x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
3 წლამდე ბავშვებს აუკრძალეთ მულტფილმის ყურება! - აი რატომ
დღეს, რამდენი დედა დაფიქრებულხართ იმაზე, თუ ვინ არის თქვენი შვილის საუკეთესო მეგობარი?! რა თქმა უნდა, ტელეფონი და კომპიუტერი. გახსოვდეთ, მობილური ტელეფონი ვერ ასწავლის თქვენს შვილებს ორგანიზებასა და დროის განსაზღვრას. ტელევიზორები კი ასწავლიან შვილებს ცხოვრების არასწორ მოდელს. თუნდაც მულტფილმ "ღრუბელ ბობს"(სპანჩ ბობს) რა შეუძლია ასწავლოს თქვენს შვილებს? ან მოჩხუბარ ბიჭებზე ფილმს, რომელიც თავის ირგვლივ ბევრს მოერია, განა ისურვებდით თქვენი გოგონებისთვის ასეთ ქმრებს? მათი მიზანი არასწორად რომ არ წარიმართოს, მარტივად აღმოფხვერით პრობლემა- აკრძალეთ ტელევიზორი და მობილური.


image


image



"3 წლამდე ბავშვებში მულტფილმის ყურება, ზოგადად ტელევიზორი და ტელეფონები კატეგორიულად უნდა აიკრძალოს" - ამბობს ფრანგი ნეიროფსიქოლოგი ბორის ცირულნიკი. ამ თემაზე დაკონკრეტებით კი სტატიას აქვეყნებს გამომცემლობა Demotivateur, რომელშიც ბატონი ბორისის მიერ განმარტებულია, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს მულტფილმი ბავშვებზე.



image




სამ წლამდე ასაკში ბავშვის ტვინს აქვს რესურსი, სამჯერ მეტი ინფორმაცია შთანთქოს, ვიდრე უფრო მოზრდილ ასაკში. ისინი უყურებენ ყველაფერს, რასაც თქვენ შესთავაზებთ, მულტფილმი იქნება, კლიპი, რეკლამა თუ პორნოფილმი. ამიტომ ის ბავშვები, რომლებიც ადრეული ჩვილობიდან უყურებენ ტელევიზორის თუ პლანშეტის მეშვეობით ნებისმიერი სახის ვიდეოს, რაც მათ ასაკში კატეგორიულად აკრძალულია, ფაქტი ხელს უშლის მათი ტვინის კორტიკალური რეგიონებისა და მნიშვნელოვანი ნერვული ქსოვილების განვითარებას. გარდა ამისა, ვერ ხდება კომუნიკაციის დონის ჩამოყალიბება და ხდება მხოლოდ "იმ უკანასკნელზე" (კომპიუტერი, ტელევიზორი, პლანშეტი, ტელეფონი) დამოკიდებული. სრულიად იბლოკება ბავშვის საქმიანობა, ის ვერ ურთიერთობს, გვიან იწყებს მეტყველებას ან ექმნება მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები და იხშობა მისი ყველა აქტივობა. უფრო გასაგებ ენაზე რომ გითხრათ, ბავშვი ვეღარ ან ძალიან გვიან ვითარდება.




imageimage



ნეიროფსიქოლოგი ბორის ცირულნიკი ყველა დედას მოუწოდებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიაჯაჭვოს შვილი 3 წლამდე ტელევიზორს, პლანშეტს თუ ტელეფონს, არ აქვს მნიშვნელობა იქ რას ჩაურთავთ, რადგან ამ ასაკამდე ბავშვის ფსიქიკა არის სათუთი და მას გაფრთხილება სჭირდება. თუ მაინცდამაინც არ ითვალისწინებთ ექიმების და სწავლულების რჩევებს, ისინი გთხოვენ, რომ დრო მაინც შეუზღუდოთ და არ დააყოვნოთ ბავშვები ეკრანების წინ საათების განმავლობაში.






იხილეთ აგრეთვე:



"გვინდა, რომ ცოცხლები გიყვარდეთ" - მოზარდების თვითმკვლელობის მთავარი მიზეზებიimage









ყველაზე დიდი შეცდომები, რომელთაც შვილის აღზრდის დროს ვუშვებთimage









ბავშვები და კომპიუტერი- აუცილებლად წაიკითხეთimage








აღარასოდეს დააწვინოთ ბავშვი დივანზე. აი რა საფრთხეს შეიცავს ეს ფაქტიimage




2
159
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
159
  
2019, 21 იანვარი, 23:49
11 თვის კი არა, მანჩო, ქეთა 7 წლის ხდება და ჩემი ტელეფონი ცხოვრებაში არ ჭერია ხელში, მულტფილმსაც ჩემთან შეთანხმებით რთავს და მცირე ხნით, ბავშვობიდანვე კუბიკებით თამაშს, ხატვას და თოჯინებით გართობას მივაჩვიე, ძალიან გამიჭირდა, რადგან მთელი დღეები მას ვეკუთვნოდი და ერთად ვერთობოდით, მაგრამ ღირდა ამად ასეთი დაღლა, სასიამოვნო დაღლა. მართლა არ მესმის დედების, ოღონდ ზედმეტად არ შეწუხდნენ და... გამოსავალს ტელეფონსა და კმპიუტერში ხედავენ :(
2019, 21 იანვარი, 22:38
ამას წინათ ნათესავებთან ვიყავი სტუმრად. გავოცდი, როცა მასპინძლების რძალმა 11 თვის ბავშვს მულტფილმები ჩაურთო. როცა მორიდებით ვუთხარი, რომ ასე პატარასთვის საზიანოა ეკრანის გამოსხივება-ტქო, პასუხად მივიღე: მიჩვეულია მულტფილების ყურებას ჭამის დროს, ისე არაფრით არ შეჭამს ფაფასო. არადა განათლებული, შეგნებული ქალია :(
0 1 2