x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთში დააკავეს ორი ლოთი, რომლებმაც იმ დღეს დაკრძალული ახალგაზრდა ქალი საფლავიდან ამოასვენეს და გააუპატიურეს

image ამბავი, რომელიც რუსეთში კომის ოლქში მოხდა ისეთი ამაზრზენი და საშინელია ჟრუანტელი დაგივლით. ორმა ლოთმა წინა დღეს დაკრძალული ახალგაზრდა ქალი ამოასვენა საფლავიდან და გააუპატიურა.
როგორც კომის ოლქის საოლქო პროკურატურა იუწყება: "გამოძიებით დადგინდა, რომ 35 წლის ალექსი კამალიევმა და რომან ფილიპოვმა ერთად მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, კამალიევმა თანამეინახეს შესთავაზა გაჰყოლოდა სასაფლაოზე და იქ წინა დღეს დაკრძალული ახალგაზრდა ქალის საფლავი ენახათ, ფილიპოვიც დათანხმდა და სასაფლაოსკენ გაეშურნენ.
ახალგაზრდებმა მესაფლავეების სათავსი გატეხეს, იქიდან ბარი და ნიჩაბი გამოიტანეს და საფლავის თხრას შეუდგნენ. როგორც კი გამოჩნდა მიცვალებულის სასახლე, ახადეს სახურავი ახალგაზრდა ქალს შემოახიეს ტანსაცმელი და რიგრიგობით გააუპატიურეს".
ორივე დამნაშავე დააკავეს "ცხელ" კვალზე, რადგან რამდენიმე თვითმხილველმა მისცა ჩვენება თუ როგორ მიდიოდნენ გვიან საღამოს კამალიევი და ფილიპოვი სასამართლოს მიმართულებით.
სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მიცვალებულის გვამზე აღმოჩენილი "მასალა" დაემთხვა დაკავებულების "დნმ"-ს.
ორივე დაკავებულს წარედგინა ბრალდება მიცვალებულის გაუპატიურების მუხლით.
რამდენიც არ უნდა მიუსაჯონ ამ არაკაცებს მათ დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერიათ, რადგან ანალოგიური მუხლით ციხეში მოხვედრილ დამნაშავეებს ციხეში სასტიკად უსწორდებიან მკვლელობის ჩათვლით.



3
535
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
535
  
2019, 24 იანვარი, 13:44
არის ორი კატეგორია, კაცი და არაკაცი. :(
2019, 24 იანვარი, 9:43
,,კაცია ადამიანი?,,????!!!!!(
2019, 20 იანვარი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3