევსურული მითი სამყაროს შექმნის შესახებ

მორიგე ღმერთი და მისი და


თავდაპირველად იყო მხოლოდ მორიგე ღმერთი და მისი და. ისინი ზესკნელის ბინადარნი იყვნენ, რომელიც თავადვე შექმნეს. ისინი ერთიანნი იყვნენ და არავინ და არავითარი სულიერი არსებობდა მათ გარდა. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ სხვა არსებებიც და შექმნეს ზესკნელის არსებები. ზებუნებრივი ძალის, გონების, შესაძლებლობების არსებები, რომელთაც არ იცოდნენ რა იყო სიკვდილი. ზესკნელი - თავიანთი სამყოფელი მთლიანად უკვდავი, ზებუნებრივი არსებებით დაასახლეს, როგორიც იყო მაგალითად ფასკუნჯი, რაში და ა.შ. ასევე ზესკნელის გარდა, სხვა სკნელიც შექმნეს, სადაც გადაწყვიტეს, რომ დაესახლებინათ არა უკვდავი, არამედ მოკვდავი არსებები და ასეც მოიქცნენ, შექმნეს ვარსკვლავები, პლანეტები, მზე, მთვარე, დედამიწა, ცხოველები, ფრინველები და ადამიანი, მაგრამ მხოლოდ მამაკაცი.


მორიგე ღმერთი თავის დასთან ერთად ქმნის სამყაროს


ამდენი ხნის თანაარსებობის შემდგომ მოხდა მათ შორის რაღაც გაურკვევლობა, რამაც გამოიწვია დიდი უთანხმოება. მორიგე ღმერთი განურისხდა თავის დას და დაწყევლა იგი. ამის შემდგომ მათი ერთობა დაიშალა, ისინი განეყარნენ ერთმანეთს და მორიგე ღმერთის ღვიძლი და ავსულად იქცა, ვინაიდან ძმას სამარადჟამოდ მტრად მოეკიდა.


ღმერთის დამ შეინარჩუნა თავისი უწინდელი ძალა, რითაც ძმას არაფრით ჩამოუვარდებოდა, მას კვლავ შეეძლო შექმნა იმისი, რაც სურდა და დაიწყო ყოველგვარი ძმასთან განშორებამდე ქმნილის საწინააღმდეგოს შექმნა მასთან დასაპირისპირებლად. მან შექმნა ქალი, ასევე შექმნა თავისზე დაქვემდებარებული დემონები, როგორიც იყო მაგალითად დევები. დევებს ზესკნელის ძეები, ე.წ. "ღვთისშვილნი" დაუპირისპირდნენ, მოერივნენ და ახალწარმოქმნილ სკნელში - ქვესკნელში განამწესეს. ქვესკნელის წარმოქმნის შემდეგ დედამიწა შუასკნელში მდებარე ადგილად ჩამოყალიბდა.


ქალი და კაცი ემანაციები არიან სახებანი არიან სწორედ ამ ზებუნებრივ ძალთა დაპირისპირების. ქალი როგორც მორიგე ღმერთის და, და კაცი, როგორც მორიგე ღმერთი. ინი და იანი. მამაკაცური და ქალური საწყისი მთელი სამყაროსი. ამგვარი კანონი გავრცელდა მთელ სამყაროზე, ბუნება დაყოფილია ორ ანტაგონისტურ, ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთდამბალანსებელ სისტემად.


საინტერესო პარალელი შეიძლება გაივლოს ზოროასტრულ პრინციპებთანაც თუ როგორ არის დაბალსებული სამყარო კეთილი და ბოროტი, თეთრი და შავი, ურთიერთსაპირისპირო ძალით, მაგრამ ქართველი მთიელების მითში ეს სქესობრივ დაყოფასაც უკავშირდება და კაცი დადებითად, ხოლო ქალი ეშმაკურ საწყისად არის გამოყვანილი, ასევე საინტერესოა, რომ ეს ორივე საწყისი ფშავ-ხევსურული ხედვით ერთი მთლიანის ნაწილია, ისინი საბოლოოდ მაინც და-ძმანი არიან.





ასევე დაგაინტერესებთ:

1. საქართველო - ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ)

2. პირველი ევრაზიელი ადამიანები საქართველოში ცხოვრობდნენ

3. საქართველო - მეფუტკრეობის სამშობლო

4. საქართველო - კერვის და ქსოვის ტექნოლოგიის სამშობლო

5. საქართველოში გავრცელებული დინოზავრები

6. დავით აღმაშენებელი და ჯვაროსნები

7. როსტოვში პროტოქართველთა სამარხი აღმოაჩინეს

8. საქართველო - ოქროს მოპოვების სამშობლო

9. ერექტუსები, ნეანდერტალელები და საპიენსები საქართველოში

10. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

11. ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები

12. ქართული მითოლოგია - დობილნი

13. ქართული მითოლოგია - ყურშა

14. არუხლო - დიდი აღმოჩენა საქართველოში

15. ქართული წარმართული კოსმოგონია

16. კავკასიური იოგა

17. 100 000 მოწამე - მითი თუ რეალობა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
906
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
906
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0