x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სხვადასხვა უცნაური ომი - უცნაური მიზეზებით ...

ომი უამრავი რამესთვის შეიძლება მოხდეს – პატივისთვის, დიდებისთვის, მიწის გასანთავისუფლებად თუ დასაპყრობად და ა. შ. დამეთანხმებით სრული ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. მაგრამ მსოფლიო ისტორიას ასევე ახსოვს მთელი რიგი აშკარა უჩვეულო ომები.


image

ღორის ომი

ღორის ომი დაიწყო, როცა ბრიტანელმა ქვეითმა ჯარისკაცმა დაინახა მოხეტიალე ღორი ამერიკის ტერიტორიაზე და ესროლა მას. ამის შემდეგ ადგილობრივმა პოლიციამ გამოაცხადა მობილიზაცია და ბრიტანეთის საპასუხო ნაბიჯს მოელოდა. საბოლოოდ ბრიტანეთის მხარემ ბოდიში მოიხადა და ეს ხანმოკლე ომიც შეწყდა. ამ ომმა შეიწირა ერთი საცოდავი ღორი.


image


ეს ომი მოხდა ნიდერლანდებსა და სილის კუნძულებს შორის, რომელიც მდებარეობს ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან. ომი დაიწყო 1651 წელს, მაგრამ მსგავსად ამ პერიოდის ომების უმრავლესობისა ეს ომიც არასერიოზული იყო და მალე მიივიწყეს. საბოლოოდ, 1986 წელს ორივე მხარემ დადო სამშვიდობო ხელშეკრულება. ეს ომი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე გრძელი ომია.

ომის ხანგრძლივობა: (1651-1986), 335 წელი.


image


1883 წელს, ლიჟარის, პატარა ქალაქის (ამ სოფელს ჰქონდა პატარა ციხე- ლიჟარი) მოსახლეობა აღშფოთდა, როცა გაიგო რომ ესპანეთის მეფეს ალფონსო XII-ს შეურაცყოფა მიაყენეს პარიზში ჩასვლის დროს. საპასუხოდ, ლიჟარის მერმა მერმა, დონ მიგელ გარსია საეზმა, და ლიჟარის ციხის 300-მა მეციხოვნემ ომი გამოუცხადა საფრანგეთს 1883 წლის 14 ოქტომბერს. რათქმაუნდა ამ ომში არ გასროლილა არც ერთი ტყვი და არც არავინ დაშავებულა.

მთელი 93 წლის შემდეგ, 1976 წელს, ესპანეთის მეფე ხუან-კარლოსი ესტუმრა პარიზს, ვიზიტის დროს საფრანგეთის დედაქალაქის მოსახლეობა მას დიდი ყურადღებით და პატივისცემით ეპყრობოდა. 1981 წელს, ლეჟარის საბჭომ გამოსცა ბრძანება- “იმ თვალსაზრისით, რომ საფრანგეთმა შესანიშნავი დამოკიდებულება გამოიჩინა” დასრულებულად გამოცხადდეს საბრძოლო მოქმედებები და ვეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტის განხორციელებას.

ომის ხანგრძლოვობა: (1883-1981), 98 წელი.
დაღუპულთა რიცხვი: 0


image

ეს ომი დაიწყო 1325 წელს, როცა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ იტალიის ორი ქალაქ-სახელმწიფო, მოდენა და ბოლონია. ამ ორ ქალაქს შორის პრობლემები დაიწყო მას შემდეგ, რაც მოდენას პატარა რაზმი შეიპარა ბოლონიაში და მოიპარა ხის დიდი ვედრო. დარბევა წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ ბოლონიამ ომი გამოუცხადა მოდენას, იმის გამო, რომ მან შეურაწყო ბოლონიელთა სიამაყე- ხის ვედრო. ომი 12 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ ბოლონიამ ვეღარასდროს მოახერხა თავისი “სიამაყის” დაბრუნება. ამ თარიღიდან მოყოლებული ბოლონიის ხის ვედრო კვლავ მოდენას ზარის კოშკში ინახება.

ომის ხანგრძლივობა: (1325-1337), 12 წელი.
დაღუპულთა რიცხვი: უცნობია.


image

პარაგვაის პრეზიდენტი, ფრანცისკო სოლანო ლოპესი, იყო ნაპოლეონ ბონაპარტეს დიდი თაყვანისმცემელი. მან თავი წარმოიდგინა, რომ იყო დიდი ტაქტიკოსი, მაგრამ აკლდა ერთი რამ- ომი. რომ გადაეწყვიტა ეს პრობლემა, 1864 წელს მან გამოუცხადა ომი თავის სამ მეზობელ სახელმწიფოს: არგენტინას, ბრაზილიას და ურუგვაის. ომის შედეგი?- პარაგვაი თითქმის განადგურდა. ქვეყნის მამაკაცების დაახლოებით 90% დაიღუპა, როგორც “მტრებთან” (რა დაუშავეს ამ ხალხმა ისიც არ იცოდნენ) ბრძოლაში, ისე შიმშილით და სხვადასხვა დაავადებებით. ეს იყო ალბათ ყველაზე უაზრო ომი მთელი ისტორიის განმავლობაში.

ომის ხანგრძლივობა: (1864-1870), 3 წელი.
დაღუპულთა რიცხვი: 400 000, ორივე მხრიდან.


image

1925 წელს საბერძნეთს და ბულგარეთს არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. პირველი მსოფლიო ომის დროს მათ ჰქონდათ სამხედრო კონფლიქტი და იარები ჯერ კიდევ არ მოშუშებოდათ. დიდი დაძაბულობა იყო განსაკუთრებით მთიანი საზღვარის გასწვრივ, რომელსაც პეტრიჩს ეძახდნენ. ამ დაძაბულობამ მიაღწია პიკს 1925 წლის 22 ოქტომბერს, როცა ბერძენი ჯარისკაცი გამოეკიდა თავის ძაღლს და გადავიდა ბულგარელების საზღვარზე, ბულგარელმა გუშაგმა ის მოკლა. საბერძნეთმა დაიფიცა, რომ ამის გამო შურს იძიებდა და მეორე დღეს მოაწყობდა თავდასხმას ბულგარელებზე, სწორედ პეტრიჩთან. მათ სწრაფად გაწმინდეს ბულგარელებისგან ეს ტერიტორია, მაგრამ ერთა ლიგამ საბერძნეთს სანქციები დააკისრა, რომლის მიხედვითაც საბერძნეთს უნდა დაეტოვებინა ბულგარეთის ტერიტორია და აენაზღაურებინა ზიანი. ბერძნებმა თავიანთი ძალები 10 დღის შემდეგ გაიყვანეს და ბულგარელებს 45 000 ფუნტი გადაუხადეს.

ომის ხანგრძლივობა: (1925 წლის 23 ოქტომბერი- 2 ნოემბერი), 10 დღე
დაღუპულთა რიცხვი: 52, ორივე მხრიდან.


image

არუსთუქის ომი იყო სამხედრო დაპირისპირება ა.შ.შ.-სა და დიდ ბრიტანეთს შორის მენის საზღვართან. 1812 წლის ომის შემდეგ, ბრიტანულმა ძალებმა მოახდინეს მენის შტატის დიდი ნაწილის ოკუპაცია. 1838 წელს ამერიკელმა შეშის მჭრელებმა სადავო ტერიტორიაზე მოჭრეს შეშა და ამით წააქეზეს დიდი ბრიტანეთის არმია, რომელიც კვლავ გადმოვიდა ამ ტერიტორიაზე. მენის საზღვართან ამერიკელებიც მივიდნენ და ჩანდა, რომ ომი გარდაუვალი იყო. თუმცა ამ დროს ორივე მხარემ გაიგო რახაც ხმაური და ამერიკის არმიამ შეცდომით მიიღო დიდი რაოდენობით ლობიო და ღორის ხორცი მომარაგების დეპარტამენტიდან. ამის მიხედვით ომს დაერქვა ყველაზე პოპულარული მეტსახელი “ღორის ხორცის და ლობიოს ომი”. თითქმის ერთი წელი, ბრიტანელებისა და ამერიკელების არმიები ელოდებოდნენ იმას, თუ რაზე შეთანხმდებოდნენ თავიანთი მთავრობები (საჭმელი კი ჰქონდათ და…). საბოლოოდ ბრიტანეთმა გადაწყვიტა, რომ აუკან დაებრუნებინა აღმოსავლეთ მენი ამერიკისთვის. არუსთუქის ომი სამხედრო მოქმედებებს მოკლებულია, მაგრამ მაინც ჰყავს ასობით დაღუპული, სხვადასხვა დაავადებებისგან და შემთხვევითი დაზიანებებისგან.

ომის ხანგრძლივობა:(1838 წლის დეკემბერი- 1839 წლის ნოემბერი), 12 თვე.
დაღუპულთა რიცხვი: 550. ორივე მხრიდან.



image


ზოგიერთი ომი იწყება თავდასხმით, ზოგი ხოცვა-ჟლეტით, მაგრამ ეს ომი დაიწყო საფეხბურთო მატჩით სალვადორსა და ჰონდურასს შორის, 1969 წელს. სალვადორმა წააგო ამ მატჩი. ნელნელა დაძაბულობამ იმატა, საბოლოოდ სალვადორი თავს დაესხა ჰონდურასს, 14 ივნისს. ასეთი ძალადობით გაკვირვებულმა ამერიკამ მოამზადა ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტი, რომელიც ამოქმედდა 20 ივნისს. ასი საათის შემდეგ ომი შეწყდა.

ომის ხანგრძლივობა: (1969 წლის 14-20 ივნისი) 4 დღე.
დაღუპულთა რიცხვი: 3000, ორივე მხრიდან.


image

ეს ომი დაიწყო საბჭოდა კავშირის დაშლის შემდეგ მოლდოვას კრიზისის პერიოდში. ქვეყნის ორ მესამედს სურდა რუმინეთთან დაახლოება, ხოლო დანარჩენ ნაწილს რუსეთთან. შედეგად, ომი დაიწყო. მაგრამ ფაქტი, რომელიც ამ ომს ხდის უცნაურს არის ის, რომ კაცი რომელიც დღისით იბრძოდა რომელიმე სხვა კაცის წინააღმდეგ, ღამით შეიძლება მასთან დაელია და დრო გაეტარებინა. მეომრებმა დადეს პაქტი, რომ მეორე დღეს ომში თუ ერთმანეთს დაინახავდნენ არ ესროლათ. და თან ეს არ მოხდა ერთხელ, ეს მიმდინარეობდა მთელი ომის მიმდინარეობის მანძილზე.

ომის ხანგრძლივობა: (1992 წლის 2 მარტი-21 ივლისი) 4 თვე.
დაღუპულთა რიცხვი: 1300, ორივე მხრიდან.






1
222
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
222
  
2019, 21 იანვარი, 14:35
გუდამაყრის ომი ვაჟი გოგის მეთაურობით გამოგრჩათ :)
0 1 1