კულტურა რიჩარდ ბრენსონის ჭკვიანური მარკეტინგი 2019, 20 იანვარი, 21:33 ყველას აღიზიანებს, როცა კომპანიაში დარეკვის დროს ავტომოპასუხე გპასუხობს: - თქვენი ზარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ სამწუხაროდ ყველა ოპერატორი დაკავებულია. კომპანია Virgin Atlantic-ის კლიენტებს კი ავტომოპასუხე ასე მიმართავს: - გამარჯობა, მე მქვია რიჩარდ ბრენსონი. მე ავიაკომპანია Virgin Atlantic-ის მფლობელი ვარ. ახლა ყველა ოპერატორი დაკავებულია და მოდით ასე მოვიქცეთ: თუ 18 წამში არც ერთი ოპერატორი არ უპასუხებს თქვენს ზარს, თქვენ მიიღებთ ფასდაკლებას 450 ფუნტის ოდენობით. მე ვიწყებ უკუთვლას 18, 17, 16, 15... კლიენტი გაღიზიანების ნაცვლად ბედნიერი სახით იწყებს ლოდინს და ოცნებობს, რომ ოპერატორმა მას არ უპასუხოს. სწორედ ასეთი მარკეტინგული სვლებით შეძლო რიჩარდ ბრენსონმა მისი ბიზნესიმპერიის აშენება. 35 1-ს მოსწონს
|