x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
რომელი ჯადოსნური ნიჭით დაგაჯილდოვა ბედმა დაბადების თარიღის მიხედვით
image

ალქიმიისა და ნუმეროლოგიის მიხედვით დაბადების თარიღი შემთხვევითობას არ წარმოადგენს. მას ბევრი რამის თქმა შეუძლია იმის შესახებ, თუ რისი ნიჭით დაგაჯილდოვათ ბედმა.

მნიშვნელობა არ აქვს, ჯადოქრობის გჯერათ თუ არა, თქვენ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა მოუსმინოთ და მიხვდეთ, თუ რომელი ძალაა თქვენს შიგნით დამალული.

თქვენი ციფრი რომ გამოიცნოთ, დაბადების თარიღის ყველა რიცხვი დააჯამეთ (დღე, თვე, წელი) და მიღებული ჯამი ერთმნიშვნელოვან რიცხვამდე დაიყვანეთ.


მაგ. თუ დაიბადეთ 1975 წლის 1 სექტემბერს, თქვენი რიცხვი იქნება 5 (1+9+1+9+7+5=32=5)

რა ნიჭით ხართ დაჯილდოებული დაბადების თარიღის მიხედვით?


1.ჯადოქარი, მისანი, გრძნეული

image

ციფრი 1 - ეს შემოქმედების ციფრია. ითვლება, რომ მისი გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი შესანიშნავი ჯადოქარი ხდება, რადგან მას ადამიანებზე გავლენის მოხდენა და საკუთარი ნების ასრულების დაძალება შეუძლია.

მათ ძლიერი ნებისყოფა აქვთ, თუმცა, ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ მანიპულირება და ადამიანების გაკონტროლების მცდელობა შეწყვიტონ.


2.ემპათიური

image

გარემო ენერგიის მიმართ ძალიან მგრძნობიარე ხართ. ადრეული ასაკიდან სხვა ადამიანების განზრახვის გამოცნობა ისწავლეთ და ამის გამო საოცარი რეაგირებით ხართ დაჯილდოებული.

თქვენი ჯადოსნური ნიჭი გულშია ჩადებული, ხოლო მესამე თვალი ძალიან მგრძნობიარეა. საკუთარი შესაძლებლობები სხვა ადამიანების ტკივილის შესამცირებლად გამოიყენეთ, მაგრამ ეცადეთ ენერგია იმწამსვე აღადგინოთ. ამისთვის ბუნებაში ხშირად გასვლა დაგჭირდებათ.


3.სამმაგი მთვარე

image

ეს რიცხვი მთვარის სამ ფაზას მოიცავს: ახალი მთვარე, სავსე მთვარე და შემცირებადი. არსებობს მოსაზრება, რომ ციფრი 3 სამმაგი ქალღმერთის ინსტრუმენტს წარმოადგენს.

თქვენში აღდგენის და განადგურების ძალა არის ჩადებული. წესი „საკუთარ სურვილებთან ფრთხილად იყავით“ თქვენ ყველაზე მეტად შეგეფერებათ, რადგან თქვენი ფიქრები და სურვილები ძალიან სწრაფად რეალობად იქცევა.


4.სტიქიის მმართველი

image

ციფრი 4 დედამიწის 4 ელემენტთან კავშირშია: ცეცხლი, წყალი, ჰაერი და დედამიწა. თქვენი არსი - ოთხივე სტიქიის გაწონასწორებაა, ამიტომ თქვენ ძლიერი გონება და აზროვნება გაქვთ.

თქვენ ყველა სტიქიიდან ენერგიის მიღების საშუალება გაქვთ და თქვენი გათვალვა საკმაოდ რთულია. ცეცხლი, წყალი, ჰაერი და მიწა თქვენ ირგვლივ ძლიერ ენერგეტიკულ ველს ქმნიან, რის გამოც უარყოფითი ენერგიის არეკვლა შეგიძლიათ.


5.სპირიტუალისტი

image

როგორც ციფრი 4 ბუნების 4 სტიქიის ელემენტს შეესაბამება, ციფრი 5 მე-5 ელემენტის - სულის (ან ეთერი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში) სიმბოლოს წარმოადგენს.

ციფრი 5 ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი სულებთან კავშირშია და იმ ქვეყნიდან მათი გამოძახება შეუძლიათ. ამ მიზეზით ისინი შესანიშნავი სპირიტუალისტები ხდებიან.


6.მზის მოსწავლე

image

ციფრი 6 მზის სიმბოლოს წარმოადგენს და ყველაფერს, რაც სინათლის წყაროდან წარმოიქმნება. თქვენ ენერგიის დიდი მარაგი გაქვთ, რომელსაც მზისგან ღებულობთ.

ამ ციფრის ქვეშ დაბადებული ადამიანი ყველა სასიცოცხლო კეთილდღეობას და ძალაუფლებას ასახავს.


7.მთვარის მოსწავლე

image

ციფრი 7 წარმოადგენს მთვარის სიმბოლოს და იმ ჯადოსნობის, რომელსაც მთვარის დედოფალი იძლევა. თქვენი ნიჭი - ეს მთვარის სუფთა და დაუმარცხებელი ჯადოქრობაა.

ამ ციფრის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ძალიან აქტიური ინტუიციის წყალობით იმპროვიზირება შეუძლიათ. გარდა ამისა, ცხად სიზმრებს ხშირად ხედავთ. თუ სიზმრების სწორად ახსნას ისწავლით და ენდობით მას, თქვენ სასწაულის მოხდენას შეძლებთ.


8.კუდიანი

image

ეს ციფრი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯადოქრობად ითვლება. ეს კუდიანების შაბათობასთან და მსოფლიოს რვა კუთხეშია დაკავშირებული.

თქვენ დიდი ჯადოსნური ძალა გაქვთ, რომლის საკუთარ თავში აღმოჩენას მომავალში შეძლებთ. თქვენ ზუსტი შინაგანი კომპასი გაქვთ და სწორის და არასწორის გარჩევა ადვილად შეგიძლიათ.


9.შამანი

image

ბოლო ციფრი ზემოთ მოცემული ნიჭების ერთობას წარმოადგენს. ეს კარიბჭეა, სადაც ყველაფერი იწყება და მთავრდება. ამ მიზეზით, მსოფლიოს სხვებისგან განსხვავებულად უყურებთ.

თქვენი ჯადოსნური საჩუქარი - მხატვრული და შემოქმედებითი ბუნება და სიტუაციის საინტერესო კუთხით დანახვის უნარი. რადგან ეს ციფრი სიკვდილთან და გაფრხილებასთან არის დაკავშირებული, თქვენ შეიძლება რეალობის ჩარჩოდან, როგორც ნამდვილი შამანი, გამოხვიდეთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

ძველი ჩინური მკითხაობა: აირჩიეთ ჰექსაგრამა და გაიგეთ, რა გელოდებათ მომავალში


ჯადოსნური გზის უძველესი რუკა: რა სჭირდება დღეს თქვენს სულს?


აირჩიეთ მისალოცი ბარათი და გაიგეთ, თუ რა გელოდებათ ახალ წელს


თქვენი ტოტემური ცხოველი დაბადების თარიღის და წლის მიხედვით


აირჩიეთ ტაროს კარტი და გაიგეთ, თუ რა გელოდებათ წლის ბოლომდე


აირჩიეთ მრბოლელი და გეტყვით, თუ რომელი თვისება დაგეხმარებათ გარშემომყოფების გულის მოსაგებად - ფსიქოლოგიური ტესტი


ვინ ხართ ენერგეტიკის მიხედვით - მზე თუ მთვარე? (ტესტი)


აირჩიეთ ციფრი და ჩვენ თქვენს ასაკს გამოვიცნობთ


რას ნიშნავს თქვენი ყვავილი დაბადების თარიღის მიხედვით


რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? ასეთია თქვენი პიროვნება


ტესტი, რომელიც თქვენი ფარული ნიჭის გამოვლენაში დაგეხმარებათ

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


1
1100
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1100
  
2019, 21 იანვარი, 3:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1