x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
4 სახიფათო მედიკამენტი, რომლებიც შეიძლება ექიმმა დაგინიშნოთ
image

მედიკამენტი გვკურნავს თუ ზიანს გვაყენებს? თუ ერთს კურნავს და მეორეს აზიანებს? ამ კითხვას საკუთარ თავს ვუსვამთ, როცა საქმე ზოგიერთი მედიკამენტის მიღებას ეხება.

მედიკამენტების ბოროტად გამოყენება ფართოდ არის გავრცელებული და მსოფლიოს ახალ რეალურ პრობლემას წარმოადგენს. მკაცრი აკრძალვის და სპეციალისტების გაფრთხილების მიუხედავად, ხალხი მდგომარეობის ნორმალიზაციის მიზნით მედიკამენტების გამოყენებას აგრძელებს. ზოგიერთი მედიკამენტი ადამიანის ჯანმრთელობას შეუქცევად ზიანს აყენებს.

შემდეგი მედიკამენტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ნივთიერებად ითვლება, რომელთაც პაციენტები ხშირად ბოროტად იყენებენ და გვერდითი ეფექტები ავიწყდებათ. მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული გვერდითი ეფექტის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ.


სახიფათო მედიკამენტები

პრედნიზონი ან კორტიზონი

image


მედიკამენტის ტიპი გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფს მიეკუთვნება და თავისი არსით სტეროიდულ ჰორმონს მიეკუთვნება, რომელიც ადამიანის ორგანიზმში თირკმელზედა ჯირკვლებში იწარმოება. პაციენტმა ის მკაცრად ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოს და მხოლოდ მცირე ხნით. თუ ექიმის მიერ დანიშნულ დროზე მეტხანს მიიღებთ, ჰორმონალური ბალანსი ირღვევა, რაც ორგანიზმს ზიანს აყენებს და ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს.

კორტიზოლის ან პრედნიზონის უფრო ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შეიძლება შემდეგი მოქმედება გამოიწვიოს:

  • კალიუმის შემცირება და ორგანიზმში ნატრიუმის დაკავება, შედეგად ძლიერ შეშუპებას მიიღებთ;
  • სისხლის შედედების გაზრდა და თრომბის წარმოქმნა;
  • გაზრდილი არტერიული წნევა;
  • ლატენტური კატარაქტა ან გლაუკომა;
  • კუნთების სისუსტე;
  • იმუნიტეტის შემცირება და ჭრილობის შეხორცების შეფერხება;
  • ოსტეოპოროზი და ძვლის ნეკროზი;
  • ფსიქიკური პრობლემები;
  • სხეულში სითხის შეკავება;
  • ჰიპერგლიკემია;
  • გასტრიტის ან პეპტიური წყლულის წარმოქმნა;
  • იტიენკო-კუშინგის სინდრომი;
  • შინაგანი სისხლდენა;

კუმადინი ან ვარფარინი

image

მედიკამენტი, რომელიც ცნობილია, როგორც სისხლის გამათხელებელი - თრომბის შემამცირებელი. მედიკამენტის ჯგუფს ანტიკოაგულანტს უწოდებენ და ხშირად ინსულტის ან გულის შეტევის რისკის მქონე ადამიანებს უნიშნავენ.


საკუთარი ინიციატივით ანტიკოაგულანტის მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! ასეთი მედიკამენტი მხოლოდ სპეციალისტის დანიშნულებით უკიდურეს შემთხვევაში ინიშნება.

ანტიკოაგულანტის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს შემდეგ ეფექტებს:

  • შინაგანი სისხლდენა;
  • ჰემატომა;
  • მასიური თრომბოზი კანის ნეკროზით და კიდურების განგრენით;
  • ოსტეოპოროზი;
  • იისფერი თითის სინდრომი - კანი მოცისფრო-იისფერი და მტკივნეული ხდება.
სახიფათო მედიკამენტის მიღების ნაცვლად, ინსულტი და გულის შეტევის შეფერხება უმჯობესია ისეთი მედიკამენტების მიღებით, როგორიცაა C და E ვიტამინი, ასევე ხშირად ისეირნეთ და ჯანსაღი კვება არ დაგავიწყდეთ.


მეტოტრექსატი

image

ეს მედიკამენტი, რომელიც სიმსივნის ქიმიოთერაპიის მკურნალობის დროს გამოიყენება, მსოფლიოში ცხელ კამათს იწვევს.

ზოგიერთი პაციენტისთვის ის ქიმიოთერაპიის დროს ნამდვილი მხსნელი გახდა.

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ამ მედიკამენტმა სამწუხარო შედეგი გამოიწვია: ქიმიურმა ნივთიერებამ, რომელსაც მედიკამენტი შეიცავს, არა მხოლოდ სიმსივნის უჯრედების, არამედ ჯანსაღი უჯრედების კვდომა გამოიწვია.

ამ მედიკამენტით გამოწვეულ გვერდით ეფექტებს შორის გამოყოფენ:

  • ძვლის ტვინის შევიწროება;
  • წყლულოვანი სტომატიტი;
  • გინგივიტი, ფარინგიტი, ფილტვის დაავადება;
  • ანემია და თრომბოციტოპენია;
  • ქრონიკული დაღლილობა, თავის ტკივილი, ძილიანობა;
  • ცისტიტი და თირკმლის მწვავე დისფუნქცია;
  • ნაწლავების სისხლდენა;
  • კანის გამონაყარი, დარღვეული პიგმენტაცია, აკნე ან ფურუნკულოზი;
  • იმუნური სისტემის დასუსტება - ინფექციების წინააღმდეგობის შესუსტება;

ფლუოქსეტინი

image

ეს მედიკამენტი მთელ მსოფლიოში დეპრესიის შედეგების შესამცირებლად ფართოდ გამოიყენება და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბატორის ჯგუფს მიეკუთვნება.

სტატისტიკის მიხედვით, როგორც მინიმუმ 12 მლნ ადამიანი მოიხმარს. თუმცა ყველაფერი მარტივად არაა. ფლუოქსეტინი ადამიანს არა მხოლოდ ასტიმულირებს და დეპრესიიდან გამოჰყავს, არამედ მიჩვევას იწვევს.

სხვა სიტყვებით, ხშირ შემთხვევაში ფლუქსეტინი ნარკოტიკის მსგავსი ხდება, რადგან არღვევს მექანიზმს, რომელიც ტვინში სეროტონინის დონის ბალანსის დარღვევას იწვევს. მედიკამენტი ექიმის დანიშნულების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ, თუ დაგინიშნეს, მხოლოდ მკაცრად სქემის მიხედვით, მკურნალობა ერთი დღითაც არ გადააჭარბოთ!

თუ იმ ადამიანებს შორის ხართ, ვისთვისაც ფლუოქსეტინის მიღება საჭიროა, თქვენ სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიშებით უნდა დაკავდეთ, როგორიცაა ცურვა, სირბილი, სწრაფი სიარული ან ველოსიპედით სიარული. ამრიგად, მედიკამენტის გვერდითი მოვლენები ტვინის ქიმიური შემადგენლობის ბუნებრივი ცვლილებით შემცირდება.


სამედიცინო მედიკამენტები მართლაც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ისინი დაავადებასთან ბრძოლაში გვეხმარება. მაგრამ ასეთ სარგებელს მეორე მხარეც აქვს. სწორი და ზომიერი მოხმარების, ასევე სპეციალისტის მკაფიო ხელმძღვანელობის გარეშე მედიკამენტი შეიძლება სასიკვდილო შხამი გახდეს.

მედიკამენტების გამოყენების დროს ფრთხილად იყავით. მიიღეთ აუცილებლობის მიხედვით, რაც მთავარია - მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.


ასევე დაგაინტერესებთ:

აშშ-ში არტერიული წნევის ახალი ნორმები დაადგინეს! აი, რამდენზე მაღალი არ უნდა იყოს


9 ნიშანი, რომ თქვენი ღვიძლი ტოქსინებით სავსეა


რატომ არის საშიში დაბალი არტერიული წნევა და როგორ ვუმკურნალოთ მას


შეამოწმეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, უბრალოდ ხელი ყინულიან წყალში ჩადეთ


თუ ღამე ამ დროს გეღვიძებათ, შეიძლება პრობლემები გქონდეთ, ეს სერიოზულია!


აი, რატომ უნდა დალიოთ ზამთარში უფრო მეტი წყალი, ვიდრე ზაფხულში: თქვენი შეშუპების მიზეზი ცნობილია


აი, რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როცა მხოლოდ წყალს სვამთ (ვიდეო)


ეს სანელებელი ყავას ან ჩაის დაუმატეთ და თირკმლების პრობლემა სამუდამოდ დაივიწყეთ


თქვენ მსუქანი არ ხართ, თქვენ შებერილობა გაქვთ! როგორ მოვიშოროთ შებერილობა ერთ ღამეში


ონკოლოგი გირჩევთ - ნარევი 100 დაავადების საწინააღმდეგოდ


9 რამ, რისი გაკეთებაც ცარიელ კუჭზე კატეგორიულად არ შეიძლება


ინფარქტის 5 ნიშანი ქალებში: რომელი სიგნალის უგულებელყოფა არ შეიძლება?!


1 კვირა, თვე, წელი: რა ხდება ორგანიზმში, როცა ალკოჰოლს თავს ანებებთ


„ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს


ახალგაზრდა ნაძვის ხის გირჩები შეაგროვეთ და მოხარშეთ! ავადმყოფობა დაგავიწყდებათ


ეს ერთი შეხედვით უვნებელი ჩვევები თირკმელებს ანადგურებს


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

1
921
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
921
  
2019, 21 იანვარი, 3:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1