x
image
თორ ნიკე
Mediator image
100 000 მოწამე - მითი თუ რეალობა?
100 000 მოწამე - მითი თუ რეალობა?


1226 წელს ჯალალ ედ-დინის (Jalal ad-Din Mingburnu - მეფობდა 1220-1231 წლებში) მეთაურობით ხვარამზმელთა იმპერიის (1077-1231) მაცხოვრებელმა თურქულმა ხალხებმა მოაწყვეს ქართველთა გენოციდი. შემოიჭრნენ თბილისში, რომელიც მაშინ 100 ათასზე მეტი მოსახლის ქალაქს წარმოადგენდა. ქალაქში მცხოვრებმა თბილისელმა მუსლიმებმა შემოსეულ მტერს გაუღეს ქალაქის კარიბჭე და მოხდა მთელი მოსახლეობის განადგურება. არ დაინდეს არც თბილისელი მუსლიმები, რომლებმაც უღალატეს საკუთარ თანამოქალაქეებს და თანაქალაქელებს მტერი მხოლოდ საერთო რელიგიის გამო ამჯობინეს.


ჯალალ ედ-დინი


"ვითარ ჩჩვილნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაციან და წინაშე დედისა ქვაზეც დაანარცხიან, და რომელსამე თუალნი წარსცვიდიან და რომელსამე ტვინი დაეთხიის. და უკანის დედანი მოიკვლოდიან. ბერნი უწყალოდ ფოლოცთა შინა ცხენთა მიერ დაითრგუნვოდეს ჭაბუკნი დაეკუეთებოდეს, სისხლისა მდინარენი დიოდეს, ტვინი კაცთა, დედათა, ბერთა, ჩვილთა თმა და სისხლი, თავნი მხართაგან განშორებული, ნაწლევნი ცხენთა მიერ დათრგუნვილნი ურთიერთას აღრეულ იყო. არა ჰყოფდეს წყალობასა, რამეთუ რომელნიმე დანითა იღლიასა დასობილნი, სხუანი მკერდსა დაცემითა, რომელნიმე მუცელსა და ზურგსა გამიგმირებოდეს."



ხვარაზმელთა დინასტიის იმპერია


მრავალი ადამიანისთვის დაუჯერებელია, როგორ შეიძლებოდა 100 ათასი ადამიანი ასე მდგარიყო და არაფერი მოემოქმედებინა, თავის რიგს დალოდებოდა, როდის მოკვეთდნენ თავს ან რამდენ ხანს გასტანდა ეს პროცესი, რამდენიმე კვირაც კი არ ეყოფოდა თავების კვეთასო და ამიტომ მთელი ეს ისტორიული ფაქტი გაყალბება ჰგონიათ. საქმე იმაშია, რომ მოხდა 100, 000-იანი ქალაქის სრული ამოწყვეტა. ჯალალ ედ-დინ მინგბურნუ (ან მანგუბერდი, რაც თურქულად ნიშნავს ღვთივბოძებულს), სიონზე დაშენებულ "ბილწ საჯდომზე" იჯდა და იქიდან დასცქეროდა ქართველთა გენოციდს, იმას თუ როგორ დაუნდობლად ჩეხავდნენ მისი თანამებრძოლები თბილისელ ქრისტიანებს, ებრაელებს და თავად მუსლიმებსაც კი. ზოგი მახვილით, ზოგიც ხმლით, ზოგიც შუბითა და დანით და მტკვარში ხიდებიდან ჰყრიდნენ მკვდრებსა და დაჭრილებს. მტკვარი გვამებით ისე ამოივსო, რომ მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ფეხის დაუსველებლად შეიძლებოდაო - გადმოგვცემს მატიანე. ხიდზე რამდენიმე ასეული ადამიანი დააყენეს და როდესაც ქალაქში გარშემო ასეთი რამ ხდებოდა და სრული სასაკლაო იყო მოწყობილი, ხატებზე ფეხის დაბიჯება უბრძანეს, მაგრამ ამ ხალხმა სიკვდილი არჩია და მოწამეობრივად აღესრულა. მათ სახელზე, ერთი დღის განმავლობაში მთელი ქალაქის მასშტაბით სრულად ამოჟლეტილ ასი ათას თბილისელს მოწამის სახელი მიენიჭა.


100 000 მოწამე - მითი თუ რეალობა


"მრავალთა უკუე ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს არა თავსდებად შეურაცხებად წმიდათა ხატთა და დატევებად სჯულისა. ხოლო მრავალი სიმრავლე მამათა და დედათა იპოვა ახოვნად, რომელთა მიიღეს გვირგვინი წამებისა, რომლისა აღრიცხვა შეუძლებელ არს სიმრავლისათვის რამეთუ ვგონებ ვითარმედ ათ ბევრ (ძვ. ქართულად ნიშნავს ასი ათასს) აღიწია რიცხვი მოკლულთა." გადმოგვცემს ქართლის ცხოვრება.

ჯალალ ედ-დინს, იგივე ჯალალ ედ-დინ მანგუბერტის (ან მინგბურნუს) დღეს ძეგლი უდგას უზბეკეთის ქალაქ ურგენჩში, რომელიც კვარაზმელთა იმპერიის დედაქალაქს წარმოდგენდა.


ჯალალ ედ-დინის ძეგლი უზბეკეთში


ასევე დაგაინტერესებთ:

1. საქართველო - ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ)

2. პირველი ევრაზიელი ადამიანები საქართველოში ცხოვრობდნენ

3. საქართველო - მეფუტკრეობის სამშობლო

4. საქართველო - კერვის და ქსოვის ტექნოლოგიის სამშობლო

5. საქართველოში გავრცელებული დინოზავრები

6. დავით აღმაშენებელი და ჯვაროსნები

7. როსტოვში პროტოქართველთა სამარხი აღმოაჩინეს

8. საქართველო - ოქროს მოპოვების სამშობლო

9. ერექტუსები, ნეანდერტალელები და საპიენსები საქართველოში

10. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

11. ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები

12. ქართული მითოლოგია - დობილნი

13. ქართული მითოლოგია - ყურშა

14. არუხლო - დიდი აღმოჩენა საქართველოში

15. ქართული წარმართული კოსმოგონია

16. კავკასიური იოგა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
1700
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1700
  
2021, 19 იანვარი, 15:47
100,000 Martyrs of Tbilisi
In 1226, under the leadership of Jalal ad-Din Mingburnu (reigned 1220-1231), the Muslim turkish people living in the Khvarazm Empire (1077-1231) organized the genocide of the Georgians. They invaded Tbilisi, which at that time was a city of more than 100 thousand inhabitants. The Muslims of Tbilisi living in the city opened the gates of the city to the incoming enemy and the whole population was destroyed. Not to mention the Muslims of Tbilisi, who betrayed their fellow citizens and preferred their fellow citizens to the enemy only because of their common religion.
"How infants are weaned from their mothers' breasts, and slain before the mother's eyes, and by the stones their eyes are dashed, and whose brains are bruised. And their backs are broken. "The blood, the head separated from the shoulders, the intestines restrained by the horses, was mixed with each other. They do not show any mercy"
2021, 19 იანვარი, 15:46
It is unbelievable to many people how 100 thousand people could stand like this and do nothing, wait their turn, when they would be beheaded or how long the process would take, even a few weeks would not be enough to be beheaded and therefore they think this whole historical fact is a forgery. The fact is that the city of 100,000 was completely destroyed. Jalal ed-Din Mingburnu (or Manguberd, which means God-fearing in Turkish), sat on a "dirty seat" built on Zion Cathedral and watched the genocide of Georgians, how his comrades ruthlessly slaughtered Tbilisi Christians, Jews and even Muslims themselves. Some were thrown from the bridges into the Mtkvari (Kura) river, some beheaded with swords, some were killed with spears and knives. The Mtkvari was filled with corpses so Several hundred people were put on the bridge and when such a thing was happening around the city and a complete slaughterhouse was arranged, they were ordered to step on the icons, but these people chose death and were martyred. One hundred thousand Tbilisians who were completely exterminated throughout the city in one day were named after them as martyrs .
"Many have shown glorious victory, did not step on the Icon of the mother of God and became the saints". - "the life of Kartli".
A statue of Jalal ed-Din, also known as Jalal ed-Din Mangubert (or Mingburnu), stands in the Uzbek city of Urgench nowadays, which was the capital of the Khwarezmid Empire. This is the same as if the Statue of Hitler was erected in the center of Berlin nowadays.
2019, 22 იანვარი, 3:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3