x
მეტი
  • 22.04.2019
  • სტატია:88899
  • ვიდეო:339392
  • სურათი:451434
8 საათზე მეტხანს ძილი ინსულტს იწვევს! უნდა იცოდეთ რატომ!

თუ შუადღემდე ძილი გიყვართ, თქვენთვის სიახლე გვაქვს.


image


გამომცემლობამ Journal of the American Heart Association გამოაქვეყნა კვლევის შედეგი, სადაც მონაწილეობა სამ მილიონზე მეტ ადამიანს ჰქონდა მიღებული. კვლევის მიზანი იყო, 1970-დან 2017 წლამდე მცხოვრებ ადამიანებს მიეღოთ გამოკითხვებში მონაწილეობა და დაეკონკრეტებინათ საკუთარი ძილის პერიოდი, თუ რამდენ საათს გრძელდებოდა ის. ადამიანებს, რომლებსაც 10 საათზე მეტხანს ეძინათ, ინსულტის განვითარების დიდი შანსი ჰქონდათ.


მათი კვლევების თანახმად, გამოკითხულებიდან, რომლებსაც 10 და მეტი საათი ეძინათ, 56%-ს ინსულტი ჰქონდა გადატანილი, ხოლო 49%-ს კი გულის დაავადებები განუვითარდა.



image



მეცნიერებმა Keela, Manchester, East Anglia და Leeds-მა ჯამში მსგავსი 74 გამოკვლევა ჩაატარეს. კვლევების მთავარი და წამყვანი დოქტორი კვოკი ამბობს:


"ჩვენი კვლევა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის გვიჩვენებს, რომ გადაჭარბებული ძილი ზრდის გულსისხლძარღვთა პრობლემების რისკს.

შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ექიმებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხს პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ გადაჭარბებული ძილი, რომელიც რვა საათზე მეტხანს გრძელდება და მოხდეს მათ მიერ კარდიოვასკულარული რისკის ფაქტორების და ობსტრუქციული ძილის აპნოეს სკრინინგი, რომლებიც ძილის დარღვევის სერიოზული მიზეზებია.


კვლევა დავიწყეთ მას შემდეგ, რაც დაგვებადა კითხვა - "რომელი მავნეა, ნაკლები თუ მეტი ძილი"?!


ძილის ხანგრძლივობა, სიღრმე და ხარისხი დამოკიდებულია ბევრ ნიუანსზე და ყველა ჩვენგანზე ახდენს გარკვეულ გავლენას. თუმცა, "სჯობს კარგად გამოვიძინო, ვიდრე დამაკლედს" - სრული აბსურდია. ადამიანების გონება, რომელთაც ცხრა და მეტი საათი სძინავთ, ორი წლით ბერდება".



image




P.S. თქვენ რამდენი საათი გძინავთ?





6
163
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
163
  
22 იანვარი, 0:29
არ დაუჯერო
21 იანვარი, 23:51
მე მემუქრება, ამათ თუ დავუჯერებთ :)
21 იანვარი, 22:39
კიდევ კარგი..ინსულტი ნამდვილად არ მემუქრება,ამათ თუ დავუჯერებ :)
21 იანვარი, 14:26
ზოგი ჭირი მარგებელიაო-სულ 3-4 საათი მძინავს :)
0 1 6