x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მამაკაცს საქართველოში სიმსივნე დაუდგინეს, საფრანგეთში კი აღმოჩნდა, რომ ტუბერკულიოზი ჰქონდა.


image

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ცეცხლაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეოს ავრცელებს. ის ყვება, რომ ქართველმა ექიმებმა მცდარი, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, საფრანგეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად კი მას მხოლოდ ტუბერკულიოზი დაუდგინდა.

შეგახსენებთ, რომ ტუბერკულიოზი დღეს მარტივად განკურნებადი დაავადებაა.

''-დღეს საღამოთი ნახევარი საათის უკან ექიმი იყო შემოსული და ჩემდა საბედნიეროდ (მე ასე ვთვლი) აღმომაჩნდა ტუბერკულოზი. ანუ როგორც ეგენი ამბობენ სიმსივნეს ღმერთის წყალობით აცილებული ვარ.
საქართველოში სიმსივნეს ვარაუდობდნენ, აქ კი გამოკვლევებით დადგინდა, რომ სიმსივნე კი არა ტუბერკულოზი მაქვს. ეს ამბავი ძალიან გამიხარდა, რადგან ტუბერკულოზი არის განკურნებადი, და იმ ცუდ დაავადებას ავცილდი. ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, რადგან საქართველოში თავი არ დავაღუპინე და ჩამოვაღწიე საფრანგეთში. უფალმა დაგლოცოთ. მე ძალიან მალე გამოვჯანმრთელდები'', - ამბობს გიორგი ცეცხლაძე
2
117
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
117
  
2019, 21 იანვარი, 3:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 20 იანვარი, 23:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2